↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
ლურსმანა და ჭანჭიკოვო....დურაირა რაირა.....არსად არ დამეკარგოვო დურაირა რაირააა.....
თორემ......ცულს მოვიტან ცუნცულასა ხელეჩოს და წალდუნასა......
ვაი რა დღეს დაგაყრისაა.....ყურში მარილს ჩაგაყრისა.....დებილი რა......რაღა საწამლავი მარილიც ეყოფოდა ......ანუ შექსპირი გავიხსენე.....ხოდააააააა..............................................................................................
თუ ძალათ იცინი ჩემო ქლიბო....უფ ....აა როგორ დამაბნიე შე ქალო თუ კაცო......ლურსმანო.....ხოდა თუ ძალათ იცინი თქო...იცინე და იყავი....მე რა რო????მე არც არაფერი შენ იკითხე ......
დარი დური დარებიოოოოოო
გიჭყეტია თვალებიოოოოო
=zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer=
=zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
ისევ ეცემა ფანჯრის მინას წვიმის წვეთები,
ისევ იწვიმა, იწვიმა და კვლავაც დარია
გულმაც იტირა, იტირა და წვიმის წვეთივით
დაპატარავდა კიდევ უფრო მასზე ძალიან.

ცასაც გული აქვს, ისიც ტირის, ისიც განიცდის
და არ უხდება მარტოობა ღრუბელს ხალიანს
რომ შემეკითხონ: რას ინატრებდი? ყველაზე მეტად
მზეს ვინატრებდი, სიცოცხლეს და შენ თავს ძალიან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
თეთრი სიზმრიდან გამოგეპარე
და გატეხილი ღამე წაგართვი
შენ მე სახელი გამილამაზე
ბავშვი დამარქვი

მერე მატარე აღმა და დაღმა
ღიმილის მიღმა ვკერე წუთები
არ ვიცი საით მივდივარ ახლა
ჯერ არ წასული უკან ვბრუნდები

სადღაც ნოტები აშალა ქარმა
და როიალი კოცნის აკორდებს
მე ისე მინდა არ მყავდე, მაგრამ
ისე ,უბრალოდ მაინც მნატრობდე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
ყველას ვგონივარ მშვიდი და უდარდელი,
და მე ბედნიერს მიწოდებს ყველა
მაგრამ რა იცით ,რომ მე ბედნიერს
ყველაზე მეტად მჭირდება შველა,

ჩემი ცხოვრების ეს განვლილი გზა,
მწარე ფიქრებში მიტარებია,
თუმცა კარგია სიცოცხლე, მაგრამ
სიკვდილი ბევრჯერ მომნატრებია,

ტრფობის ტაძარი ერთხელ ავაგე,
მას შემდეგ მაწევს გულზე ლოდებად,
მე სიყვარულში ერთხელ წავაგე
და ღმერთმა არ ქნას განმეორება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts1678
კარმა50
OFFLINEPROFILE
როცა აპრილი ქალწულის ფიქრებს
მკერდზე დაიყრის ფერად ვარდებად...
ირმის ბღავილი ზეცას აიკლებს...
ქარებს ქოშინი აუვარდებათ...

შეიბორკება როდესაც ღამე
შეყვარებულთა ცრემლთა მტევნებით...
თავს აიწყვეტავს სურვილი...და მე...
ვარსკვლავთ პაემანს ავედევნები...

მე გამაგჟებს დროის სიმოკლე
გინატრებ ჟინით თავდავიწყებით...
და თუ სიყვარულს ვერ დავიოკებ...
მზეს ჩავიხუტებ და დავიწვები

