↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1780 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
chiko20 wrote:
ციტატა:
მახუნია სკაიპი ჩართე რაღაც უნდა გითხრა =ko= =ko=
კიდეც ჩავრთე და კიდეც გამოვრთე.
=dk= =dk= =dk= =dk= =dk= =dk=
=fiqri= =fiqri= =fiqri= =fiqri=
=lol= =lol= =lol= =lol= =lol=
=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Mar 2009
Posts475
კარმა0
OFFLINEPROFILE
darcmunebuli var fereidanshi am dges agnishnaven,saxlebze uceriat ,,deda enis damvickebels damtirebeli ara kavdes"-ooo Image

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მერიკუნა კარმა და მპუა შენ=ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Mar 2009
Posts475
კარმა0
OFFLINEPROFILE
cici mpuuuaaa=ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ქართული დედა ენის დღეს გილოცავთ
ჩემო ფერეიდნელო ქართველებო.სწორედ
თქვენ დაიმსახურეთ მოლოცვაც და დიდი მადლობაც
ქართველებისგან.თქვენ შეუნარჩუნეთ თქვენს შვილებს
თქვენთვის საყვარელი,მშობლიური ენა-ქართული.

« ჩვენი ენა – ჩვენი ვინაობაა... »
კვირის პალიტრა. 15 (580) 10-16 აპრილი, 2006.
«ბედნიერი ვარ, რომ ქართველი ვარ!» – დააწერეს კედლის კალენდარზე ფერეიდნელმა ქართველებმა. ლამაზი ფრაზის გულისთვის არავის არაფერი უთქვამს, ეს მათი გულწრფელი განცდაა, რომელიც სამას წელზე მეტია უდიდეს სიწმინდესავით გადაეცემა თაობიდან თაობას...
«ჩვენი ენა – ჩვენი ვინაობაა...», – ესეც მათ კალენდარზე წერია. მშობლიური მიწისგან ძალით მოგლეჯილი ქართველები უსათუთესად ეპყრობოდნენ თავის ვინაობას. მიუხედავად იმისა, რომ შორეულ წარსულში ტყვეების სულიერ და ფიზიკურ გადარჩენაზე არავინ იწუხებდა თავს, ისინი მაინც გადარჩნენ და გადაირჩინეს თავისი ვინაობა – დედის ენა, როგორც ისინი დედაენას უწოდებენ.
ნუთუ დედის სხეულიდან ხმლითა და მახვილით მოგლეჯაა საჭირო, რომ ჩვენც დავინახოთ და ვიგრძნოთ: როცა უცხოური კალკით ვლაპარაკობთ, საკუთარ ვინაობას შეურაცხვყობთ; როცა ქართული აღარ ვიცით (და ეს ნამდვილად ასეა, გამართული ქართულით იშვიათად თუ მეტყველებს ვინმე!), ჩვენს თავს ვეღარ ვცნობთ.
ეს ყველაფერი იქნებ მაშინ დაიწყო, როცა ჯერ სადავეში ჩაჟანგებულ სატევარს შევეგუეთ, მერე ძვალსა და რბილში გამჯდარ სიზარმაცეს მივნებდით... დინებამ სად გაგვრიყა, არავინ უწყის.
ფერეიდანში გადასახლებულმა ქართველებმა კი ჯერ ხომ იარაღით ბრძოლით იჯერეს გული, მერე ახალ ომში «წავიდნენ», დედის ენის გადასარჩენად...
წერა-კითხვაზე თუ ხელი არ მიუწვდებოდათ, ზეპირსიტყვიერება ხომ ახსოვდათ. ღამით პაპის ზღაპრით იძინებდნენ, ყოველ ცისმარე დილით დედის ლოცვით... შინიდან გადიოდნენ და – ღმერთს ებარებოდეო! – დააწევდათ მშობელი. ასე «ღმერთს მიბარებულებმა» იარეს კიდეც და მეოცე საუკუნეს მოაღწიეს.
