↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
დესპანის პოეტები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1079 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
სულიერი საჩუქარი ქალბატონ მანას 1 აიკოსაგან.

.........................................

არ დავბერდები წინ დამიყენეთ ასულნი ნაზნი,
არ დავბერდები გამომიყვანეთ ყმანი ათასნი,
არ დავბერდები სანამა მაქვს სიცოცხლის რწმენა,
არ დავბერდები სანამ მესმის ველურთა ღრენა,
არ დავბერდები სანამ მიყვარს მზის სხივთა ცქერა
არ დავბერდები სანამ არაგვში მიყვარს სრიალი,
წვრილთა ვარსკვლავთა თვალთვალი და ღამის ციალი,
არ დავბერდები რადგან ჭიდილის ხვადი მწადია,
არ დავბერდები და ვერ მნახავ ალბათ დარდიანს,
არ დავბერდები მიწას სიოდ მოვეფინები,
და საბოლოოდ ანგელოზად მოგევლინებით.

უუუუუუუუღრმესი პატივისცემითა და სიყვარულით.... 1აიკო

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined11 Jan 2008
Posts23
კარმა50
OFFLINEPROFILE
ისევ სიჩუმესთან დავრჩი მარტოდმარტო.
ისევ სიცივე მკლავს, გველი შხამიანი.
ვზივარ ჩემს ღუმელთან, ისიც გაყინულა,
ფიქრი არ მასვენებს, ფიქრი დარდიანი.
რეკავს ტელეფონი, არვის არ ველოდი,
ნეტავ ვინ იქნება? ვირაც მადლიანი.
ხელი ინსტიქტურად მიდის ყურმილისკენ,
-ალოო, ზურას თხოვეთ? ხმაა ნაღვლიანი.
დიდხანს ვისაუბრე უცნობ გოგონასთან
თითქოს ყოფილიყოს ვინმე ჩემებური.
როგორ არ მინდოდა მასთან განშორება,
და კვლავ მარტოობა გრძნობა წამებული.
შემდეგ ყოველი დღე მიდის ახლებურად,
თითქოს სიცივესაც გული ვეღარაგრძნობს,
ყოველ საღამოთი რეკავს ტელეფონი
და ჩემს მარტოობას ვიღაც უთანაგრძნობს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined15 Apr 2009
Posts11
კარმა0
OFFLINEPROFILE
TsudoooO wrote:
ციტატა:
უკვე რახანია, აღარ მოვიწერე,
ვცდილობ დაგიამო გულის მისადგომთან,
მამი, ეს აპრილი რომ ვერ მოვინელე,
ახლა ყველა ტკივილს ერთად გიამბობ და
ამ ჩემს უსიტყვობას დაღლას დავაბრალებ,
ხედავ? გაზაფხულმა ფრთები დამიკეცა,
ყველა მოგონებას სულით დავატარებ,
ჩუმი მონატრებით ცრემლიც დამიბერდა.
სიზმრებს ველოდები, ურჩი იმედებით,
მტკივა, უღმერთოდ რომ ძილიც დამიობლდა,
ერთდროს სიამაყეს ჩემსას იფერებდი,
ახლა ოცნებებიც თითქოს ჩამიობდა.
მამი შევიძულე შენით მე-აპრილი,
ისე უსისხლოა, ისე ცოდვიანი,
თურმე არ ყოფილა, ჩანდა მეამიტი,
როგორ მოგვატყუა სულით გოლიათნი... :(

ვინაა მაგარი ხალხო? ეს პლაგიატი? გგონიათ ამის დაწერილია ეს ლექსები რაც აქ დევს? აი ეს ლექსი პირადად ჩემია, იხილეთ ლინკი >> http://urakparaki.ge/?m=4&ID=12394 სხვა ლეკსების უმრავლესობა კიდევ ამავე საიტის ავტორების, მაგალითად ნახეთ ,,რეჟისორის" ნიკი და წაიკითხეთ. თუ ასე მოგწონთ ურაკპარაკელების ლექსები მივიღებთ თქვენს დახმარებას წიგნის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით ;) მანამდე კიდევ თვალები მინდა აგეხილოთ, ამ პლაგიატს მეტისმეტი ქებით ფრთები არ გაეზარდოს...

www.urakparaki.ge აი მისი ლექსების ამოუწურავი წყარო...

ტსუდო კი არა, შენი სახელი ხომ იცი რაცაა? ;)

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined15 Apr 2009
Posts11
კარმა0
OFFLINEPROFILE
პ.ს. თან გადაკეთებული ვარიაციებით გაწვდით არ დაივიწყოთ, იმის ღირსადაც არ ჩაგთვალათ ორიგინალი წაგეკითXათ :D ბოჟემოი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
გამარჯობა ხეტიალა. აქ მართლია საკუთარ ლექსებს წერენ . და ვინც ვკითხულობთ ვაფასებთ კიდეც. გასაგებია, რომ წერ ,რომ მისი არარა ,მაგრამ არც შენი პირველი ,შემოსვლაა სასიამოვნო ასეთი ჩანაწერით. შეგეძლო უფრო რბილად ან თუ გინდა ცინიკურად, დაგეწერა ვიდრე ასე აგრესიულად .
ეხლა რა გინდა ?თავზე დავესხათ ?თუ მადლობა, გითხრათ თვალების "ახელვისთვის."

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined15 Apr 2009
Posts11
კარმა0
OFFLINEPROFILE
TsudoooO wrote:
ციტატა:
მოდი მისმინე,თუ კი ქალი ხარ
თორემ ვიყვირებ,,
გულზე დამაწვა ეს სამყარო
შენი ღალატით,
გამომიჭირე, იმ ზღაპარში
სადაც მივიწევ
გამომაჭენე,
დამიძახე,
ანდაც… გამარტყი,

გამომაფხიზლე,დაძინებულს
სიმზრებს მიშლიან,
ჯერარგანცდილი დღეები კი
წლებზე დავთვალე,
ზეცით გეფერო,ამდენ ლოცვას
დიდი წვლილი აქვს,
ჩამომიყვანე,
დამიძახე,
ანდაც დამქაჩე.

გასარეცხია გაიხადე
შენი სინსიდი,
(და გარიჟრაჟიც გაკიდულა
ღამის ჩვენებად)
გამორჩენაა ეხლა სუნთქვა,
როცა არ მიღირს,
თავშიც "დომხალი"
ფიქრები დევს,
ფენებ-ფენებად.

გამომაყოლე წარსულიდან
ჩემი ბავშვობა,
თორემ ცხოვრების უმარილო
წლებზე დავხამდი,
სახელდახელო განწყობა მაქვს
სანამ არ მტკივა…
ამომიხვედი კუკვე ყელში
წადი,
ნახვამდის.

არ შემიმჩნიო, თუ კი ქალი ხარ,
შენზე არ ვნანობ,
დაჭმულ ტუჩებს კი, გაციებულ
მზერას მივატან,
ქარის ლაქლაქში,გეფიცები,
ვეღარც გისმენდი,
ეხლა წავედი,ჩემთვის უკვე..
არავინახარ.

(სულ ცხელ ცხელია,ჯერ კიდევ ორთქლი ასდის)=zer=

ცხელ-ცხელი თორემ შენ იშრომე ამის დაწერაზე, ეს ლექსი ჩემი მეგობრის ირმა სანიკიძისაა, იგივე ანემონესი, ლიტსაიტზე, იმ განსხვავებით რომ ქალის მაგივრად ის კაცს უწერდა , შეგიცვლია მაგრამ მაინც ქალურხიბლიანი ლექსია... მეცოდები ნაღდად, მთელი გულით, საცოდაობაა რასაც აკეთებ, ჯობს უნიჭო იყო ვიდრე ასე გაისასაცილოვო თავი ;)

