↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას. სპილოობა ცუდია.


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 85 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Sep 2008
Posts844
კარმა0
OFFLINEPROFILE
___________________________________________________________________

Seed Thoughts on Visualisation
By H. Saraydarian

Visualisation is a high sensitivity on the mental plane. It is the radar which catches the waves in space and records them upon the mirror of the mind.

There are two activities of visualisation the wave that goes, evocation, the wave that comes, invocation, bringing with it the impression of the object through creative imagination.

Visualisation is a bridge-building faculty, and a process of creating relationships. It is an interpreter, a transformer, and a power to bring blue-prints to realisation.

The creative imagination is not the same as visualisation. It is the second step towards ideation, objectification. Its duty is to adjust the received energies to need of environment, giving to them the needed colour, rhythm, form.

Visualisation connects the space-energy world with the mental plane. Creative imagination connects the mental with the emotional etheric-physical planes.

The imagination is not creative if there is no visualisation. Visualisation gives to it the creative faculty. Creativity is the result of the fusion of visualisation and imagination.

Sometimes an impression falls into the ocean of the intuition. It is just a condensed light but a source of unlimited ideas and plans. Visualisation is the process of grasping the nature of that impression, of fusing it and then using it as an energy for a new creation which will be able to carry down the message of the original impression.

In the higher forms of visualisation man works with his Soul ray. In creative imagination he works with his personality astral, mental, etheric rays, and translates the received impression through these rays.

Visualisation is conditioned by:
a. The point of tension reached upon the highest mental planes, which creates a deep occult
silence in which the impression is absorbed.
b. The released energies in the subjective world, which may be rays or avataric influences
which obey some cyclic law and work under a plan.
c. The purity of mechanism, which is a state in which there are no obstacles to the waves
of impression and their expression.

In building the antahkarana visualisation follows the same pattern. The mind reaches to its point of tension, to its point of crises, to its point of highest sensitivity. From the other side the Spiritual Triad radiates its impressions, its energies. Then there is the period of transmutation and transmission between these two poles.

In the higher processes of visualisation comes that period in which the highest mental plane, with the help of the soul, absorbs the highest impressions and energies, thus creating a point of contact. This point of contact itself is a window through which man sees the unlimited reality of higher possibilities, and his identity with the One. If this point of contact is continuous and clear we say that the antahkarana is built.

Visualisation is a process of substantiating of impressions, of energies. Impression can be considered as cause, visualisation as effect. Service results when impression, amplified by visualisation, radiates into the worlds of men, bringing there the energy of right relationship and the vision of the divine Plan.

Service utilises the power of visualisation. Visualisation sanctifies service. Impression gives right direction to service and is a source of energy to face any difficulty along the line of activity.

Visualisation is the act of creating the future. It is planning for the future, and the future is the world of energies and ideas which is waiting for realisation and materialisation.

Impression is a process of getting.
Visualisation is a process of becoming.
Service is a process of giving.

They are Spirit, Soul, Personality, and an initiate will be found standing as a focussed will in the centre of this triangle impression . . . visualisation . . . service.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
ხალხური მედიცინა ნაოჭების წინააღმდეგ

ს ა ფ უ ა რ ი ს ნ ი ღ ა ბ ი
საფუარი მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, აქვს მატონიზირებელი მოქმედება, აძლიერებს სისხლმომარაგებასა და ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, ასუფთავებს ფორებს. რეკომენდებულია ნორმალური, ცხიმინია, მშრალი, მოდუნებული კანისათვის.

საფუარს უმატებენ თბილ რძეს (ნორმალური კანისათვის), მცენარეულ ზეთს (მშრალი კანისათვის), 3%-იან პერეკისს ცხიმიანი კანისათვის. მასა უნდა იყოს არაჟნის კონსისტენციის. ისვამენ სახეზე და ნიღაბს იჩერებენ 20 წთ. შემდეგ კი იბანენ თბილი წყლით. მკურნალობის კურსი 20 ნიღაბია.

ლ ო ბ ი ო
ლობიო შესანიშნავი კოსმეტიკური საშუალებაა. ხარშავენ, სრესენ მარცვლებს, უმატებენ ლიმონის წვენსა და მცენარეულ ზეთს. ეს საშუალება კარგად კვებავს კანს, აჯანმრთელებს და ასწორებს ნაოჭებს.

