გამარჯობათ ჩემო საყვარელო ქართველებო. მაპატივეთ ყველამ, რომ ჩემი ნერვიულობა თქვენც გადმოგადეთ და აგაზღრიალეთ და აგაწრიალეთ.მართლა ძალიან გვყვარებია ყველას სამშობლო, რომ მისი ბედიღბალი ასე ახლოს მიგვიტანია ჩვენს გულებთან, მაგრამ ერთი საკეთილო საქმე მაინც გავაკეთე თურმე. ჩვენი დაკარგული პაქსაკი აკოფიდან ამომიყვანია. პაქსაკი, გეხვევი დაძმური უნაზესი გრძნობით და გართმევ ხელს. ნუ გგონიათ, რომ გიამ რაც არ უნდა მითხრას, მე შეურაწყოფად მივიღებ, იმდენად დიდია მის მიმართ პატივისცემა,ასევე მიმაჩნია, რომ არც ჩემს საუბარს მიიღებს ვინმე შეურაწყოფად, რამეთუ ჩვენ ყველას, ჩვენი აზრის გამოხატვის უფლება გვაქვს და ამისთვის პირადად არ უნდა დავეტაკოთ ერთმანეთს.
როგორც იცით, და თუ ვინმემ არ იცის ეხლა გაიგოს, რომ მე არავისტი არა ვარ, მაგრამ რეალურად მსჯელობის უნარი გამაჩნია და ეხლა მინდა პარალელები გავავლო და თაროებზე შემოვაწყო დალაგებულად, პრეზიდენტის და ოპოზიციის ნაკეთი პლიუს- მინუსი საქმეები და მერე კი ბატონო რას არ ვამბობ სწორად შემედავეთ.
ავიღოთ გამსახურდია, რომელმაც ააგულავა ის ხალხი ვისაც ინტელეგენციას და მაშინდელ ოპოზიციას ვეძახდით და რა მიოგო ამითი?იმ ჩვენმა ინტელიგენციამ, შექმნეს ბანდ- ფორმირებები ( იოსელიანი, კიტოვანი) და გაძარცვეს მთელი საქართველო. დაკარგეს ორი რეგიონი,სამაჩაბლო და აფხაზეთი( დე ფაქტო)
დე ფაქტოს იმიტომ ვამბობ, რომ 16 წელი ფაქტიურად უკვე აღარ იყო ეს ტერიტორიები საქართველოსი.
მხედრიონმა და იმავე ოპოზიციამ აიყოლიეს ხალხი, უმეტესწილად უსაქმურების ბრბო,გადააგდეს პრეზიდენტი და დასვეს შევარდნაძე, და თუ რა სჭირდა საქართველოს შევარდანაძის პერიოდში ყველას კარგად მოგეხსენებათ, მით უმეტესის რუსეთის ფინია იყო და უკანალს ულოკავდა რუსეთის მთავრობას, მაგრამ 12 წელი საქართველო ატროფირებული იყო შეიძლება ითქვას ცივილიზაციისაგან. გაიხსენეთ უდენობა, უგაზობა, შიმშილი და სიცივი.კორუფცია, ქურდები და მილიცია და ავტოინსპექცია. კიდევ მრავალი სხვა.
მოხდა ვარდების რევოლუცია და დაიწყო ქვეყნის აღმავლობა. სადაც არ მიიხედ მოიხედავ საქართველოში, ევროპის და ცივილიზაციის სუნი ტრიალებს. გადაწყდა დენის და გაზმომარაგების პრობლემა, დაიჭირეს ქურდები , ბანდიტები მეწამლეები, სპეკულანტები, სამშობლოს გამყიდველები( ზოგი კი გაიქცა საქართველოდან)დაიგო გზები, დაინიშნა ახალი სახაზო ტრანსპორტი. აღდგა რკინიგზა, გალამაზდა ქუჩები, სკვერები, გარემონტდა და აშენდა სკოლები, ბაღები, საავადმყოფოები, კულტურული დაწესებულებები, შემოვიდა ინვესტიციები, გაჩაღდა მშენებლობა და ვაჭრობა. წამოვიდა ახალგაზრდა, თაობა, რომელთაც ევროპაში და ამერიკაში აქვთ მიღებული განათლება.