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Mar 2009
Posts634
კარმა0
OFFLINEPROFILE
ამ ჩემს გულში რა ხდება? რა ხდება?
ჩავიხედავ-შენს მაგივრად სხვა მხვდება,
სხვა მხვდება.
მავიწყდები, როგორც თოვლი პირველი, პირველი,
სხვა მოფრინავს სიხარულის ფრინველი,ფრინველი,
მაგრამ დახეთ ბედის უკუღმართობას-მართობას
შენ მიყვარხარ, სხვა კი არის გართობა, გართობა.
მე იმ სხვაშიც შენ გხედავ, სენ გხედავ,
შენს კიბეზე ოქროს ქოში მეხდება, მეხდება.
ელვა ცაზე იკლაკნება მეხდება,მეხდება.
თუმცა მე დღეს სხვისკენ მიმიხარია-ხარია,
ის სხვაც შენ ხარ,ბედმა გზები არია, არია.
ვერ გცილდები,სულ სენს ირგვლივ ვტრიალებ,ვტრიალებ.
ეგ თვალები ვარსკვლავებად ბრიალებს, ბრიალებს.
მე სხვის ხმაში კვლავ ცამესმის შენი ხმა, შენი ხმა.
მზე შენს მიღმა ამომდის,მზე მიღმა.
სხვის გვერდითაც შენი ვარ, შენი ვარ
და არავარ მშვენივრად, მშვენივრად.
ამ ჩემს გულში რა ხდება?
რა ხდება?ჩავიხედავ-შენს მაგივრად სხვა მხვდება, სხვა მხვდება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Mar 2009
Posts634
კარმა0
OFFLINEPROFILE
ავტორი:დალილა ბედიანიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
კომუნისტები
შოთა ნიშნიანიძე

I

რომ კომუნისტის სახელი გვერქვას,
ყველა როდი ვართ ღირსი,
დაფერილია ეს სიტყვა ყველგან
სისხლით, გმირული სისხლით.

თუ კომუნისტი გქვია სახელად,
ძალა არ არის შენი მომრევი,
შენ ხალხს ეკუთვნი არა ნახევრად,
არამედ მთელი ცხოვრებით.

II

პრომეთემ ღმერთებს ცეცხლი წაჰგვარა
და ხალხს არგუნა სხვა მომავალი;
სწორედ შენა ხარ, რომ ვთქვათ სხვაგვარად,
მებრძოლი ღმერთის შთამომავალი...

ვერ დაიცავდა მაღალ ღირსებას,
მართალი რომ თქვას კაცმა, –
ვერ ივარგებდა კომუნისტებად
ხერხეულიძე ცხრა ძმა?

ან არაგველნი, ან გმირი ცოტნე,
ანდა დემეტრე თავდადებული...
ცოდვა კი არის, ღმერთმანი, ცოდვა, –
ადრე არიან დაბადებულნი.

სწორედ დღევანდელ დროს უპატაკებს
და გახლავთ ჩვენი თანამედროვე:
ჯორდანო ბრუნო...
ბულბა...
სპარტაკი...
ბიჭი გავროში...
ბერი თევდორე...

III

უბრალო კეპი... უბრალო პალტო...
შიმშილი... ომი... დრო რთულზე რთული...
ის გადიოდა კრემლიდან მარტო
და ბავშვებისთვის მიჰქონდა პური.

მისი სახელი ხალხში ამზევდა,
იცხოვრა, მოკვდა ხალხის გულისთვის:
აი ასეთი,
სწორედ ასეთი,
მხოლოდ ასეთი
მწამს კომუნისტი!

IV

...ორმოცდაორის თოვლი წითელი...
ველზე გვთიბავდა ცეცხლი მყეფარე...
წამოდგა ვიღაც ყრმა პირტიტველა
და სიკვდილს მკერდით გადაეფარა.

ვაშა, დიდება ძეგლებს ასვეტილს...
იბრძოლა... მოკვდა ხალხის გულისთვის.
აი ასეთი,
აი ასეთი,
აი ასეთი
მწამს კომუნისტი!

სამშობლოს ბედი ბეწვზე ეკიდა...
ხიფათი მოსკოვს გარე უვლიდა...
არ გამოსულა იგი კრემლიდან
და არც გამოდის ხალხის გულიდან!

ის რკინის ნებას ხალხს გადასცემდა,
იცხოვრა, მოკვდა ხალხის გულისთვის.
აი ასეთი,
დიახ ასეთი,
მართლაც ასეთი
მწამს კომუნისტი!

...რომ კომუნისტის სახელი გვერქვას,
ყველა როდი ვართ ღირსი.
დაფერილია ეს სიტყვა ყველგან
სისხლით, გმირული სისხლით.

მაშ გაუფრთხილდი მაგ წითელ მანდატს –
მზისა და დროშის პაწია ნაჭერს,
არ დაგავიწყდეს: შენ საჭეს მართავ,
ლეგენდარული კომუნის საჭეს!..

