მოვედი ხალხო მეც და აბა ეხლა გამიმკლავდიიიიით.=lol=

ეს რა თქმა უნდა ხუმრობითაა ნათქვამი და ღმერთმა დამიფაროს, რომ ამ ბინძურმა პოლიტიკამ ერთმანეთის მიმართ სიყვარული და პატივისცემა დაგვაკარგვინოს, როგორც ეს ზოგიერთებს მოსდით ხოლმე და უარყოფენ პირადად ჩემს მეგობრულ ხელს. მე მათ საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ რაც არ გინდა ღმერთმა ნუ მოგცესთქო და მარტო იმისთვის რომ იმ ხალხმა ჩემთან იმეგობროს, მე ჩემს აზრს ვერ, კია რა და არ შევიცვლი. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ ადამიანებმა იგნორი გაუკეთონ ჩემს მოსაზრებებს და პატარა ბავშვივით მითხრან ნურავინ ნუ მომიკითხავს აქ მაინც არ შემოვალო, ეს რას ნიშნავს? ვირტუალური მეგობრები კი არა რეალში უსაყვარლესი ხალხი დავკარგე, წლების განმავლობაში ვერ ვნახულობ და ვცხოვრობ უიმათოდ მშვენივრად და ვსარგებლობ ანდაზით რომელიც დიდმა შოთამ გვასწავლა,-"რა ვარდმან მისი ყვავილი, გაახმოს დაამჭკნაროსა, იგი წავა და სხვა მოვა, ტურფასა საბაღნაროსა." ასე რომ ჩემო კარგებო ვისაც გსურთ ერთმანეთის მოვისმინოთ და ამავე დროს ვიყოთ მეგობრები, აქეთ მობრძანდით, ხოლო ვინც სპეკულაციას უწევს მეგობრობას, ეს რა ბავშვობაა ვერ გავიგე тех людей благословляю на все четыре стороны მე მგონი ყველა გაიგებთ, რომ ეს ფრაზა ლოცვას ნიშნავს.
ეხლა რაც შეეხება სამოქალაქო ეროვნულ დაუმორჩილებლობას. ეს ხომ სამოქალაქო ომია? რატომ არ გინდათ გაიგოთ ერთი რამ: გეთანხმებით ბატონო წავიდეს პრეზიდენტი, მაგრამ ვის უნდა ეს? თამამად შემიძლია ვთქვა,- ერთ მუჭა გზადაბნეულ გაბრაზებულ ბრბოს რა თქმა უნდა რუსეთის დაკვეთით. თქვენ გავიწყდებათ ბატონებო და ქალბატონებო, რომ ეს პრეზიდენთი ხალხმა აირჩია, ერთხელ და მეორეჯერ. მოედანზე გამოსულია ალბათ 10- 20 ათასი კაცი და ყვირის არ გვინდა მიშაო, მაგრამ არაა გამოსული 3 მილიონამდე ქართველი, რომელსაც უნდა მიშა. ეხლა რას მეტყვით? ავიღოთ ჩვენი საიტი: აქაც კი უმრავლესობა არა მიშასი, არამედ რეალობის მომხრეა, და გვაქვს აზრთა კონფრონტაცია, რომელიც ზოგს მიუღებლად მიაჩნია. რატომ ჩემო კარგებო? აზრთა სხვადასხვაობაში იბადება ახალი იდეები და აზრები. ჩვენ რა ქართველები არა ვართ? ჩვენ რა არ გვაწუხებს სამშობლოს ბედიღბალი და მისთვის ცუდი გვინდა? ხომ შეიძლება დავჯდეთ და წყნარად, ყოველგვარი დაძაბვის გარეშე მოვისმინოთ ერთმანეთის აზრები? გავიზიაროთ ჭირ ვარამი და თუ სატირალია ერთად ვიტიროთ და თუ სასაცილოა ერთად ვიცინოთ?
მე ასე მესახება ვინც არ უნდა იყოს ამ წუთში პრეზიდენტი, არა აქვს მნიშნელობა ვინ იქნება, რომ თუ ის ეხლა გადადგა, აი ქაოსი მაშინ დაიწყება საქართველოში თუ დაიწყება.იმ პარლამენტის სკამებს როგორ დახამნაცემებული დაესევიან და გაყოფის დროს ხელშიც კი შემოატყდეთ შეიძლება.
მერე,ჩვენი დაუძინებელი მტერი იქვეა ჩასაფრებული, ცაპ და შენი საქართველო უკვე კუჭში ჰყავს.და თქვენ გგონიათ რომ იმ დაკარგულ ტერიტორიებს დაგვიბრუნებენ? ან ვის დაუბრუნებენ? ჩვენ ხომ რუსეთის ფედერაცია გვერქმევა?
