↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
იცხოვრე, როგორც გული გკარნახობს,
არ მიეკედლო სხვას!
შეხედე თეთრად მოღრუბლულ ცას,
ის ხომ შენს ფიქრებს ჰგავს.

დათვალე დროის მწველი წუთები
და არ ჩამორჩე გზას,
გაფანტე ცაზე შავი ღრუბელი,
გულს ნუ მიანდობ სხვას!

მაშინ ცხოვრებაც აღარ გაწვალებს
როგორც შესაწირ კრავს,
უცნაურად არ მოგეჩვენება
ბუნების მკვეთრად ცვლა.

იცხოვრე, როგორც გული გკარნახობს
და გაუყევი გზას..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
ღმერთო, ყველაფერი უხმოდ როგორ ხდება,
როგორ გშორდები და გხვდები,
როგორ
მიატოვა სულმა სამყოფელი,
როგორ ვცოცხლდები და ვკვდები...
როგორ წაიშალა
ზღვარი და საზღვარი,
მე და შენ ნეტავ სად ვსახლობთ,
ვისწრაფვით
ყოველთვის,
როდესაც შორსა ვართ,
გავრბივართ, როცა ვართ ახლოს...
აღარ
მაქვს სხეული,
ო, თქვენ ვერ გაიგებთ,
ამ სულის სევდას და
ნაღველს,
სიცოცხლის, სიკვდილის, ცხოვრების კანონებს
ერთი ხელის მოსმით
ვარღვევ.
ღმერთო, ყველაფერი ისე როგორ ხდება,
რომ აღარ მჭირდება
სიტყვა,
მე მესმის თვალების, ხელების, ღიმილის,
იმის, რაც არასდროს
გითქვამს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
დამხატე... ოღონდ ნუ დამხატავ ასე სევდიანს, შემილამაზე მარტოობა მხიარულ გრიმით, შემომაძარცვე ეს ავბედი მელანქოლია, თორემ უსაზღვრო ძალა უნდა ბუნებრივ ღიმილს. დახატე ზეცაც.... ოღონდ თეთრი მოსაცყენია, სანთლების რკალში ჩაატიე მთელი სახატო... ჩემს ოცნებაში სალოცავებს სანთლის ფერი აქვს, დახატე სივრცე... ოღონდ ლურჯი აღარ დახატო,. მე აღარ მინდა შემოდგომის ფოთოლთა ცვენა, იქნებ მიმოზა დამიხატო სადაფის ფერი, თეთრი ზამთარი??-მე არ მახსოვს... ეს იყო ძველად... შენ დამიხატე უნამქერო და იისფერი. დახატე მიწა... და მზის აკვნად აქციე თოვლი... ყველა სურვილი დასაცყისში ასე მუნჯია... ზღვაც დამიხატე... ოღონდ მწვანე ვით მოლი, მერე რა მოხდა ცხოვრებაში თუ ის ლურჯია... დახატე ქალი... საქალეთი შეცვალე, თუ გსურს, უყოველგვარო დამცირებით.... უმასკარადოდ... ამ სამყაროში ბევრი რამე შეცვალე, თუ გსურს, ოღონდაც ქალი არ დახატო უმამაკაცოდ..=tavfx=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
სიკვდილმა უთხრა ასი წლის
შეზარხოშებილ კაცსაო,
- კაცო გეყოფა სიცოცხლე
ჯერი დაუთმე სხვასაო!

-შუბლი შეიკრა მოხუცმა
არცა ჰო უთხრა არც არა,
ღვინით შეივსო ყანწი და
სულმოუთქმელად დაცალა-

გადაიწმინდა ულვაში
დაკოჟრებული თითებით;
გვერდით მოისვა სიკვდილი
გამოწერილი "ქვითრებით".

უთხრა:- ჟერ მოდი დავლიოთ
ვადიდოთ უფლის ძალაო
და მერე გეტყვი იმ სოფლად
გამოგყვები თუ არაო.

აიღო ყანწი, შეუვსო,
სიკვდილს, ქაფქაფა ღვინითა,
ძალით ასვა და აყლაპა
მიქელგაბრიელს ღრინვითა.

ასეთი არცარა ესვა,
არც არა ჰქონდა ნახული,
ყლურწა და ყლურწა მიქელამ
წარაფი კარდენახული.

-მოხუცო! - უთხრა სიკვდილმა,
ყველა მწყევლის და მაძაგებს,
ჩემს დანახვაზე, ამ ქვეყნად,
ყველა ცოცხალი ძაგძაგებს.

შენ კი ასეთი გულადი,
რა დედამ გაგაჩინაო?
შიში კი არა პირიქით,
ჩემთან ერთადა მღერიხარ.

მოხუცმა ჩაიღიმილა,
ესიამოვნა შექება,
- რა შიშზე მესაუბრები,
თუ კი ეს ღვინო მექნება.