დაიწყო კადრების გადახარისხება, ტრაკზე ობმოკიდებულ მეცნიერებს და სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებმს, რომლებიც მაპატივეთ და კუილს ვერ იმაგრებდნენ სთხოვეს ადგილი დაეთმოთ ახალგაზრდებისთვის, ჩვენი და თქვენი შვილებისთვის.( აი ამას ეძახის ბევრი, ხალხმა სამსახურები დაკარგესო) ხალხს მიეცა საშუალება სხვადასხვა ქვეყნებში მუშაობის და ნათესავებზე დახმარების. აღსდგა ეკონომიკა და ვვპ 13 პროცენტს მიაღწია.განვითარდა ტურიზმი, ამუშავდა ფოლადის გადამამუშავებელი ქარხანა, შეიქმნა სამუშაო ადგილები,( შედარებით წინა წლებთან) განვითარდა საბანკო და საბირჟო სისტემა და კიდევ მრავალი სხვა, რომელი ერთი ჩამოვთვალო.რაც მთავარია ქვეყანაში ჩამოყალიბდა დამცველი ჯარი, მობილიზებული და მსოფლიოსთვის სამაგალითო, რომლის დაჟე იმოდენა ქვეყანას, რუსეთსაც კი შეშურდა.
დაიწყო ბათუმის და ფოთის ნავსადგურების კეთილმოწყობა, წავიდა გრანდიოზული მშენებლობები თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და თითქმის ყველა რეგიონში.აღორძინდა მეღვინეობა( რითაც გრეჩიხამ და ბევრმა სხვამ მილიონები იშოვეს) და დღეს ჩვენი ღვინოები მსოფლიო სტანდარტებს უთანაბრდება. მსოფლიოს ბიზნესმენები დაინტერესდნენ საქართველოს რეგიონში ფულის ხანგრძლივად დაბანდებით, კეთილმოეწყო საკურორტო ზონები.
ეხლა რაც შეეხება იმ გამონათქვამებს, რაც ახლანდელ პრეზიდენტს ეკუთვნის.
1. დააპატარავა საქართველო?- საქართველო უკვე დაპატარავებული იყო გაცილებით ადრე.
ომი ჩვენ არ დაგვიწყია, რამეთუ არც ერთი ჩვენი ჯარისკაცი სხვის მიწაზე არ გადასულა, ჩვენ ვიცავდით ჩვენს სამშობლოს საზღვრებს ვეშაპის შემოჭრისაგან და თუ ვინმე იტყვის იმას, რომ სააკაშვილმა პირველმა შეუშვა ჯარები ოსეთშიო, წარმოიდგინეთ თქვენი თავი ან ნათესავები ოსეთის განაპირა სოფლებში მცხოვრები, და სანამდე უნდა გაგრძელებულიყო ეს სიტუაცია? ჩვენ დავიცავით ჩვენი მიწა და ჩვენი მოსახლეობა.( ყოველ შემთხვევისთვის გვინდოდა დაგვეცვა) რაც შეეხება ლტოლვილებს, თითქმის ყველას აქვს უკვე თავშესაფარი კი არა მე არა მაქვს მასეთი სახლი საქართველოში იმათ რომ აუშენეს. ხოლო ოსეთში, რაც იყო იგივე დარჩა, აგური, აგურზე არ დადებულა.და ვინ დაბომბა ოსეთი? რუსებმა რა თქმა უნდა. იქ მოსახლეობა თითქმია აღარ იყო დარცენილი და ბომბავდნენ იქ მყოფ ქართულ ჯარს.აბა რატომ არ შეუშვეს ევროპელი დამკვირებლები ოსეთში?
ჩვენ ომი არც მოგვიგია და არც წაგვიგია ჯერ, ომი ეხლაც მიმდინარეობს, ან მთლიან განთავისუფლებამდე, ანდა საქართველოს მთლინ ანექსიამდე, რაშიც ძალიან დიდ როლს თამაშობს დღევანდელი ოპოზიცია.
