↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 40 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Jan 2008
Posts775
კარმა47
OFFLINEPROFILE
ჯიმის გარდა სხვაგანაც მოგიკითხე ქლბტ ლია იგივე წერილით..(მოიძებნე და იპოვი)მოპარვები არ მიზიდავს მითუმეტეს თქვენნაირ უსუსურ ქალბატონებთან....

რაც შეეხება ამაზე მეტი სწორი და ამაზე მეტი საინტერესოც დავწერე სხვა თემებში,მაგრამ ეჭვიც არ მეპარება იქ ვერ გაიგებდი ვერაფერს ..
ერთი ეგაც მაინტერესებს სად ეწერა (წაიკითხე) რომ ინოვატურად მოაზროვნე ხალხი მეგობრობას და სიყვარულს არ ან ვერ აფასებსო?!..

პ.ს და რატომ გგონია ქლბტ ლია რომ შენი ატანა მიძნელდება (შენ უნდა გაგიძნელდეს კი ჩემი) შენ ჩემთვის ერთი სმაილების იმედზე დარჩენილი ქალბატონი ხარ...არ გთვლი მე შენ მოწინააღმდეგედ და გაიგე ეს..ერთს გეტყვი კი,ნამდვილად არ მსიამოვნებს შენნაირი ადამიანის თითის გაშვერის ობიექტი რომ ვარ..
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts373
კარმა14
OFFLINEPROFILE
skara_bäus wrote:
ციტატა:
ჯიმის გარდა სხვაგანაც მოგიკითხე ქლბტ ლია იგივე წერილით..(მოიძებნე და იპოვი)მოპარვები არ მიზიდავს მითუმეტეს თქვენნაირ უსუსურ ქალბატონებთან....

რაც შეეხება ამაზე მეტი სწორი და ამაზე მეტი საინტერესოც დავწერე სხვა თემებში,მაგრამ ეჭვიც არ მეპარება იქ ვერ გაიგებდი ვერაფერს ..
ერთი ეგაც მაინტერესებს სად ეწერა (წაიკითხე) რომ ინოვატურად მოაზროვნე ხალხი მეგობრობას და სიყვარულს არ ან ვერ აფასებსო?!..

პ.ს და რატომ გგონია ქლბტ ლია რომ შენი ატანა მიძნელდება (შენ უნდა გაგიძნელდეს კი ჩემი) შენ ჩემთვის ერთი სმაილების იმედზე დარჩენილი ქალბატონი ხარ...არ გთვლი მე შენ მოწინააღმდეგედ და გაიგე ეს..ერთს გეტყვი კი,ნამდვილად არ მსიამოვნებს შენნაირი ადამიანის თითის გაშვერის ობიექტი რომ ვარ..[/quote :side:

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined28 Mar 2008
Posts2
კარმა0
OFFLINEPROFILE
ნამდვილად ვიცი მეგობრების ფასი და ვამაყობ ჩემი მეგობრებით,ვგიჯდები მათზე და მათ გარეშე არ შემიძლია ცხოვრება...

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined28 Mar 2008
Posts3
კარმა0
OFFLINEPROFILE
სულ რატო ჩხუბობთ რა ვერ გაგიყვიათ? ვერ ვხვდები
სადა სმაილიკები >??????????ვერ ვიპოვე :))))))

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Nov 2007
Posts2589
კარმა103
OFFLINEPROFILE
თუ ვინმეს უერთგულესი და უსაყვარლესი მეგობარი უნდა რომ ჰყავდეს, ისეთ მეგობრებს ვუსურვებ, როგორიც მე მყავს! ღმერთს დიდი მადლობა , რომ ასეთი უძვირფასესი მეგობრები მარგუნა! ღმერთს ვსთხოვ ჯანმრთელად და ბედნიერად მიმყოფოს!

როცა მეგობარს უჭირავს ხელი,
როს ებრძვი ტკივილს,
როცა ისიც გრძნობს შენს სატკივარს,
გყავს,როგორც მხსნელი...
როცა შეჰყურებ აცრემლებულ თვალებში
გრძნობით,
და ეს ცრემლები აღსავსეა ულევი
ნდობით!
გულში ჩაგიკრავს,მაშინაც კი ყველას
რომ სძუხარ
და გაგრძNობინებს ,რომ იმისთვის
სამყარო შენ ხარ,
როცა ფეთქებადს აგიტანს
და მალამოდ გაქცევს,
შენთვის ილოცებს თუ კი ოდეს
ეშმაკი გაცდენს...
მეგობარია ის მადლი და ის სიძლიერე,
სულ შენს კვალდაკვალ მყარ კედლებს რომ
გიგებს სავალად,
მხოლოდ მეგობარს,მის თვალებს და მის გულს მიენდე,
თუ ეშმა მოგდევს გულში გიხმობს ის დასამალად!
როცა მიხვდები,რომ მარტო ხართ
შენ და სამყარო,
რომ შენ გაკლია უფრო მაღლა საფრენად ფრთები,
როს სიმარტოვემ და ტკივილმა თვისით დაგღალოს
და თუ ცხოვრების შხამებსა სვამ და იმით თვრები_
გახსოვდეს მარად მეგობარი
და მისი ფასი,
ის არასოდეს მიგატოვებს
მარტოდ დარჩენილს,
მას ხომ გული აქვს მართალი
და მეტად ლამაზი
და არ შეგაქცევს ზურგს
ცხოვრებით ფეხქვეშ გათელილს!