ბალღივით ვეთამაშები
ყურძნით დატენილ ვენახებს,
სანამ დოქაში ღვინო მაქვს,
ხელსაც ვერავინ ვერ მახლებს.

იცინეს იმხიარულეს,
სიბერე დაიხვალიეს,
მაცხოვრის სადიდებელი
სავსე ყანწებით დალიეს.

ღმერთები საიქიოში
ისხდნენ და ამათ ელოდნენ,
ესენი, მაგრად გამტყვრალნი,
მრავალჟამიერს მღეროდნენ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
შენ მონატრება რა არის იცი?

როცა შორს არის და მასზე დარდობ,

შენს საგულეში ვიცი სხვა არის,

ეს ვიცი მაგრამ მაინც გნატრობ.

დიდი ტკივილი რა არის იცი?

როცა დღე და ღამ ფიქრებში წვალობ.

გთხოვ მომისმინე ,მოეშვი სიცილს,

შენ ხომ არ იცი მინდა გასწავლო.

უზომო სევდა რა არის იცი ?

თუ არც ეს იცი გაშოროს ღმერთმა.

ტკივილი , სევდა სიშორემ იცის .

ეს ყველაფერი მე ვიცი ერთმა.

შენ მოლოდინიც არა გცოდნია,

როცა არ იცი მოვა თუ არა ,

და მასთან მისვლა შორზე შორია.

შენ არაფერი არ იცი არა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
სიმშვიდეს მირღვევენ წვეთები,
წვეთები მითვლიან ნაბიჯებს,
ქათქათა სითეთრე კედლების
მაგიჟებს..

დრო მიდის,დრო ქრება,ავკაცობს,
სათქმელი კვლავ მრჩება უთქმელი,
ეზოში ხმამაღლა კარკაცობს
ურთხმელი...

ღამეა სიგიჟის,წამების,
სიჩუმე ამკვეთრებს ნაბიჯებს,
და მხოლოდ ზმანება თვალების
მაგიჟებს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
,უშნოდ ლამაზია ეს ქალი,ადამიანისფერ თვალებით....
სახე აქვს თითქოს ნაფრესკალი,სახე აქვს დაღლილი წვალებით....
მზეზე სახრჩობელა კიდია ,სხივებმა ატმები დახოცეს...
ეს ქალი სამყაროს კიდეა,ჰორიზონტზე რომ აკოცეს...

სული აქვს აპრილზე მუზადი ,მის მკერდზე სტრიქონი მეწერა..
ტანი აქვს თლილი და უზადო ,ლოგინზე დაღვრილი ფერწერად...
ოთახი საღამოს ემდურის,გაყინულ ცოლივით მთვარეა...
არ იყო ეს ქალი ერთგული და ახლა ვნებების ქარია...

სევდისგან ეცვლება ნაკვთები ამ ღმერთის საცოლე პითიას...
ვუყურებ და მიკვირს არ ვკვდები ეს ქალი ცოცხალი მითია..
იები ამ ქალის სულს ზრდიან ,მგონია ეს ქალი თამარს შობს...
ეპოქა ქალივით სუსტია და ქალის ნერვებზე თამაშობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გაზაფხული

ტყემ მოისხა ფოთოლი,
აგერ მერცხალიც ჭყივის,
ბაღში ვაზი ობოლი,
მეტის ლხენითა სტირის.

აყვავებულა მდელო,
აყვავებულან მთები,
მამულო, საყვარელო,
შენო როსღა აყვავდები?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
რარიგ კარგია, სამშობლოვ,
შენი მტკვარი და რიონი,
შოთა, ილია, აკაკი,
ვაჟა...

ორზღვათა შუა მდებარე
ბრწყინავდა კავკასიონი,
შოთა, ილია, აკაკი,
ვაჟა...

სულ მაღლა გორის ციხეა,
სულ დაბლა ძველი სიონი,
შოთა, ილია, აკაკი,
ვაჟა...

დაბლით კოლხიდის ველია,
მაღლიდან დგას ბახტრიონი,
შოთა, ილია, აკაკი,

ვაჟა....

არ გაგიწყრეთ ღმერთი და ეს ლექსიც ჩემი არ გეგონოთ.
=lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
მესაუბრები ჩურჩულით,
სულგანაბული გისმენ,
მსურს, რომ მარადის გისმინო,
განა მიყვარხარ? - ისე...

გნახავ და ჩემს უნებურად
ბავშვივით ვცელქობ მყისვე,
თავდავიწყებით ვტიტინებ,
განა მიყვარხარ? - ისე...