ა ლ ო ე
ალოეს ფოთლებს ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში, უმატებენ 5 ნაწილ წყალს და 1 საათით აჩერებენ. შემდეგ წამოადუღებენ 2-3 წთ. წურავენ. იკეთებენ საფენებს ნაოჭების საწინააღმდეგოდ.

კ რ ა ზ ა ნ ა ს ზ ე თ ი
5 გრ კრაზანას ახლადმოკრეფილ ყვავილებს ასხამენ მზესუმზირის ზეთს, აჩერებენ 2 კვირა ცივ ადგილას და შემდეგ წურავენ. ეს საშუალება ეფექტურია მშრალი კანის ნაოჭების გაჩენის პროფილაქტიკისათვის.

ბ ა ნ ა ნ ი
მწიფე ბანანს სრესენ ჩანგლით, უმატებენ იმდენ კარტოფილის ფქვილს, რომ მიიღონ არაჟნის სისქის მასა. ქუთუთოებზე წასმამდე იფარავენ მკვებავი კრემით. ნიღაბის გაშრობის შემთხვევაში კვლავ ისვამენ ახალს. ზემოდან იფარავენ მარლით. ნიღაბს იჩერებენ 30-40 წთ. შემდეგ იშორებენ ბამბის ტამპონით. რეკომენდებულია მშრალი კანისათვის. მკურნალობის კურსი - 10 პროცედურაა.

ჩ ა ი ს ნ ა ყ ე ნ ი
ჩაის ცხელ ნაყენში ასველებენ ბამბას ან მარლას და იდებენ სახესა და ყელზე. ზემოდან ითბუნებენ პირსახოცით. თუ მშრალია კანი საფენს იჩერებენ 15-20 წთ. ნორმალური კანისთვის - 20-30 წთ. კურსი 15-20 პროცედურაა. იკეთებენ კვირაში 1-2-ჯერ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
ფსორიაზი

ფსორიაზით სხვადასხვა ასაკის ადამიანები ავადდებიან,მამაკაცები უფრო ხშირად,ვიდრე ქალები.ფსორიაზის გამომწვევი მიზეზი უცნობია,თუმცა ზოგი მეცნიერი მნიშვნელობას ანიჭებს ვირუსულ ინფექციას,მომატებულ მგრძნობელობას,
წინასწარგანწყობას.
გარკვეული მნიშვნელობა აქვს ნივთიერებათა ცვლის მოშლას და ცენტრალური ნერვული სისტემის მდგომარეობას.
სხეულის და კიდურების კანზე,თავის თმიან ნაწილებზე წარმოიქმნება სხვადასხვა ზომისა და მოყვანილობის ვარდისფერი გამონაყარი.მისი ზედაპირი აქერცლილია,რაც ძლიერდება მოფხეკის შედეგად.ხშირად ფსორიაზის გამონაყარი სიმეტრიულია ,განსაკუთრებით იდაყვისა და მუხლის არეში.სხვა შემთხვევაში ფსორიაზით ზიანდება სახსრები,ფრჩხილები და ძალიან იშვიათად ლორწოვანი გარსი.ფსორიაზი ხანგრძლივი,დუნედ მიმდინარე დაავადებაა.გამონაყარის რეციდივი ხშირია ნერვულ-ფსიქიკურ განცდების,გაციების,
ინფექციურ ან შინაგანი დაავადებების მოხდის შემდეგ.ფსორიაზით ნებისმიერი ფორმით დაავადებულნი საჭიროებენ ექიმ-დერმატოლოგთან მკურნალობას და დისპანსერულ მეთვალყურეობას.დერმატოლოგის მიერ რეკომენდებული ზოგადი და გარეგანი მკურნალობის გარდა,ავადმყოფს ესაჭიროება გოგირდწყალბადისა და როდინის ანაზანები,ზოგჯერ ტალახით მკურნალობა

ფსორიაზი გადამდები დაავადება არ რის, ნერვულ აშლილობასთან პირდაპირი კავშირი აქვს, ამ დროს მტვავდება და საერთოდ მის ეტიოლოგიას ბოლო დროს მთლიანად სტრესს უკავსშირებენ. მკურნალობა აუცილებელია სტეროიდებით და ჰიგიენის განსაკუთრებული დაცვა აუცილებელია. ბოლომდე განკურნება არ ხდება თუნცა კარგი მკურნალობის პირობებში რემისიის მიგტევა ადვილია ანუ აუცილებელია მიდმივი კონტროლი. ნუ შეგეშინდებათ, ეს არც ისე საშინელი დაავადებაა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2009
Posts896
კარმა0
OFFLINEPROFILE
ვახ,ვახ რა რჩევებია,გენაცვალეთ თქვენააააააააააააააააააააა=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
კლიმაქსი