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ისეთი სიკვდილით მოგიკვდები,
კლდენი ჩამორეცხონ ცრემლებმა,
შორიდან მოგიარონ მორიდებით,
სიტყვა ვერ შეგბედონ მდევრებმა,
ხვამლი და მთაშავა ჩამოზვავდეს,
მამულეთს გაჰქონდეს გოდება,
ქარაფებს გადავლებულ ამორძალზე,
უხმოდ გისამძიმრონ ლოდებმა.
ახლად გამოჩორკნილ სატივეზე,
ვეფინო უშენობით დაღლილი,
ბებერი რიონის ნაპირებზე,
ტკივილი დაყმუოდეს ძაღლივით.
დევკაცნი მიტატებდნენ მორიდებით,
მძიმედ მიითვლიდნენ ნაბიჯებს...
ისეთი სიკვდილით მოგიკვდები,
შენში უჩემობა გაგიჟდეს. -----------ლეტი ეგ ლექსი მანანა ფრუიძის არის ჩვენი მანჩოსი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Mar 2009
Posts634
კარმა0
OFFLINEPROFILE
წერილი
ახლა ღამეა და ვარსკვლავები ზეცას ჭორფლივით აყრია შუბლზე...
მე მაგიდასთან ვზივარ ძვირფასო, და ჩემს წინ სუფთა ქაღალდებს ვუმზერ.
აწმყო, წარსული და მომავალი დამდგარან ჩემი ფიქრების ზღურბლზე.
ძალიან მშვიდ და იდუმალ ღამეს ჩასძინებია ატმის მკლავებზე... თავში
ტრიალებს ათასი კითხვა და ყველა თავის პასუხს დაეძებს.
არ შემხვედრიხარ, არ მინახიხარ, ალბათ იქნება ათასი წელი, ათასი წელი
იქნებ ცოტაა, ან იქნებ არის ძალიან ბევრი. მე ახლა მხოლოდ სიზმარში მახსოვს
შენი ლამაზი თვალების ფერი.
ეს ყველაფერი ადრე დაიწყო, ადრე, ძალიან, ძალიან ადრე, როცა თებერვლის
მსუსხავი ქარი ეხეთქებოდა გათოშილ ჭადრებს, როს ცხოვრებიდან შენ ჭრიდი
დღეებს, ვით რეჟისორი ფირიდან ჭრიდეს ფილმისთვის ყოვლად უვარგის კადრებს.
იმდენად ახლოს მოვედი შენთან, რომ უსასრულოდ აღმოვჩნდი შორი, მერე ვიღაცამ
შეთხზა რაღაცა, შენც კარგად იცი, მე რომ არ გითხრა, როგორ ვრცელდება ქალაქში
ჭორი!
..გახსოვს?- ცისფერი ხეობის გასწვრივ მზერა შველივით მორბოდა შენსკენ და
მოწმენდილი ივნისის ზეცა ირეკლებოდა მდინარის ფსკერზე...
ქუჩაში იყო იმდენი ხალხი, მეჩვენებოდა, რომ იმ საღამოს სადღაც გარბოდა
დამფრთხალი ქუჩა...ჩვენ მივდიოდით. მე შევაგებე აბაზიანი ქუჩის კუთხეში
მათხოვრის მუჭას.
..გახსოვს? – ოთახში იმ გაზაფხულზე ძალიან წითლად ჰყვაოდა ბალბა, შენ
დაიღალე იმ ბალბის ცქერით, შენ საერთოდაც გადაიღალე და გამეცალე, მე კი სულ
შენთან ვიქნები ალბათ.
შენ გიხაროდა შენი არსება. შენ ის გეგონა შენი ერთგული ვინც მოგიტანდა
თავის სიყვარულს მარტში მანეთად ნაყიდ იებად (კი, ზღვაც ამაყობს თავის
ხმაურით, მაგრამ იცოდე, ზღვა სხვა არის და ზღვას ყველაფერი ეპატიება).
ჩემი ფიქრები უბრალო გოგოს რაღაც უცნაურ შუქით გმოსავდნენ და მაღონებდა
