ჩემს ლიაკოს,საყვარელ ქალბატონს!
ხომ შეიძლება სხვა იცინოდეს,
შენ კი არა და არ გაგეცინოს,
ხომ შეიძლება დაგღალოს დღემ და
ბალიშზე მაინც არ დაგეძინოს.
ხომ შეიძლება ეტრფოდე იებს,
და ენძელების იქცე ძიებად,
გძულდეს და მაინც გიყვარდეს ვინმე,
ეს ყველაფერი,ხომ შეიძლება?!
ხომ შეიძლება გზა ვერ გაიგნო,
წყალში იდგე და მაინც იწოდე,
ხომ შეიძლება მრუდედ გაიგონ,
შენი ცხოვრების მთელი სისწორე.
ნათქვამს კი ნამაც,ვეღარ გაუგოს
ცამდე მართალმა,ვერ იმართალო,
ისე ახვიდე ციბრძნის კოშკამდე,
რომ უმეცრებმა გიჟად ჩაგთვალონ.
ხომ შეიძლება ეტრფოდე იებს,
და ენძელების იქცე ძიებად,
გძულდეს და მაინც გიყვარდეს ვინმე,
ეს ყველაფერი,ხომ შეიძლება?
შეიძლება აბა არაა! მაი შეიძლება თუ შეიძლება.
ჩეგეფურჩხნე ლიაკოოოოო!