ქალის კლიმაქტერული პერიოდი იწყება 45-50 წლის ასაკში. ზოგჯერ უფრო ადრეც. ამ პერიოდში თანდათან წყდება მენსტრუაცია, საშვილოსნოსა და საკვერცხეების ფუნქცია ისპობა. ეს პერიოდი ზოგჯერ 10 წლამდე გრძელდება.
კლიმაქსის პერიოდში ქალს უჩნდება მრავალი უსიამოვნო შეგრძნებები: თავის ტკივილი, ალები, გაღიზიანებადობა, უძილობა, სისხლის წნევის მომატება. ეს სიმპტომები ხსირად 1-2 წელში გაივლის. ქალი კვლავ ჯანმრთელად გრძნობს თავს.

კლიმაქსის დროს ქალი უნდა მოერიდოს გადაღლას, ზედმეტ საკვებს, უნდა აიკრძალოს ალკოჰოლის, ჩაის, ყავის გამოყენება.

კლიმაქსის მკურნალობა ხალხური მედიცინის რეცეპტებით

სისხლდენა კლიმაქსის პერიოდში

წ ი წ მ ა ტ უ რ ა
იღებენ 1 სუფრის კოვზ წიწმატურას, ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს, აჩერებენ 1 სთ, წურავენ და მთლიანად სვამენ. ამ ნაყენს ღებულობენ სამკურნალოდ სისხლდენის შეჩერებამდე.

ჭ ი ნ ჭ ა რ ი
ჭინჭრის ნახარშის, ნაყენის ან საკვების სახით მიღება შველის სისხლდენებს მთელ ორგანიზმში.

თ ა ვ შ ა ვ ა
* იღებენ 2 სუფრის კოვზ თავშავასა და ასხამენ თერმოსში 2 ჩაის ჭიქა მდუღარეს. ღებულობენ 3 მიღებაზე 20-30 წუთით ადრე ჭამამდე.

* 10 გ ბალახს ასხამენ 150 მლ 700-იან სპირტს. აჩერებენ 7-10 სთ. ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე. ღებულობენ 30-40 წვეთს ცოტა წყლით დღეში 3-4-ჯერ.
თავშავას ნაყენი მოქმედებს დამამშვიდებლად ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე კლიმაქსის პერიოდში.
თავშავას მიღება არ შეიძლება ორსულებისათვის.

ს ა ლ ბ ი
1-2 ს.კ. სალბს ასხამენ 2 ჩაის ჭიქა მდუღარეს. აჩერებენ. 1-2 სთ.
ხალხურ მედიცინაში სალბს იყენებენ უნაყოფობის, კლიმაქსური ჩივილების დროს.

მ ა ყ ვ ა ლ ი
მაყვლის კენკრა და მისი ჩაი კარგი დამამშვიდებელი საშუალებაა კლიმაქტერულ პერიოდში ნერვული მოშლილობის დროს.

კ უ ნ ე ლ ი (წ ი თ ე ლ ი)
* 3 სუფრის კოვზ კუნელის ყვავილს ასხამენ 3 ჭიქა (200 მლ) მდუღარე წყალს. 1 საათის შემდეგ წურავენ.
მიღება: 1 ჭიქა ნაყენი დღეში 3-ჯერ გულის დაავადებების, თავბრუხვევების, სულის ხუთვის, კლიმაქსური ჩივილების დროს.

* კუნელის ნაყოფსა და ყვავილს იღებენ თანაბარი რაოდენობით. ურევენ კარგად. 3 სუფრის კოვზ ნარევს ასხამენ 3 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს. აჩერებენ 2 სთ ბნელ ადგილზე და წურავენ.
მიღება: 1 ჭიქა დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე ან ჭამიდან 1 საათის შემდეგ.
ამ ნაყენის მიღება შეიძლება გამოჯანმრთელებამდე.

ვ ა ლ ე რ ი ა ნ ი
5 გრ ვალერიანის ძირებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, აჩერებენ 2 სთ. წურავენ. ღებულობენ ნახევარ ჩაის ჭიქას. დილასა და საღამოს ძილის წინ. ეს საშუალება ხსნის სისხლის მოწოლას თავში კლიმაქტერულ პერიოდში.