( რა ვიცი აბა?! შეიძლება დახვეწილი და გასაგიჟებელი არ იყოს,რაღაცით ვეცადე მეგობრებისთვის გადმომეცა ჩემი სიყვარული,მაგრამ თურმე სიტყვები არ არის საკმარისი საამისოდ! ძალიან ,ძალიან მიყვარხართ ჩემო სიხარულებოოოოო, გეხუტუნეთ თქვენნნნნნნნ!!!!!!!!!!!!!!!!!)
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts873
კარმა79
OFFLINEPROFILE
მენატრება ჩემი მეგობრებიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Jul 2007
Posts850
კარმა51
OFFLINEPROFILE
,,ნამდვილი მეგობარი ის არის ვისაც შენი ხელი უჭირავს და გრძნობს შენს გულისცემას\"

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Dec 2007
Posts451
კარმა87
OFFLINEPROFILE
ჩემდა სამარცხვინოდ, სიტყვები ზუსტად არ მახსოვს, არ მინდა შემეშალოს.
ბარძიმაშვილი მღეროდა, მეგობრობის სიყვარულზე.
ყველა მეგობარს უძღვნი, ამ ლამაზ სიმღერას.

მეეეე, სიცოცხლე, დამიჯერეთ მისთვის მინდააა......

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
შენ გეხსომება,
მტვრიან დახლებზე რომ ვსვამდით ღვინოს,
შენ გეხსომება,
გახსოვს კიდეც, მტვრიან დახლებზე...
წყალწყალა ღვინოს...
და ცხოვრებას, როგორც ნაფხრეწებს,
რომ ვიხსენებდით...
რამდენი რამე ჩაესვენა, გადაესვენა
და წავიდა სვენებ-სვენებით...
შენ გეხსომება,
რომ ვიხდიდით ე. წ. დაბადების დღეს
ძეხვით და პურით...
შენ გეხსომება,
რომ დავთვერით და დავიკარგეთ და
გვეძებდნენ და გვპოულობდნენ...
აქ, ამ ქალაქში...
შენ გეხსომება...
თუმცა კი ვიცი, რა გეხსომება?
შენ ხომ თვითონ ხარ მტვრიანი დახლი,
რომელსაც ქარი ნათურებს ახლის,
მე კი ქელეხის ნათურასავით,
ისევ ვანათებ შუქის სავსავით...
ასე მგონია, ჩვენ იმ დახლებზე
დაგვრჩა ცხოვრება,
ქარი დაჰბერავს
და გადაყრის როგორც გაზეთებს,
დაგვინახავენ,
დაგვიხსომებენ რაღაცნაირებს, ისეთ-ასეთებს...
შენ დამიჯერებ,
მე თუ გეტყვი, ჩემი ნაღვლიდან
ვხედავ ყველაფერს,
რასაც ქარი თავში მახლიდა,
და რასაც მახლის...
შენ გეხსომება,
დავწერე ლექსი ყრუ მაიმუნზე,
შენ გეხსომება,
დავწერე ლექსი ლიანდაგებზე
შენ გეხსომება,
როგორ ვსვამდით წყალწყალა ღვინოს
და ვიხსენებდით
ამ ცხოვრებას, როგორც ნაფხრეწებს...
გახსოვს, დავწერე ასეთი ლექსი:
„ჩამოცურდება ქვაფენილზე ჩრდილი იოლად,
ვარაზისხევში საღამო დგება,
ჩემი შეშლილი სიყვარული აქ დადიოდა,
და აქ ახლიდა ფილაქანს კეფას“.
გახსოვს „კარლიკა“, ზელიმხანი, თვითონ
„ყაზბეგი“?
ქალაქის მაგრად დასიცხული ქვაფენილები,
ამოვდიოდით ელბაქიძიდან
და ვირხეოდით
სარეცხივით მოაჯირზე გაფენილები...
როგორ წავიდა,
ის, რაც იყო, როგორ წავიდა!
როგორ გაგვფანტეს ქარიშხლებმა
და გადაგვხვეწეს!
დღეს აღარა ვსვამთ წყალწყალა ღვინოს
მტვრიან დახლებზე,
აღარ ვიხსენებთ ამ ცხოვრებას,
როგორც ნაფხრეწებს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Feb 2008
Posts1037
კარმა85
OFFLINEPROFILE
კარგი ამხანაგი ადვილად არ იშოვების, გზაზე ცუდათ არ იპოვების, იაფად ვერავინ იყიდის.
ამხანაგი ციხე წყლიანია, ზღუდე მაღალია, სიმაგრე დაურღვეველია.
ამხანაგი ლხინი ფრიადია, სიხარულით გამამდიდრებელია, სუფრათა შემამკობელია.
ამხანაგი გულთა ნათელია, თვალთა ჩინია, მკლავთა ძალია და ზურგთა მომბელია.
ამხანაგი მტერტათვის მაზიანებელია, მოყვასისათვის საიმედოვნეა, უცხოს თანა გამოსაჩენია და მეცნიერსა თანა მოსამსახურეა.
ამახანაგი მარტოსათვის ხმის გამცემია, ჯართათვის მარგებელია და ცოტა კაცთა შემაქებელია.
ამხანაგი ჭირში მომხმარია, სნეულებაში მკურნალია, სიკვდილში თავის წამგებია.
ამხანაგის უკეთესსა შინა რას იშოვნი?
ამხანაგში თუ არ სიყვარული,საქიშპარი არ არის რა.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 40 posts ] 
დესპანი