გვერდით ჩაგივლი, შეგხედავ,
და გზას განვაგრძობ ისევ,
მსურს, მზერა შემოგაპარო,
განა მიყვარხარ? - ისე

მთების გული გაქვს კარგო,
გოლიათობა მთისვე,
მსურს, ჩავიხედო შენს გულში,
განა მიყვარხარ? - ისე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სულიკო

საყვარლის საფლავს ვეძებდი,
ვერ ვნახე!.. დაკარგულიყო!..
გულამოსკვნილი ვჩიოდი:
„სადა ხარ, ჩემო სულიკო?!“

ეკალში ვარდი შევნიშნე,
ობლად რომ ამოსულიყო,
გულის ფანცქალით ვკითხავდი:
„შენ ხომ არა ხარ სულიკო?!“

ნიშნად თანხმობის კოკობი
შეირხა... თავი დახარა,
ცვარ-მარგალიტი ციური
დაბლა ცრემლებად დაჰყარა.

სულგანაბული ბულბული
ფოთლებში მიმალულიყო,
მივეხმატკბილე ჩიტუნას:
„შენ ხომ არა ხარ სულიკო?!“

შეიფრთქიალა მგოსანმა,
ყვავილს ნისკარტი შეახო,
ჩაიკვნეს-ჩაიჭიკჭიკა,
თითქოს სთქვა: „დიახ, დიახო!“

დაგვქათქათებდა ვარსკვლავი,
სხივები გადმოსულიყო,
მას შევეკითხე შეფრქვევით:
„შენ ხომ არა ხარ სულიყო?!“

დასტური მომცა ციმციმით,
სხივები გადმომაყარა
და იმ დროს ყურში ჩურჩულით
ნიავმაც ასე მახარა:

„ეგ არის, რასაც ეძებდი,
მორჩი და მოისვენეო!
დღე დაიღამე აწ ტკბილად
და ღამე გაითენეო!

„სამად შექმნილა ის ერთი:
ვარსკვლავად, ბულბულ, ვარდადო,
თქვენ ერთანეთი რადგანაც
ამ ქვეყნად შეგიყვარდათო“.

მენიშნა!.. აღარ დავეძებ
საყვარლის კუბო-სამარეს,
აღარც შევჩვი ქვეყანას,
აღარ ვღვრი ცრემლებს მდუღარეს!

ბულბულს ყურს ვუგდებ, ვარდს ვყნოსავ,
ვარსკვლავს შევყურებ ლხენითა
და, რასაცა ვგრძნობ მე იმ დროს,
ვერ გამომითქვამს ენითა!

ისევ გამეხსნა სიცოცხლე,
დღემდე რომ მწარედ კრულ იყო,
ახლა კი ვიცი, სადაც ხარ:
სამგან გაქვს ბინა, სულიკო!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts1678
კარმა50
OFFLINEPROFILE
ისეთი სიკვდილით მოგიკვდები,
კლდენი ჩამორეცხონ ცრემლებმა,
შორიდან მოგიარონ მორიდებით,
სიტყვა ვერ შეგბედონ მდევრებმა,
ხვამლი და მთაშავა ჩამოზვავდეს,
მამულეთს გაჰქონდეს გოდება,
ქარაფებს გადავლებულ ამორძალზე,
უხმოდ გისამძიმრონ ლოდებმა.
ახლად გამოჩორკნილ სატივეზე,
ვეფინო უშენობით დაღლილი,
ბებერი რიონის ნაპირებზე,
ტკივილი დაყმუოდეს ძაღლივით.
დევკაცნი მიტატებდნენ მორიდებით,
მძიმედ მიითვლიდნენ ნაბიჯებს...
ისეთი სიკვდილით მოგიკვდები,
შენში უჩემობა გაგიჟდეს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
ყოჩაღ ლეტი..კაი ლექსია=sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
მითხარი...

მითხარი რომ გულში ყველა ჩირაღდანი ერთად გადაიწვა,
იმ წვიმიან ღამეს ის ლამაზი ქალი შენს მკლავებზე იწვა,
მითხარი,რომ გაქრა ყველა იმედი და ყველა დაპირება,
ნუ გაწუხებს ჩემი ნაღვლიანი სახე, ჩემი ატირება!

მითხარი,რომ ჩემთვის აღარ დაკრეფ ბაღში იასამნის რტოებს,
გეძნელება თქმა,მაგრამ მაინც მიმატოვებ,
მითხარი და წადი,დამიტოვე გულში უსაშველო დარდი,
სხვების დასანახად მე ვიქნები ამაყი და ლაღი!!

მხოლოდ ჩამოჭკნება სულში აკაციის თეთრი შადრევნები,
შენით ოცნებას და შენით გადარევას აღარ დავნებდები,
წავალ ისევ მარტო და დამრჩება გულში უსაშველო დარდი,
....როგორ შემეშალე,ჩემს ერთადერთ იმედს რა საოცრად ჰგავდი....

ზვიად გამსახურდია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
=mdaa= =mdaa= =mdaa= =mdaa= =mdaa= =mdaa= =mdaa=
=mdaa= =mdaa= =mdaa= =mdaa= =mdaa= =mdaa= =mdaa=
=kool= =kool= =kool= =kool= =kool= =kool= =kool=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი