 |
კარენოი დესპანელი
 |
| Joined05 Jan 2008 |
| Posts3204 |
| კარმა103 |
  |
|
 ნეტავ არ ვიცი რა ვწერო, მომწყინდა ლოდინი, ლოდინი ნამდვილი სიმშვიდის, ძარცვა და გლეჯვა, მკვლელობა, მსხვერპლი, ცხოვრება კვლავაც წინ მიდის? ვის რას შესჩივლებ, ბანდიტებს უპყრია, ამა ქვეყნისა საჭე, გაჩუმდი!- არასდროს, თუ ბევრჯერ ეცადე, მიდი და ერთხელაც სცადე. ეცადე, ელოდე, იჩივლე, იყვირე, სულ ამაოა ბრძოლა, ვერ შეაჩერებ, ჭაღარა გერევა, სწრაფია წელთა სრბოლა. ოდითგან მოგვდგამს ხმალი და სისხლი, სიძნელე ბედის დღეთა, თვითონ ქმნის ამას, მოყვასნი, თითქოს ოდითგან ძმანნი ჩვენთა. გაყიდვა, ღალატი, ხოცვა და დარბევა, ამავ მიწაზე ისევ, საცა ვდგევართ და ვშობილვართ, გავზრდილვართ, და წინაპარი გვიმზერს. შებილწვა დიაცის, მკვდრისა თუ ცოცხლისა, არ ახსოვს ისტორიას მსგავსი, ჩანავლდნენ ბუხრები, ჩაიქცა კერა, კიბეებს მოედოთ ხავსი. სასრული არ არის, სულ ახალ ახალი, მსჯელობა, სიტყვა მხოლოდ, საქმე კი არ სჩანს, რა მოხდა მაინც, ვინ უწყის ბოლოს და ბოლოს. ჯალლა- ლედინები და შაჰ აბასები, მომრავლდნენ ძლიერ ეხლა, უხდებათ ერთმანეთში, სკამის დასაპყრობად, დიდი ბრძოლა და შეხლა, და დააწიაწეს, ვით ქორმა წიწილა, ჩვენი მშობელი დედა, ჰოი საქართველოვ, გეღირსება კი?- კვლავაც სიმშვიდე ნეტავ. 
| |
|