↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
დესპანის პოეტები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1079 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
აქ რაცხა ვერ გევიგე ლიაკო,ლექსი მომეწონა,
შეფასებას ვაპირებდი და ქვემოთ ბუკაკო
აწერს ხელს. მოკლედ კარგია ვისიც არ უნდა იყოს.
ასეც კაია,ისეც კაია,გკოცნით.=ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Mar 2007
Posts343
კარმა53
OFFLINEPROFILE

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
მგონი ვგიჟდები..
ძლიერ მჭირდები..
ჩუმი ფიქრები..
შენსკენ ვიხრები..
და ვზივარ ბნელში,
სითბოს ვგრძნობ შენში..
ჩემო სიცოცხლევ
მითხარი რა გსურს?
არ ჩაგაბარებ
არასდროს წარსულს!
შენ გახდი ჩემი სიცოცხლის არსი,
გავილამაზე შენით ოცნება
მეცეკვე ვალსი..
მინდა შევიგრძნო შენი სუნთქვა
და გულის ძგერა..
ისევ ჩამოწვა ირგვლივ წყვდიადი,
ძალიან ბნელა..
რა ლამაზია შავი ტყე
და მისი ველები,
შენთვის უცხო ვარ, მაგრამ
რა ვქნა რომ ვერ გელევი..?!=tavfx=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
ცუდოო ბრავოოო

ძალიან გულიანი და საყვარელი ხარ შენი ლექსებით და იმ სმაილიკით ლექსის ბოლოში რომ დასვი.:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
Medi wrote:
ციტატა:
ცუდოო ბრავოოო

ძალიან გულიანი და საყვარელი ხარ შენი ლექსებით და იმ სმაილიკით ლექსის ბოლოში რომ დასვი.:)
მადლობა სმაილიკისგან =sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined19 Apr 2008
Posts157
კარმა9
OFFLINEPROFILE
ცუდო მაგარი ვინმე ხარ=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
მაფია ბისმეტრნა, გაიხარეე =sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
ლომისეულ-ქართველისეული.

სათნოების გვირგვინი მინდოდა დამედგა წრფელი,
გადამერბინა წითელ ყაყაჩოდ ნაფენი მინდორი ვრცელი,
ნაზარეველის მინდოდა ეკალი ბასრი,
და ბრბოს ყურება, ნაზი ღიმილით სავსით,
ქედი მინდოდა მომეხარა და მიმეღო უსასრულო თმინება უფლის,
ტარება ზეცის სხივისა და ქუფრის,
სიტკბოების განცდა მინდოდა ტანჯვის,
რაც რომ ნეტართა სულებს არასდროს არ სჯის,
....................................
გამიღიმილა სავსე სახემ ზეცის მნათობის,
რა ვქნა, რომ ბრძოლის ველი ისევ არ მყოფნის,
უზომოდ მიყვარს, სიცხე ,ხვატი სისხლისმიერი,
შევეჯიბრები ნარჩევ მეომრებს გადამთიელის,
ვარსკვლავთცვენაში მოვიძიებ ბედის განგებას,
ათას რიტუალს კვლავ აღვუვლენ მთიელთ ხატებას,
გადავატარებ ომის ნაღარას ჩვეულ ყიჟინით,
ალბათ ვაჭენებ არაბულას კვლავაც გიჟივით,
აბობოქრებულ ზღვაში კვლავაც ლაღად ვიცურებ,
ათასგვარ ბრძოლის ჟინით გულსაც არ დავიშურებ,
....................................
სათნოების გვირგვინი მინდოდა დამედგა წრფელი,
ჩემი გზა სხვაა....ნურც ცრემლებს
და ნურც ქედმოხრას,....ნურავინ ელის.

1 აიკო 2009 წლის 12 აპრილი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
ლექსის ჭენება დამთრობს,
გულზე გამიხსნის იარას,
თვალზე ბინდს გადამაფარებს,
სულში ჩამწვდება მზიანად,
ავდარში სისხლს ამიყვავებს,
დარში მომივლის ჟინზედა,
სიცოცხლეს დამათმობინებს,
არწივის მართვეს სხივზედა,
სიყვარულს მომათმენინებს,
ლექსში ჩამიდებს ნათელებს,
ათას სიმართლეს მაგემებს,
ათიათასის სანთებლებს,
ლექსის ჭენება დამათრობს,
სიცოცხლეც მიღირს ამადა,
გულიც რომ ცეცხლზედ დამიწვას,
სულაც რომ მომსპოს თავადა.:)

1 აიკო 2009 წლის 12 აპრილი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
არწივის მიყვარს ყურება,
ფრთები გაშლა და ლხინია,
ლომების მიყვარს ღრიალი,
დაუდეგარი სისხლია,
ქართველის მიყვარს სილაღე
როგორც ისარი მზეზედა,
მიმინოს მიყვარს ართმენა,
ფრენად მზადება ხელზედა,
ცხნების რემის ყურება,
სულად ჭენება ველზედა,
თავისუფლების ყივილი,
ვერდათმინება შენზადა,
წყაროს ჩუხჩუხი ჭიუხში,
ოცნება სამოთხეზედა,
ცის თაღი მიყვარს სილურჯით,
მზე კაბადონის წვერზედა,..
რამდენი სიყვარული მაქვს,
როგორ გაუძლო ერთზედა.:)

1 აიკო 2009 წლის 12 აპრილი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
თქვენ გენაცვალეთ ჩემო პოეტებო.
=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
გენატალეო მეცო მახუნაო!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
აიკუნა გაოგნებული ვკითხულობ შენს ლექსებს და ტანში სულ ჟრუანტელი მივლის. ვიხრი ქედეს ჩემო კარგო შენი ღვთით მომადლებული ნიჭის წინაშე და

გპასუხობ ქალავ ლამაზო,
შესამკობელად მისადა,
ნიჭი ვარვარებს გუზგუზებს,
ენა კი გიჭრის ხმლისადა,
უმრავლოს საქართველოსა,
შენებრ ლომები მზისადა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
TsudoooO wrote:
ციტატა:
აშრიალებს ტალღებს მშვიდად
რა იქნება სხვა?
ყველასათვის სასურველი,
ჩვენი შავი ზღვა
ალაგ-ალაგ გადათხრილი
რა იქნება სხვა?
მძღოლებისტვის სატანჯველი
საქართველოს გზა,
როგორც იქნა დაამთავრეს
ხვალ იქნება მზად
ეს ახალი დაპირებაც
მორიგ პიარს გავს,
გაიმარჯვებს დაივიწყებს
ქართველ ერს და ხალხს
თვითონ მწვადით გამოძღება
ხალხს მოუგდებს ხახვს
მოგვატყუა მერამდენედ
რას ველოდით სხვას,
ის ხომ მაინც სომეხია
საქართველოს ტყ...ს
საქართველო გამრავლდება
ასეთ სურათს გავს
ეს უმსგავსო ქმედებები
ძულს დიდსა და ბავშვს
თვით ედუარდ შევრდნაძეს
გაკვირვება კლავს..
მის მაგივრად მოეწუწა
და რამდენ ქალს ტყ..ვს
შემოიღო ევროპული
კულტურა და კანონი,
დავიკარგეთ მაგის ხელში
აღა გვყავს პატრონი..
გაამარვლა სკვერები
და ააყვავა ბუჩქები
დააყენა შუქურები
გაანატა ქუჩები..
დასეირნობს ხალხი გარეთ
ისმის დიდი ხმაური,
ზანზარებენ ბუჩქები და
მიდის აურ ზაური
მშიერ კუჭზე ცოტა ტეხავს
გართობა და ტყ..ური
მაგრამ მისთვის სულ ერთია
ბალი ათი შაური..!
წაიყვანეს ბანაკებში
ეს ახალი თაობა,
ამბობენ რომ მოვიყვანეთ
მოსპონ უსუფთაობა..
გაიშალა ხალხი ველად,
მაშინ როცა გარეთ ბნელა.
ზოგი კვნესის ცოტა მაგრად,
ზოგიც კიდევ ცოტა ნელაააა..
სადრაც იყო პოეზია,სადღაც რითმა მაFია.
სადღაც ცოტა იუმორი,სადღაც პორნოგრაFია..

(აბა ეს ლექსი ვის ახსოვს? და თუ კიდევ ცოცხლები არიან ჩეს გარდა ამ ლექსის პატრონები გამოეხმაურონ)=ko= =ko=

ცუდოიაააა, დაგავიწყდა მე , შენი და ემის საერთო თანაავტორობა? შედი ტოპიკში, ვათამაშოთ რითმები და ნახავ მაგასაც და სხვა ბევრ ჩვენს ერთობლივ ლექსებს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
სათნოების გვირგვინი მინდოდა დამედგა წრფელი,
ჩემი გზა სხვაა....ნურც ცრემლებს
და ნურც ქედმოხრას,....ნურავინ ელის.

იაკოო=ko=
=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =zer=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1079 posts ] 
დესპანის პოეტები
დესპანი