კი გაგა იგებ მთლიანი ანშლაგით....ღმერთმა სულ მოგაგებიოს....გულით მიხარია=ko=

გულით მიხარია, სიცოცხლის სიმღერა,
ნირვანა მოლურჯო და ფრთების შრიალი,
არასდროს დაკარგო სილაღის შეგრძნება,
არასდროს დაკარგო ვნებათა გრიალი,
ლაჟვარდის, სიბინდის და გრძნობის მიჯნაზე,
სიმღერა გემღეროს თუნდ მტრების ჯინაზე,
ძოწისფერ სიმღერას ემღეროს ნათელით,
ათასჯერ აგენთოს სინაზის სანთელი,
გიშრისფერ ღამეებს გაევლოს ნათელში,
მტევნების სიუხვე გებერტყოს შუა რთველში,
გიმთელოს გრძნობა და გაფინოს ნათელი,
არასდროს არ დათმო სიმართლის სარქველი,
................................
გულით მიხარია მოგება გრძნობების,
სულ ეგრე შეგეძლოს სრულება ოცნების.
გაგა-ცუდოს,ჩემს პატარა მეგობარს და იმედია მომავალ პოეტს,
1 აიკო.2009 წლის 13 აპრილი.