რა ბედნიერი ვარ აიკო საყვარელო,ისე არ
გამიშვი დასაძინებლად შენ რომ არ დამენახე.
მე მაშინვე მოგწერე სიცოცხლე ხეტიალას
ცუდად გაუგემეთქი,კი გამიკვირდა სიმართლე გითხრა
ახსნა განმარტება რომ დაუწყე.არაფერია,ყველაფერი ხდება,წინა კომენტები რომ წაგეკითხა გულის ტკენაც ნაკლები გექნებოდა.
აიკო,კარგად მისმინე შენ შემოგევლე,ვინმე თუ
ცდუნებას არის აყოლილი,შენი რა ბრალია,შენ ხომ ღმერთის წინაშე მართალი ხარ.გემუდარები
ამოიგდე თავიდან ეგ აზრები,ნუ დამაკარგვინებ
ჩემს საყვარელ დესპანსა და საყვარელ ხალხს,
მე დავიფიცე და შევასრულებ.
საწყენად არ მინდა მიიღო,რასაც ეხლა გეტყვი.
გაგა ძალიან ახალგაზრდაა და ასე თუ ისე
შეცდომები ეპატიება.ხომ გახსოვს როგორ აქებდი
და მიმტკიცებდი,ვაიმე არ ვიცი რა დაემართაო,
ეხლაც შეცდომა მოუვიდა ჩემო აიკო.
ჩვენ ამ ვნების კვირაში მხოლოდ და მხოლოდ
მიტევება შეგვიძლია,ის ხომ ამას აღარასოდეს
გაიმეორებს.დარწმუნებული ვარ როგორ განიცდის
და ნანობს.
ასევე ვთხოვდი ხეტიალას,მიუტევოს მას ეს ერთი
შეცდომა.
ძალიან მიყვარხარ და ძალიან ბევრს გეფერები.
ასევე ვარ დარწმუნებული შენს სიყვარულში.
აბა შენ იცი ჩემო გოგო,როგორ მშვიდად
შეხვდები ყველანაირ მოულოდნელობას ცხოვრებაში.
