სალამი დესპანის წვრებო! გადავხედე ახლა წინა პოსტებს და ცოტა არ იყოს გაოცებული დავრჩი. კი მაგრამ ხალხო, რატო გაგიკვირდათ ირინკას გაბრაზება?
მოდით ყველამ თქვენს გულის კუნჭულებში ჩაიხედეთ და ისე თქვით,ვთქვათ რა რეაქცია გექნებათ, როცა ვიღაცას ხელზე დაუნახავთ თქვენთვის უძვირფასეს და სანუკვარ ბეჭედს, რომელიც გგონიათ რომ სახლში საიმედოდ გაქვთ შენახული ზარდახშაში? ცოტა უხეში შედარებაა, მაგრამ დაახლოებით წარმოდგენას ქმნის.
თორემ იმის ახსნა თუ რა არის ავტორისთვის ლექსი, რამდენად განსხვავდება ის ბეჭდისგან და რა რეაქცია უნდა ქონდეს ადამიანს როდესაც მისი სულის ნაწილს ვიღაცა თავისად ასაღებს და უხეშად რომ ვთქვათ ღლაბუცობს. როგორც ჩანს არ ღირს, იმიტომ რომ თქვენ ნამდვილად ვერ მიხვდებით თქვენი პოსტებიდან გამომდინარე ( რა თქმა უნდა ყველას არ ვგულისხმობ) საიტის დევიზად რომ გაქვთ ჭაბუას სიტყვები მოყვანილი:
"შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო
და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ,
შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ..."
ძალიან მაინტერესებს მაგ ლოგიკიდან გამომდინარე, ეს თქვენი "ოჯახის წევრი" რომელმაც ასეთი "პოეტური ალღო" გამოავლინა თქვენი სახეა? თუთაშხიას რომ კითხულობთ "გამზრდელიც" წაიკითხეთ ბარემ, ან თუ ეგ არა და იქნება "მატეო ფალკონე" გესინჯათ
( ეს ხუმრობით რა თქმა უნდა )

თავად ამ "გენიალურ პოეტს" კი 855 35 53 14 ჩემს პირად ნომერს ვუტოვებ და ვთხოვ გაიღოს მოწყალება და აღდგომების მერე დამიკავშირდეს. ქაჯებთან დაკავშირებით კითხვები მაქვს პირადად
ღრმა პატივისცემით : ბექა რამიშვილი.