ძალიან ხშირად, რაც არ ვიცოდი მე შენს შესახებ, რაც შენ აკეთე ჩემთან
მოსვლამდე.
რატომ გგონია, რომ მე სათქმელი დაგიგვიანე?! შენ ვერ მიმიხვდი, ჩემი
სათქმელი ადრევე გითხარ და ვერ ამჩნევდი, რომ მე შენგან ველოდი პასუხს, რომ მე
ქცეული ვიყავი კითხვად... მე სიყვარული ვიცი, რაც არის, მაგრამ არ ვიცი
შენ როგორ გითხრა! და თუ ქამანდი გამოვდე სიტყვას, მოვალ მოვალ და უცებ
ყველაფერს გეტყვი?- არა! არ არის ის სიყვარული, რასაც საერთოდ მას უწოდებენ,
ის არის ბევრად იმაზე მეტი!..
მე ვარ მდინარე!
ყველა მდინარე მუდამ მეორე მდინარეს ეძებს, მეორეს ეძებს, რომ შეუერთდეს
და მერე ერთად გავიდნენ ზღვებზე, არ შეიძლება მთელი ცხოვრება გეძინოს
მარტოს, ამიტომ მუდამ ვიღაცას ეძებ და ეს ძიება გტანჯავს და გართობს.
ძალიან დიდი მაქვს სიყვარული და მოთმინება მაქვს უფრო დიდი, დღეს ჩემი
აწმყო არის წარსული, რომელიც ლამაზად ინიღბავს თავს და რომელიც სადღაც უჩემოდ
მიდის, მე გადმოვედი იმ ბილიკიდან და ახლა სულ სხვა ბილიკზე ვდგები, დღეს
ჩვენი გზები ისე გაიყო, ვით ნატახტართან იყოფა გზები.
მე კარგად ვიცი, ვიცი თუ ვხვდები, რომ შენ აღარსად არ მელოდები, ალბათ ეს
არის იმის მიზეზი, რომ უმიზეზოდ ხშირად ვღონდები... განმეორდება ეს
ყველაფერი, ოღონდ ჩვენ აღარ განვმეორდებით.
შენ გაფრინდები, შენ დამშორდები, ახლა შენ ჩემთვის არა გცალია, გთხოვ
მაპატიო, გთხოვ მაპატიო, რომ მე მიყვარდი და რომ მიყვარხარ ახლაც ძალიან!
ალბათ სჯობია ნანატრი ბაღი კაცმა იხილო მხოლოდ გარედან და გულგრილობა,
შენი თუ თვისი, ავი ძაღლივით ებას კარებთან. ღობის გარედან ჰკრეფდე ნაყოფებს
და დასახევი გხა გქონდეს უკან, ანდა ზევიდან ჭვრეტდე ყველაფერს, ვით
მაგიდაზე გადაშლილ რუკას. სჯობია კაცმა ნანატრი ბაღი მუდამ იხილო მხოლოდ
გარედან და საკუთარი ცივი გონება ერთგულ ძაღლივით გებას კარებთან, მაგრამ
პირველად როცა შევედი, მე ვერ ვხვდებოდი ამ სიბრძნეს მაშინ, მე არც დღესა მაქვს
ცივი გონება და კვლავ თამამად შევდივარ ბაღში;
გვირილებს ვკრეფდი იმ დღეს ფერდობზე, უცებ გაწვიმდა და დაიქუხა, სადღაცას
მუხას დაეცა მეხი. შეშინებული გამოვიქეცი და მე რომ უნდა მომეძღვნა
შენთვის, იმ ყვავილს ალბათ დავადგი ფეხი!..
მორჩა! დაეშვა სცენაზე ფარდა, თოვლმა წაშალა სუყველა კვალი... მინდა
გავიგო ხვალ რა იქნება, ახლა ვმკითხაობ: ნეტა რას ნიშნავს გულის ბიჭი და აგურის
ქალი?
პასუხისათვის ნუ გაირჯები, მე არაფერი მიკითხავს შენთვის. ალბათ არსებობს
ისეთი რაღაც, საკუთარ თავსაც ვერასდროს ეტყვი. ყველა პასუხი ბოლოს და
ბოლოს უნდა ისევე გადიქცეს ისევე კითხვად... მე დავიღალე ამდენი ძებნით და
ძლივს ვიპოვე საჭირო სიტყვა!..
ასეა თურმე, თუ რამ გაწუხებს, როცა იქნება, უნდა დაჯდე და ვინმეს ყველაზე
ძვირფასს მისწერო...
არა! შეცდომა არ მეორდება! თუ მეორდება-საბედისწეროდ!
არა! ვერასდროს ვერ დავივიწყებ მე იმ შეთხვევებს და იმ შეცდომებს. მე ისევ
მინდა შენთან ვიყო და შენ ჩემი ისე ისე გესმოდეს, მაგრამ მე ვიცი, ჩემო
ძვირფასო, რომ ეს არასდროს განმეორდება, ვერ დავიბრუნებ წარსულს ვერასდროს
და ფიფქსაც ფიფქი მანამდე ჰქვია, სანამ მიწაზე დაეცემოდეს.
.. არ შეგიძლია შენ არაფერი, შენ დავიწყებაც არ შეგიძლია, თუმც ახლა ალბათ
არაფერს დარდობ, მე დავდიოდი ძალიან ჩქარა, ნაბიჯს ვერაფრით მიწყობდი
კარგო! უკვე დასრულდა ჩვენი თამაში, ქვეყნად ყველაფერს ჰქონია ბოლო, ჩვენ
არაფერი გვქონდა საერთო და ესა გვქონდა საერთო მხოლოდ!
მე შენს შესახებ მეტი ვიცი, ჩემო ძვირფასო, ვიდრე შენ იცი საკუთარი თავის
შესახებ. მე აღარ მოვალ შენთან არასდროს და თმებზე თითებს აღარ შეგახებ.
სულაც არ მინდა ვიყო ერთ-ერთი და სასაცილოც არ მინდა ვიყო, მე დავიბენი
ახლა ძალიან და მინდა მხოლოდ ერთი რამ გკითხო, მაგრამ არ გკითხავ, რა საჭიროა
შენი პასუხი ზეპირად ვიცი – მხრებს აიჩეჩავ, წარბებს აზიდავ და მერე
ბავშვივით დაიწყებ სიცილს.
შენ შეიცვალე.
მეც შევიცვალე.
სხვა ყველაფერი ამ ქვეყანაზე როგორიც იყო ჩვენს გამოცვლამდე ისევ ისეა.
ბოლო დროს ბევრი საქმე გაგიჩნდა და საიდუმლოც გაგიჩნდა ბევრი. მე შენთვის
ისე ზედმეტი გავხდი, როგორც დამწვარი ასანთის ღერი.
შენ ახლა ცივი მარმარილო ხარ, მე კი მინდა რომ ეგ მარმარილო მაძებნინებდეს
დაკარგულ სითბოს და თუ ვიპოვი ოდესმე მაინც, ისე გამათბოს და მომეფეროს,
არც დამიკარგავს არასდროს თითქოს, მაგრამ ეს ახლა არის ზღაპარი “იყო და არა
იყო რას” მასგავსი და თუმცა ზღაპრის მჯეროდეს მინდა, მე ბავშვი უკვე არა
ვარ ახლა და მე ზღაპრების ასაკსაც გავცდი.
ძალიან ბევრი გაგიჩნდა საქმე და მეგობარიც გაგიჩნდა ბევრი. მე შენთვის ისე
ზედმეტი გავხდი, როგორც ასანთის დამწვარი ღერი.
შენ შეყვარება თავისა იცი, შენ სიყვარული არ იცი მხოლოდ... და თუმცა ახლა
იმ სიყვარულით, იმ მოგონებით ვცოცხლობ და ვცხოვრობ, მე ვხვდები უკვე
ძალიან კარგად, რომ შენ არასდროს არ გყვარებივარ, მე გჭირდებოდი მხოლოდ და
მხოლოდ.
შენ გაფრინდები და გადალახავ უსაზღვროების სუყველა საზღვარს, ხელში აიღებ
მზერის ისრებს და დაემსგავსები მერე მოისარს, უნდა მოისხა შენ ანგელოზის
მსუბუქი ფრთები და მერე ყველას მადლი მოისხა.
ვეღარ გაგდევნე ჩემი ფიქრიდან, არ ვიცი ახლა რა უნდა გთხოვო... შენ მაშინ