ეგ კი არა მაგათ შეუძლიან მერე შიგ რეგიონები აგვამხედრონ ერთმანეთის წინააღმდეგ(მათი გათიშე და იბატონეს პოლიტიკით) და ერთმანეთი დაგვაწყვეტინონ.ზუსტად ეს უნდათ მაგათ. უქართველო ტერიტორიები დარჩებათ, ხოლო ოპოზიცია ალბათ მოსკოვში ბინებს მიიღებს საქართველოს სანაცვლოდ. ვაიმეეეე რა ცუდია რომ აქ ტირილის სმაილიკი არ დევს. ჰიპოთეტიურად წარმიგადგენინებდით როგორ ვაღვრიალებ ცრემლებს.საქართველო ამ წუთში დემოკრატიულ რელსებზე დგას და ნუ ჩავაყენებთ დეპოს ჩიხში ხალხო ამ მატარებელს, მივიყვანოთ ბოლომდე.
რაც შეეხება თქვენს მიეერ გამოთქმულ მოსაზრებას ერთმანეთის მიმართ, რომელიც მეც მეხება, თუ რატომ ვართ სხვადასხვა ქვეყნებში გადახვეწილი ფულისთვის. მერე რა? ამერიკაში რამდენი ქვეყნის ხალხი ცხოვრობს მიპასუხეთ. მთლიანად ამერიკა სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ხალხით არ არის დასახლებული? იტალიიდან გერმანიაში, საფრანგეთში თუ სხვადასხვა ქვეყნებში არ მიდიან ხალხი, რომ ცხოვრების პირობები გაიუმჯობესონ?უჭირდა ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ოჯახებს და წავედით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ სამუდამოდ სხვის მიწაზე ვიცხოვროთ და იქ დავლიოთ მონობაში სული.
ვის ავალებთ, რომ ქვეყანა აგიშენონ? თუ პრეზიდენტი დაგიძახებთ მობრძანდით ბატონო აშენებულ და დამშვენებულ ქვეყანაში და იცხოვრეო და თან მოგილექსებთ?მორთმეულია სამყარო გობით,
მხოლოდ აკლია ოქროდ დადნობაო? ეს ჩვენი ქვეყანა ჩვენი ასაშენებელია ხალხო. ჩვენმა ხელებმა, ჩვენმა შვილებმა, ჩვენი დახმარებით უნდა აღაღორძინოს და იცხოვროს იქ.
რაც შეეხება სამსახურების დაკარგვას ინტელიგენციისა, ვინც ეხლაც მუშაობს თავის ტავზე, ახალ ტექნოლოგიებს, ეკონომიკას, კულტურას ფეხი აუწყო, იმისთვის დღესაც არის სამუშაო ადგილები. მე მაგალითად, ორი დიპლომი მიდევს, მაგრამ საქართველოში ნამდვილად ვერ გავბედავდი სამუშაოს მოთხოვნას ჩემი სპეციალობებით, რადგან მე საბჭოთა ბავშვი ვარ, და ის დრომოჭმული არავისთვის მარგე განათლება მაქვს მიღებული, თქვენ შეურაწყოფას არ მოგაყენებთ არავითარ შემთხვევაში, მე საკუთარი მაგალითი მომყავს მხოლოდ. აბა ეხლა ნახეთ როგორი გონებაგახსნილი ახალგაზრდობაა? სახელმწიფოს სრულებით არ სჭირსდება, ჩვენ დროს რომ იყო ყველას უნდა ესწავლა. არა ბატონო, ვინც ნიჭიერია, უფასოდ უშვებენ ევროპაში, ამერიკაში განათლების გასაღრმავებლად, ხოლო ვინც საშუალოა, იმან სპეციალობა შეიძინოს თანამედროვე დანადგარებზე. გადავყარეთ ბატონო ის დრომოჭმული დაზგები. დაინერგა ახალი ტექნოლოგიები, შეიცვალა პედაგოგიკაც, ეკონომიკაც, კულტურაც და ბოლოს და ბოლოს ცხოვრება წინ წავიდა. ჩამოდით ბატონებო და ვაშენოთ საქართველო. ზოგიერთები თბილისში ბინები რომ ვაშენოთ იმისთვის ვართ გადახვეწილები. რა ქუთაისში, სამტრედიაში, სენაკში ვანში, ბათუმში, ახმეტაში, სიღნაღში, გორში და სხვადასხვა ქალაქებში არ იცხოვრება?შევქმნათ ემიგრანტების ობშინა, და საერთო ფულით გავაკეთოთ პატარა საწარმოები,მეცხოველეობის და მებაღეობის ფერმები, ვაშენოთ საცხოვრებელი სახლები, კერძო სკოლები, ბაღები, სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები.განვავითაროთ ტურიზმი. საქართველოს მარტო ტურიზმით შეუძლია იარსებოს კი არა საკმაოდ მდიდარი ქვეყანა გახდეს. სამუშაო ადგილებიც შეიქმნება და ეხლა რომ გულში ხითხითებთ ვინ იყიდის ჩვენს პროდუქციასო? ვინ იყიდის და ის ხალხი იყიდიან, ვისაც ჩვენ ხელფასს მივცემთ და კიდევ სხვა. აი მაშინ გახდება საქართველო ისეთი მიმზიდველი ქვეყანა, რომ იქეთ ჩამოვლენ ჩვენთან სამუშაოდ სხვა ქვეყნიდან.
მე არავის არ ვახვევ ჩემს აზრებს და არც უტოპიურს ვამბობ არაფერს. კარგად დაფიქრდით: "ძალა ერთობაშია"
