|
ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო, ცხრა ბარი და ცხრა მთა. ყველაფერი, ყველაფერი დაეფარა ზამთარს. მყავდა ერთი მეგობარი გამოცანის მსგავსი, ხან მეტყველი ბრძენი იყო - ხან სულელი ბავშვი, . სხვისი გული ჰქონდა გულად სხვისი სულით სავსე, სხვისი მხარით მედგა მხარში მომყვებოდა ასე, მვდარსაც ალბათ სხვისი ხელით მომაყრიდა მიწას, გავეცალე, მივატოვე, შებრუნდა და იმწამს, კაცს შუბლიდან დაუცურდა ნათხოვარი შუბლი, ნათხოვარი ერთგულება, ნათხოვარი ფიცი, ხორცი შერჩა საკუთარი, ნაბოძები უფლის, სამოწყალოდ მეგობრებში დაეძებდა სირცხვილს, ნათხოვარი გული ფერხთით, ეგდო როგორც ლოდი, წამით ზედ რომ ვედებოდი- გავშრი მისი ცოდვით ,,,,,,,,,,,,,,,,, ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო, ცხრა ბარი და ცხრა მთა, ზღაპარ იყო ეს ამბავიც,- ზღაპარივით გაჰქრა/
ძვირფასო დესპანელებო,დღეს რატომღაც ეს ლექსი ამომიტივტივდა გონებაში, ალბათ მქონდა საბაბი. მაგრამ არ მახსოვს არც ავტორი და არცს ამ ლექსის ზოგიერთი ნაწილი. გთხოვთ თუ ვინმემ იცით მიმითითოთ ვისი ლექსია და სად შეიძლება წავიკითხო სრულყოფილად.
|