შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
თქვენი აზრით ერევა თუ არა ჩვენი რელიგია სახელმწიფო საქმიანობაში?
დღევანდელ დღეს ვთვლი რომ არ ერევა,რასაც ითვალისწინებს კიდეც კონკორდატი,გარდა ისეთი შემთხვევებისა როდესაც საფრთხე ექმნება სახელმწიფოებრიობას ან ისეთ პროცესებს,რომელიც ძალიან ცუდად აისახება ქვეყანაზე, მის შემდგომ განვითარებასა და თვით რელიგიაზე.თუმცა ჩარევა აქ ცოტა გადაჭარბებულია,უფრო ზუსტი იქნება თუ ვიხმართ მოწოდებეს და თავიანთი პოზიციის დაფიქსირებას.
რაც შეხება ისტორიულად,საქრთველოს მეფეები(ბაგრატიონები) ითვლებოდნენ ბიბლიური დავითის შთამომავლებად და შესაბამისად გარდა საერო ცხოვრებისა და მოღვაწეობისა, ითავსებდნენ ერის სულიერი წინამძღოლისა და რელიგისს დამცველის ფუნქციებს. ეს ძალიან კარგად ჩანს მათ გერბსა და ღვთიურ მისიაში, როდესაც ბეჭედსა თუ ფულზე აწერდნენ, მეფე .... მესიის მახვილი, თუმცა იმ პერიოდისათვისაც არსებობდა მუდმივი ფარული დაპირისპირება მეფეებსა და უმაღლეს სასულიერო პირებს შორის. რაც უფრო ძლიერი იყო მეფე, მით უფრო შესუსტებული ქონდათ უფლებები კათალიკოს პატრიარქებს და პირიქით. თუ ვახტანგ გორგლასლის დროს მეფემ შეძლო დაესაჯა პატრიარქი სილის გაწვნისათვის და დავით აღმაშენებელმა გაატარა საეკლესიო რეფორმა რუის ურბნისის კრების სახით , ლაშა გიორგის პატრიარქმა ნება არ მისცა მოეყვანა ცოლად მდაბიო წარმოშობის ქალი და უფრო მეტიც, აიძულა მას მონაზვნად აღკვეცილიყო. მაგრამ მიუხედავად ასეთი ფარული დაპირისპირებისა,როგორც კი საფრთხე ექმნებოდა სამეფოს ან რელიგიას,მეფეც და სამღვდელოებაც ყოველგვარი შეთანხმების და კონკორდატის გარეშე იდგნენ ერთად და ხშირ შემთხვევაში ციცოცხლესაც კი სწირავდნენ, სულ ორი მაგალითიც კმარა დემეტრე თავდადებული და მღვდელი თევდორე. იმედი მაქვს რომ მსგავს სიტუაციებში ახლაც ასევე იქნება და ეს იმედი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა