↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
მოუგოთ სავალუტო და საფონდო ბირჟას


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 32 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Nov 2007
Posts1521
კარმა192
OFFLINEPROFILE
ორმაგი და სამმაგი ზიგზაგები

ორმაგი ზიგზაგი

სურათი აღარ არსებობს

ეს მოდელი შედგება წყვილი ზიგზაგისაგან (W) და (Y), რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან (X) ტალღით. (W) და (Y) ტალღები გვევლინებიან მომქმედ ტალღებად რადგანაც მიგვანიშნებენ ზიგზაგის მიმართულებას, ხოლო ტალღა (X) არის კორექციული ტალღა რომელმაც შეიძლება მიიღოს კორექციული ტალღის ნებისმიერი ფორმა, თუმცა ხშირად ის ღებულობს ზიგზაგის ფორმას.

ორმაგი ზიგზაგის სტრუქტურაა: 3-3-3.

სურათი აღარ არსებობს

ორმაგი ზიგზაგის ნიშნები:

1. ორმაგი ზიგზაგი ყოველთვის შედგება სამი ძირითადი

ტალღისაგან.

2. როგორც წესი ტალღები (W) და (X) გვევლინებიან

ორდინალურ ზიგზაგებათ.

3. ტალღა (X) შეიძლება მოგვევლინოს კორექციული

ტალღის ნებისმიერ ფორმაში.

4. ტალღა (X)-ს სიგრძე ყოველთვის მოკლეა ტალღა

(W)-ის სიგრძეზე.

5. ტალღა (Y) როგორც წესი უფრო გრძელია ტალღა

(X)-ზე.


ორმაგი ზიგზაგის თვისებები:

1. ორმაგი ზიგზაგი როგორც წესი არის დომინირებული ტრენდის

ღრმა კორექცია.


ორმაგი ზიგზაგის აღნიშვნა:

1. ორმაგი ზიგზაგის ძირითადი ტალღები აღინიშნება მხოლოდ

ასოებით W-X-Y.


თუ ფასმა ერთი ზიგზაგით ვერ მიაღწია სასურველ საზღვრებს, მაშინ იწყება მეორე ზიგზაგი და თუ ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი, მაშინ იწყება მესამე დამაგვირგვინებელი ზიგზაგი.

სამმაგი ზიგზაგი

სურათი აღარ არსებობს

სამმაგი ზიგზაგის მომქმედ ტალღებად გვევლინებიან, ზიგზაგები [W]; [Y] და [Z] ეს ტალღები მიმართულნი არიან სამმაგი ზიგზაგის მოდელის ტრენდის მიმართულებით. ხოლო უკუქმედით ტალღებად გვევლინება ორი ტალღა რომლებიც აღნიშნულნი არიან [X] ით.

სამმაგი ზიგზაგის სტრუქტურაა: 3-3-3-3-3.

სამმაგი ზიგზაგის ნიშნები:

1. სამმაგი ზიგზაგი ყოველთვის შედგება 5 ძირითადი

ტალღისაგან.

2. ტალღები W; Y და Z როგორც წესი არიან ორდინალური

ზიგზაგები.

3. პირველი კორექციული ტალღა X შეიძლება მოგვევლინოს

კორექციული ტალღის ნებისმიერ ფორმად გარდა

ჰორიზონტალური და დახრილი სამკუთხედისა.

4. მეორე კორექციული ტალღა X შეიძლება მოგვევლინოს

კორექციული ტალღის ნებისმიერი ფორმის სახით.

5. პირველი X ტალღის სიგრძე ყოველთვის ნაკლებია ტალღა

W-ის სიგრძეზე.

6. ტალღა Y-ს სიგრძე ყოველთვის მეტია პირველი კორექციული

ტალღა X-ის სიგრძეზე.

7. მეორე კორექციული ტალღა X-ს სიგრძე ყოველთვის ნაკლებია

ტალღა Y-ის სიგრძეზე.

8. ტალღა Z-ის სიგრძე როგორც წესი მეტია მეორე კოერქციული

ტალღა X-ის სიგრძეზე.


სამმაგი ზიგზაგის თვისებები:

1. როგორც წესი სამმაგი ზიგზაგი არის დომინირებული

ტრენდის ღრმა კორექცია.


სამმაგი ზიგზაგის აღნიშვნა:

1. სამმაგი ზიგზაგის ძირითადი ტალღები აღინიშნებიან

მხოლოდ ასოებით. W-X-Y-X-Z.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Nov 2007
Posts1521
კარმა192
OFFLINEPROFILE
კომბინაცია (ორმაგი და სამმაგი სამეული)

ორმაგი სამეული.

სურათი აღარ არსებობს

სურათზე კარგად ჩანს ამ ორმაგი სამეულის შემადგენელი ზიგზაგები. ორმაგი სამეულის ფორმულაა: 3-3-3

ორმაგი სამეული ნიშნები:

1. ორმაგი სამეული ყოველთვის შედგება სამი ძირითადი

ტალღისაგან.

2. ტალღა W შეიძლება მოგვევლინოს კორექციული ტალღის

ნებისმიერ ფორმით გარდა ჰორიზონტალური და დახრილი

სამკუთხედისა.

3. ტალღები X და Y შეიძლება მოგვევლინოს კორექციული

ტალღის ნებისმიერ ფორმით.

4. სამმაგი სამეული ვითარდება ყოველთვის ან

ჰორიზონტალურად ან ოდნავი დახრით დომინირებული

ტრენდის საწინააღმდეგო მიმართულებით.


ორმაგი სამეულის თვისებები:

1. როგორც წესი ორმაგი სამეული არის დომინირებული

ტრენდის არაღრმა კორექცია.


ორმაგი სამეულის აღნიშვნა:

1. ძირითადი ტალღები ყოველთვის აღინიშნება ასოებით W-X-Y.


სურათი აღარ არსებობს

სამმაგი სამეული

სურათი აღარ არსებობს

სამმაგი სამეული წარმოადგენს კორექციულ მოდელს სტრუქტურით 3-3-3-3-3 და მისი მომქმედი ტალღები ღრმად კვეთენ ერთმანეთს.

სამმაგი სამეულის ნიშნები:

1. სამმაგი სამეული ყოველთვის შედგება ხუთი ძირითადი

ტალღისაგან.

2. ტალღები W,Y და პირველი ტალღა X შეიძლება მოგვევლინოს

კორექციული ტალღის ნებისმიერ ფორმით გარდა ჰორიზონტალური

და დახრილი სამკუთხედისა.

3. მეორე ტალღა X და ტალღა Z შეილება მოგვევლინოს

კორექციული ტალღის ნებისმიერ ფორმით.

4. სამმაგი სამეული ვითარდება ყოველთვის ან ჰორიზონტალურად

ან ოდნავი დახრით დომინირებული ტრენდის საწინააღმდეგო

მიმართულებით.


სამმაგი სამეულის თვისებები:

1. როგორც წესი სამმაგი სამეული არის დომინირებული ტრენდის

არაღრმა კორექცია.


სამმაგი სამეულის აღნიშვნა:

1. ძირითადი ტალღები ყოველთვის აღინიშნება ასოებით W-X-Y-X-Z.


სურათი აღარ არსებობს

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 32 posts ] 
მოუგოთ სავალუტო და საფონდო ბირჟას
დესპანი