- ჩვენ არ ვიცოდით, რომ ქართულსა დაწერილობა ჰქონდა, ამიტომ გული სწყდებოდათ ჩვენს უფროსებს, - მიამბო ფერეიდნელმა ლექსო დარჩიაშვილმა, - სომხებს თავისი ანბანი აქვთ, სპარსელებს – თავისი, ჩვენ რად არა გვაქვსო, ამბობდნენ. გადაწყვიტეს და მოიფიქრეს ასოები... იმას სწერდნენ. მამაჩემი ხეზე კვეთდა კიდეც... მერე პირველად ჩამოვიდა ირანში საქართველოდან ბიძა ნოდარი (აღმოსავლეთმცოდნე ნოდარ კოჭლაშვილი). იმან უთხრა: ასოები როგორ არა გვაქვსო და ასწავლა... დედის ენას სწავლობდნენ, ხელიდან ხელში გადადიოდა ქართული ასოები, ხელით იწერდნენ «დედაენას»... – ბავშვობიდან ვიცოდი, რო მე სხვანაირი ვიყავი, შინ შემოვიდოდი, ქართულად ვლაპარაკობდი, გარეთ გავიდოდი – სპარსულად.
დავიწყე ანბანის წერა, «დედაენა» დავამთავრე. მამა მეტყოდა: დღეში ერთ ფურცელს თუ დაწერ, ბიძასთან წაგიყვან, აქ წაგიყვანო... მეც ვსწავლობდი, მიხაროდა. დედაჩემმა ხალიჩა მოქსოვა. ქართულად დააწერა: «ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია».
- როგორ ახერხებდნენ თქვენი მშობლები ასე კარგად ესწავლებინათ თქვენთვის ქართული ენა?
- წიგნები არ იყო, სკოლაში ქართული არ ისწავლებოდა. ეს მერე და მერე დაიწყო საკვირაო სკოლებში ქართულის სწავლება. ენას შინ გვასწავლიდნენ. მამა ამბობდა: გარეთ არ გაგიშვებთ, ჯერ დედის ენა უნდა ისწავლოთ, მერე გაგიშვებთო...
ვახტანგ სეფიაშვილს ფერეიდანში ყველაზე ხშირად იმას უამბობდნენ მშობლები, როგორ დაარიგა ღმერთმა მიწები, როგორ დარჩნენ ქართველები მიწის გარეშე და მერე როგორ მისცა თავისი კუთვნილი მიწა ქართველებს.
- ხომ არ გიჭირდათ ქართულის სწავლა? – ვეკითხები ვახტანგს.
- გვიჭირდა რა... დედის ენა იყო და ვიცოდი... მიყვარდა «ნაცარქექიას» და «ჩიტიჭრელას» მოსმენა.
ლექსო დარჩიაშვილი სამხატვრო აკადემიაში სწავლობს. როცა საშუალება მიეცა, ქართულ ანბანზე დაიწყო მუშაობა. ეს მისთვის ყველაზე სასიამოვნო შრომაა – ჩუქურთმაში ჩასვას, გაალამაზოს ანბანი.
ბავშვობაში სჯეროდათ, ცისარტყელაში თუ გაივლიდნენ, საქართველოში მოვიდოდნენ. «მართლაც ასე იყო, რომ მოვდიოდით, ბაქოში ჩამოვფრინდით. მართლაც ცისარტყელა დავინახეთ... თითქოს გავიარეთ შიგ და მოვედით საქართველოში», - ამბობენ გულწრფელად და დიდი სიყვარულით.
- ისინი ხელცარიელნი არ მოსულან. ჩამოიტანეს, შეიძლება ითქვას ყველაზე მნიშვნელოვანი – დედის ენის სამასწლიან ქარტეხილებში გამოვლილი ძარღვიანი ფრაზები, ქართული ენის სიყვარული, რომელიც ყოველ მათგანს და ყოველ ჩვენგანს ჩვენს მშობლიურ ენასთან გვაიგივებს.
14 აპრილი ქართული ენის დღეა, იმათი დღე, ვინც კარგად იცის, რომ ენის გადასარჩენად ბრძოლაა საჭირო, ვისაც არ ეზარება ამ ბრძოლაში ჩაბმა, ვინც ამ ბრძოლაში გამარჯვებული გამოდის და ამაყად ამბობს: «ჩვენი ენა – ჩვენი ვინაობაა!»