2. გაყარა საქართველოდან ქართველებიო, რომ იძახით, მე ძალიან მიკვირს ვის გულისხმობთ, ოქრუაშვილს, აბაშიძეს ან კიტოვანს? წაღმართიანი და კარგი ვინ წავიდა? ყველანი ესენი სამშობლოს და მისი ხალხის გამყიდველები არიან. და კიდევ ბევრია წასასვლელი.
3. სამსახურები დააკარგვინა ხალხს? უკვე გონებადახშულ ინტელიგენციას.
4.გამოუშვა მკვლელები და ქურდები? მე კი მგონი პირიქით.
5. ხალხს დაუხოცა შვილები? მე არ ვიცი ვინ გყავთ მხედველობაში, მაგრამ რუსეთში ამ 8 წლის მანძილზე, 21 ჟურნალისტი, უამრავი ბანკირი და ბიზნესმენი ,მოკლეს, მაგრამ მიმდინარეობს გამოძიება და არავინ პრეზიდენტს არ ახოცავს ხელებს.
6. განუდგა მთელი მსოფლიო? მე ამდენი დარი დური ევროპის და ამერიკის ლექტორატის, ჯერ არ მინახია და ამდენი დახმარებები კიდევ საქართველოს არასოდეს არ მიუღია.
7. და ბოლოს ჩემო კარგებო ერთი მინდა ვთქვა, რომ სრულყოფილი არავინ არ არსებობს, შეცდომები ყველას აქვს და ხარვეზები, და ჯერ არც ერთ მეფეს და პრეზიდენტს კი არა არცერთ მშობელს არ მოუგია შვილების გული და ყველა შვილი ცალ- ცალკე რომ დაკითხო, ყველა თავის მშობელზე საყვედურს გეტყვის.
ვის გინდათ საქართველო რომ ჩააბაროთ? გრეჩიხას? თუ ნინოს( რომელიც ეხლა რომ პრეზიდენტის კომანდაში ყოფილიყო, მაინტერესებს მოიხდიდა თუ არა ბოდიშს ხალხის წინაშე) თუ ეკა ბესელიას?

თუ ნათელაშვილს? თუ რა გვარია ის კაცი გუშინ რომ პრეზიდენთს ტრიბუნისდან დედა აგინა? თუ გიორგაძეს? თუ უცნობს:) რომელიც ცდილობს იმიჯი შეიქმნას, მაგრამ მთელი ცხოვრება უცნობად დარჩება?თუ გამსახურდიას? ვინ არის ეხლა მითხარით ალტერნატივა საქართველოში და მე ყველაფერზე დაგეთანხმებით. ესენი არიან სამსახურდაკარგული ძველი მაფიოზები, რომლებსაც მოუკეტა პრეზიდენტმა და არ ირგებენ რაც მაშინ შეხრეს და არ კმაყოფილდებიან. თუ ჩემს სიტყვებში ეჭვი გეპარებათ, შემიძლია თითოეული მაფიოზი ოპოზიციონერის დოსიე აქ დაგიდოთ. როდემდე უნდა ებოგინა კლანებს საქართველოში?
ასე რომ ჩემო ტკბილო დესპანელებო, ჩემო ძმაო პაქსაკი, მეც საქართველოს სიყვარული მალაპარაკებს და იმიტომაა რომ მეშინია,ნაშის ორგანიზაციის ჩამოსვლის, რადგან მე ამათი კალიგრაფია კარგად გამეგება, თუ შანტაჟების და პროვოკაციების რა გამოცდილი ოსტატები არიან და არ მინდა საქართველო კიდევ ერთხელ წამოეგოს.
დიდ ბოდიშს მოვიხდი ყველა იმ ხალხთან, ვისაც განსხვავებული აზრი გააჩნია,
პაქსაკი ისე არ გგონია, რომ ნარდი დაგვიძველდა მე და შენ? თუ მაშინ რომ წააგე შიშს ყევხარ შეპყრობილი?=ko=

ძალიან მიყვარხარ და პატივს გცემ და ნო გაგვანატრებ თავს, ხშირად შემოგვიარე.