მკურნალობა ლიმონით და კვერცხის ნაჭუჭით
10 ც ლიმონს ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში კანიანად და ურევენ 5 კვერცხის თეთრ ნაჭუჭს (დაფქვილი). აჩერებენ 7-10 დღე. წურავენ, ღებულობენ 2 სუფრის კოვზს დღეში 3-ჯერ კლიმაქტერულ პერიოდში მთელი თვის განმავლობაში

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE

მწვანე ჩაი პროსტატის კიბოს წინააღმდეგ

ყოველდღიურად ხუთი ან მეტი ფინჯანი მწვანე ჩაის მოხმარება ეწინააღმდეგება პროსტატის კიბოს გავრცელებული ფორმის განვითარებას. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ იაპონელი მეცნიერები მთავრობის მიერ დაფინანსებური მასშტაბური კვლევების ჩატარების შედეგად, იუწყება American Journal of Epidemiology.
ტოკიოს კიბოს ნაციონალური ინსტიტუტის მკვლევარებმა გააანალიზეს 40-დან 69 წლამდე ასაკის 50 000 მამაკაცის გამოკითხვის შედეგები. კვლევის დასაწყისისთვის ყველა მონაწილე იყო ჯანმრთელი. მათზე დაკვირვება მიმდინარეობდა 11-14 წელი. ამ პერიოდში 404 მამაკაცს დაუდგინდა პროსტატის კიბოს დიაგნოზი. 271 შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კიბოს ლოკალიზებულ ფორმას (ადრეული სტადია), 114 შემთხვევაში - კიბოს გავრცელებულ ფორმას, ხოლო 19 შემთხვევაში - კიბოს ფორმა ვერ განისაზღვრა.
დადგინდა, რომ ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად სვამდნენ ხუთ ან მეტ ფინჯან მწვანე ჩაის კიბოს გავრცელებული ფორმით ავადდებოდნენ ორჯერ უფრო იშვიათად, ვიდრე ამ სასმელის ერთ ფინჯანზე ნაკლების მომხმარებლები. ამავე დროს მწვანე ჩაი არავითარ გავლენას არ ახდენდა კიბოს ლოკალიზებული ფორმის განვითარებაზე, აღნიშნავენ მეცნიერები.
მკვლევართა აზრით, მწვანე ჩაის კიბოსსაწინაარმდეგო მოქმედება შეიძლება დაკავშირებული იყოს მასში არსებულ კატეხინებთან. ეს ნივთიერებები ამცირებენ მამაკაცის ჰორმონის ტესტოსტერონის დონეს, რომელიც პროსტატის კიბოს განვითარებაში მნისვნელოვან როლს ასრულებს. ამის გარდა, კატეხინები, მეცნიერების ვარაუდით, შესაძლოა უშუალოდ იწვევენ კიბოს უჯრედების ზრდის ბლოკირებას.
სტატისტიკის მიხედვით, აზიელ მამაკაცებში პროსტატის კიბო უფრო იშვიათად გვხვდება, ვიდრე დასავლეთის ქვეყნების მაცხოვრებლებში. მეცნიერების აზრით, ეს განსხვავება შეიძლება დაკავშირებული იყოს სწორედ მწვინფ. წყარო ანე ჩაის გამოყენებასთან: აღმოსავლეთის მაცხოვრებლები ბევრად უფრო ხშირად მოიხმარენ მწვანე ჩაის