ლელა ჯიყაშვილი www.fereidani.ge ქვეთავი 10

აქვე მინდა შეგახსენოთ პოეტ ირაკლი აბაშიძის ლექსი

ხმა კატამონთან

ო, ენავ ჩემო,
დედაო ენავ,
შენ ჩვენო ნიჭო,
სრბოლავ და ფრენავ,
შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო,
შენ, ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო,
შენ, კირო ჩვენთა ქვათა და კირთა,
შენ ერთი შემრჩი სამარის პირთან.
ნათესავს ათასს
მეგობარს ათასს,
მრუდსა და მართალს,
მტერთა და ძმათა
დავშორდი,
მორჩა,
ყველა მოთავდა,
მშვიდობა ვუთხარ ყველა მოკვდავთა,
მხოლოდ შენ უკვდავს,
მხოლოდ შენ მარადს,
შენ - ერთს,
შენ ვერ გთმობ
სამარის კარად.
თუ რამ მზე მწამდა,
თუ რამ მზე მწვავდა,
უტკბილეს დღეთა
უტკბილეს წამთა,
უტკბესი შენ ხარ, ენას დედაო,
შენ, მწარე ლხინო,
ტკბილო სევდაო,
შენ, ყოველის მთქმელო,
ყოველის არ მთქმელო,
შენ, გმირთა გმირო,
ბრძენო ქართველო,
წარსული ძეგლო, წინ გამხედავო.
ქვესკნელში მძრომო,
ცაში მჭვრეტელო.
ხან - ფუნჯო ჩემო, ხან – საჭრეთელო,
შენ, აკვნის ჰიმნო,
ცრემლო სამარის…
იბერის ენავ,
ენავ თამარის…
შენ, ნიჭო ჩემო,
სრბოლავ და ფრენავ,
დედაო ენავ, დედაო ენავ!
დაეცეს, იქნებ სიმაგრე ყველა,
მოისრას, იქნებ, ყველა ყმა ველად,
დაედოს მტვერი ყველა დიდ ხსოვნას,
დააკვდეს აზრი ნაპოვნის პოვნას.
ყოველ ნერგს, იქნებ, დაატყდეს მეხი,
ყოველ ძეგლს, იქნებ, დაედგას ფეხი,
მხოლოდ შენ უჭკნობს,
შენ ხატად ქცეულს,
რა დრო, რა დასცემს
შენს უკვდავ სხეულს?
ო, ენავ ჩემო,
დედაო ენავ,
შენ, ჩემო ნიჭო,
სრბოლავ და ფრენავ,
შენ, ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო,
შენ, ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო,
შენ, კირო ჩვენთა ქვათა და კირთა,
შენ ერთს,
შენ ვერ გთმობ
სამარის პირთან.

ირაკლი აბაშიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
მოგესალმებით!
დღეს საიდ მულიანისაგან მივიღე ასეთი მესიჯი: "აი ია, აი ია! გილოცავთ დედა ენის დღეს ფერეიდანიდან. საეიდ მულაინი".
მე მგონი კომენტარები ზედმეტია!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
მახოს კი დანაპირები მინდა შევუსრულო! (რადგან მისი დაბადების დღე არ ვიცი, ამიტომ ახლა ვულოცავ და ადრე ფერეიდანიდან საეიდ ასპანანისაგან გამოგზავნილ ვარდების თაიგულს ვუძღვნი!

Image

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
შენ გაიხარე ჩემო გუგუა,მართლა ხმამაღლა
ვტირივარ,რა ცოტა ყოფნის ადამიანს სასიხარულოდ.
მიხარია რომ შენნაირი ძმა მყავს,მიხარია რომ
ქართველი ხარ და მე რომელსაც არაფრად მიმაჩნია ჩემი თავი,შენნაირ ვაჟკაცს ვახსოვარ.
უღრმესი მადლობა ასეთი ლამაზი თაიგულისათვის.
გეფერები უსასრულოდ,შენი ძამია ქურდი მახო
26/10 აწი გეცოდინება ზუსტი თარიღი ძვირფასო.
=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Jun 2008
Posts1079
კარმა0
OFFLINEPROFILE
მაგაშიც როგორ მე დამემსგავსე , ყველაფერზე ტირილი გაგონილა კაცოო =fiqri= =fiqri= =fiqri= =dk= =dk= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
გუგუა ბოდიშს ვიხდი აქ რომ ვწერ ამ პოსტს.....ოდაში ვეღარ ვწერ....რა ვქნა????

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
1aiko wrote:
ციტატა:
გუგუა ბოდიშს ვიხდი აქ რომ ვწერ ამ პოსტს.....ოდაში ვეღარ ვწერ....რა ვქნა????
აიკო რომელ პოსტზე იხდი ბოდიშს,სადაა პოსტი
=lol= =lol= =lol= =lol= =lol= =lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
მახო, მართალია ძმები ვართ, მაგრამ ამ სიტყვების გამო ერთი მაგრად ძმურად შეგაგინებდი "მე რომელსაც არაფრად მიმაჩნია ჩემი თავი" ეს რამ გაფიქრებინა ადამიანო? "მისტერ მაკ-კინლის გაქცევა" არ გახსოვს? (დონატას ბანიონასი თამაშობს) მაგ ფილმში ვისოცკის სიმღერაა (ტი ვსემ ნუჯენ დრუგ: და მერე ჩამოთვლილია სადაც ტი ნუჯენ!) ასე რომ ასეთი რამ აღარ იფიქრო, კარგი? (ახლა ამერიკულად - ოკ?) :)

1aiko wrote: "ვერაფერი გავიგე შენი კვნესამე..." :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჩემო გუგუა,კიდევ ერთხელ დიდი
მადლობა და კიდევ ერთხელ ჩახუტუნება
მახოსგან.=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ფერეიდნელებო გილოცავთ დადაენის დღეს=ko= =ko= =ko=

საეიდ მულაინის კი დიდი მადლობა მოლოცვისათვის
იხაროს და იბედნიეროს ოჯახით
პატივისცემით ციცი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გამარჯჰობათ დესპანის ფერეიდნელო ქართველებო და გუგუავ!!!

=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1780 posts ] 
დესპანი