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined15 Apr 2009
Posts11
კარმა0
OFFLINEPROFILE
მე ამ ადამიანს ბოდიშის მოხდა ვთხოვე იმ საიტზე და არც კი იკადრა, ტოისწ კაცობა არ ეყო, ჰოდა ამ ტონს იმსახურებს და მოდი ნუ დამიწყებთ ჭკუის სწავლებას, მით უფრო მაგან ისეთი ტკივილიანი ლექსი მოიპარა , რომელიც ძალიან ჩემი სულის ნაწილია, დავიჯერო მაგას გარდაცვ;ლილი ყავს მამა? :) მოდი ყველამ თქვენს თავეს მოუარეთ რა, ყველა იმას იღებს რასაც იმსახურებს... სხვა რამე მაინც წამოეღო...

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined15 Apr 2009
Posts11
კარმა0
OFFLINEPROFILE
კი კი მიდი გამოუშვას, ოღონდ საავტორო უფლელებიბსთვის ბევრ ადამიანთან მოუწევს ბრძოლა... ჰმ :D მეცინება რა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
გასაგებია შენი აღელვება:(
მაგრამ ცდები, მე ჯკუის საწავლებლად არაფერი
დამიწერია ,გავეცი პასუხი შენ ჩანაწერს , ისე როგორც იმსახურებდა .

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined15 Apr 2009
Posts11
კარმა0
OFFLINEPROFILE
კაი შეგიძლიათ თვალი დახუჭოთ და ხელები დაიბანოთ, ხვაკლ ჩვენს საიტზე თქვენს ლექსებს მოიტანს და თავისად გაასაღებს, ჩვენც ტაშს დავუკრავთ და შეიძლებ ურაკპარაკის წიგნშიც კი გამოვუქვეყნოთ... სასიამოვნო იქნება ალბათ, წიგნში რომ მოკრავთ თვქენს ნაწერებს თვალს სხვისი ავტორობით... დაფიქრდით ცოტა ;) სანამ თქვენი ჭკუით საკადრის პასუხებს მომწერდეთ რა :D თორე მეცინება თავის დადებილებაზე

პ.ს. გაადათვალიერეთ აბა, იქნებ თქვენი ლექსებიც აღმოაჩინოთ მისი ავტორობით :D

http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1856

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
შენ ეხლა ისე ხარ აღელვებული არ იცი რას წერ
ამიტომ ,პასუხს არ გაგცემ. ისე დაიმსახურე აპლოდისმენტები . ბრავო=sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined15 Apr 2009
Posts11
კარმა0
OFFLINEPROFILE
არა ძვირფასო, სულაც არ ვარ აღელვებული, უბრალოდ რეალისტი ვარ ;) და არც წყალს ვიგუბებ ხოლმე პირში. ჩემს უფლებებს ყოველთვის ვიცავ და თავს არ ვისულელებ :) აი ასე ახლა დაგტოვებთ და მოეფერეთ დიად ავტორს :D ეგ ხომ მომავალია ჩვენი პოეზიის :D

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
xetiala wrote:
ციტატა:
კი კი მიდი გამოუშვას, ოღონდ საავტორო უფლელებიბსთვის ბევრ ადამიანთან მოუწევს ბრძოლა... ჰმ :D მეცინება რა

მე ვიცოდი რომ მაგ საიტზეც დებდა ლექსებს..
არც დაუმალია..
შენც სამეფო გვირგვინი წაგართვა რა=lol= =lol=

მიგეწერა პირად ფოსტაში,აი მაშინ იქნებოდი
პატივსაცემი..
აქ რას ამტკიცებ?
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ხეტიალა ქართულ ლაპარაკში რუსული სიტყვების გამოყენება
ლამაზი არ არის და ლექსებს წერ? რაღაც მეეჭვება.
"თოისწ","ბოჟემოი"
=haa= =haa=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ხეტიალა აქ აგრესია აკრძალულია

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1079 posts ] 
დესპანის პოეტები
დესპანი