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE

D ვიტამინის დეფიციტი

D ვიტამინის დეფიციტი ასოცირებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის ზრდასთან, განსაკუთრებით არტერიული ჰიპერტონიის მქონე პაციენტებში.
ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მკვლევარებმა ბოსტონში, პროფ. თომას ვანგის ხელმძღვანელობით, გააანალიზეს 1739 პაციენტის მონაცემები, რომელთა საშუალო ასაკი შეადგენდა 59 წელს და არცერთი მათგანი არ იყო დაავადებული გულ-სისხლძარღვთა დაავადებით წარსულში.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სისხლში D ვიტამინის მარკერების დონე 15ნგ/მლ-ზე ქვემოთ (რაც კლასიფიცირებულია როგორც D ვიტამინის დეფიციტი), დაკავშირებულია მიოკარდიუმის ინფარქტის, გულის უკმარისობის და ინსულტის რისკის გაორმაგებასთან მომდევნო 5 წლის განმავლობაში, შედარებით იმ ადამიანებთან, რომელთა სისხლში D ვიტამინის დონე ნორმალურია.
მკვლევარებმა სისხლში D ვიტამინის დონე შეაფასეს 25-დიჰიდროქსივიტამინი D-ს დონის განსაზღვრით. გამოკვლეული პოპულაციის 28%-ს აღმოაჩნდა D ვიტამინის დეფიციტი, ხოლო 9% დაავადებული იყო D ავიტამინოზის მძიმე ფორმით.
5,4 წლის მანძილზე მიმდინარე კვლევის განმავლობაში, 120 პაციენტს განუვითარდა პირველი გართულება გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ. D ვიტამინის დეფიციტის მქონე პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების სიხშირემ შეადგინა 8,9%, ხოლო სისხლში D ვიტამინის შედარებით მაღალი დონის მქონე პაციენტებში – 4,4%, რაც ნიშნავს იმას, რომ D ვიტამინის დეფიციტი 2-ჯერ ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.
არტერიული ჰიპერტონიის მქონე პაციენტთა ქვეჯგუფის ანალიზისას აღმოჩნდა, რომ ამ პაციენტებში D ვიტამინის მწვავე დეფიციტის დროს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებსაც აქვთ ნორმალური არტერიული წნევა და D ვიტამინის დეფიციტი (2,13 და 1,4, შესაბამისად).
კვლევის ავტორები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელია D ვიტამინის კორექციის როლის შესწავლა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკის დროს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
E-ვიტამინი

მკვლევარებმა გააანალიზეს ზოგიერთი ვიტამინის, მათ შორის E ვიტამინის დონე სისხლში 65 წლის და უფრო მაღალი ასაკის მქონე 698 პაციენტში.
აღმოჩნდა, რომ სისხლში E ვიტამინის დაბალი დონის მქონე ადამიანები გაცილებით ნაკლებად ენერგიულები და ფიზიკურად აქტიურები იყვნენ. სხვა ვიტამინები – ფოლატი, B6, B12 და D ვიტამინი არ ახდენდნენ რაიმე გავლენას ამ კუთხით.
“E ვიტამინის დაბალი კონცენტრაცია სისხლში დაკავშირებულია ფიზიკური ფუნქციის გაუარესებასთან”, განაცხადა მკვლევართა ჯგუფმა ბენედეტა ბარტალის ხელმძღვანელობით იელის უნივერსიტეტთან არსებული სამედიცინო სკოლიდან კონექტიკუტში.
არასათანადო კვება იწვევს ადამიანის ორგანიზმის ფიზიკურ დაუძლურებას. E ვიტამინი წარმოადგენს ანტიოქსიდანტს, რომელიც იცავს ბოჭკოებს თავისუფალი რადიკალების გამანადგურებელი მოქმედებისაგან. გარდა ამისა, ის მონაწილეობას იღებს სისხლის წითელი ბურთულების ფორმირებაში. E ვიტამინი შედის მარცვლეული კულტურების შემადგენლობაში, ასევე თხილში, კაკალში, ზეითუნის ზეთში, მწვანე ფოთლოვან ბოსტნეულში (მაგ. ისპანახი), მზესუმზირაში და სხვ. მისი დამატებით მიღება შესაძლებელია კვებითი დანამატების სახით, თუმცა, როგორც მეცნიერებმა აღნიშნეს, ამ ვიტამინის სიჭარბე ორგანიზმში შესაძლოა ლეტალური შედეგის მქონე აღმოჩნდეს ორგანიზმისათვის, ამიტომ აუცილებელია მითითებული დოზის დაცვა.
კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში “ამერიკის სამედიცინო ასოციაცია”.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
არიადნა ჯერ მპუა და მერე შეკითხვა....ანუ როგორც ამ გვერდის ჭეშმარიტ პროფესიონალს გთხოვ მოგვაწოდო ინფორმაცია.....=zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= კოცნის მარგებლობის შესახებ.....რა თქმა უნდა ქალისა და მამაკაცის ამბორს ვგულისხმობ=zer= =zer= =zer= =zer= =zer= ......მე მგონი კარგი სამკურნალო საშუალებაა=zer= =zer= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
არიადნიიიტ გაიხარეეეეე
სურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობსსურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 85 posts ] 
გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას. სპილოობა ცუდია.
დესპანი