იყავ უფრო ძვირფასი, როცა ძალიან შორი იყავი და ოცნებებში მხვდებოდი
მხოლოდ...
მარტო ვარ შუა ოკეანეში,
სადღაც ძალიან შორს დარჩა ახლა ჩემი კეთილი იმედის კონცხი.
მე შენ მაშინაც მემახსოვრები შენს ხსოვნაში რომ აღარ ვიქნები და
დაგივიწყებ, როს გაყუჩდება ყველა ტკივილი სულის და ხორცის.
ჩვენს შორის ჩადგა უსასრულობა (მანძილით როდი გაიზომება ან სიშორე და ან
სიახლოვე), ვერ მიგატოვებ მე შენ ვერასდროს, თუ შეგიძლია შენ მიმატოვე!
რომც წამოვიდე ამ წუთში შენსკენ, რომც დავივიწყო წარსული წამით, გზას
გადამიჭრის შუმერი კატა, ყველა კატაზე დიდი და შავი! და აღმოჩნდება ესეც ამაო, მე
ვერ ვიპოვნი სასურველ ფერებს... ბარემ გადავდგათ თითო ნაბიჯიც და მე
ნეტაში დაგახრჩობ მერე.
მე სხვათაშორის გავიარე შენს ცხოვრებაში. შენ გამაყოლე ისეთი მზერა, რომ
მე მთელი ხმით მსურდა მეყვირა:
-რა დაგემართა!
-ვერა მცნობ?
-მე ვარ!
მე დავიღალე, მე აღარ ძალმიძს აღარაფერი, ვეღარ ვერევი საკუთარ ფიქრებს...
ხვალ შეიცვლება სუყველაფერი, ხვალ სულ ახალი რამ დაიწყება, თუმცა არ ვიცი,
ხვალ რა იქნება, ხვალ არაფერი არ მოხდეს იქნებ?
მე დავიღალე, დრო არის ძილის. ალბათ მდინარეც იძინებს წამით, რომ
დაივიქყოს მთელი დღის დაღლა... იქნებ სიზმარში მაინც შემომხვდე, თუმცა მე ვიცი,
რომ არაფერი დამესიზმრება, ვერ დავიძინებ უბრალოდ ალბათ.
უკვე თენდება.
თენდება უკვე, ღამე ტყვესავით ნებდება დილას. წვიმის წვეთები, როგორც
ცრემლები დაჰკიდებია ბალახს და მინას.
მე დავიღალე, მე აღარ ძალმიძს აღარც თხოვნა და აღარც მოთხოვნა, მე უშენობა
ძალიან მიჭირს...(გარეთ პატარა ალუბლის ტოტზე სულ პაატარა შემოჯდა ჩიტი).
მე მენატრები, როგორც ბავშვობა (მე აღარასდროს ვიქნები ბავშვი). მე მაინც
მჯერა, შენ მოხვალ ჩემთან, მაგრამ მე აღარ დაგხვდები სახლში!
თუმც ყველაფერი განვსაზღვრე თითქოს, ხვალ რა იქნება მაინც არ ვიცი, იქნება
ხვალე ჩემი ცხოვრება სულ სხვანაირად უნდა აეწყოს, უეჭველი კი ის არის
მხოლოდ, რომ ყველაფერი არის საეჭვო.
მე ვარ მდინარე!
ყველა მდინარე მუდამ მეორე მდინარეს ეძებს, მეორეს ეძებს, რომ შეუერთდეს
და მერე ერთად გავიდნენ ზღვებზე, არ შეიძლება, არ შეიძლება მთელი სიცოცხლე
გეძინოს მარტოს, ამიტომ მუდამ ვიღაცას ეძებ, მუდამ ვინმესთან შეხვედრას
ნატრობ (დღემდე ამის თქმას ვერ ვახერხებდი, დღეს კი ფრჩხილებში მოგწერო
უნდა: ვისაც ეძებდი, ის არ აღმოვჩნდი, არც შენ ყოფილხარ, მე ვინცა მსურდა).
შენ ახლა ალბათ ტირიფთან ზიხარ და ვიღაც ბიჭი სიყვარულს გიხსნის, შენთვის
ხომ მუდამ სულერთი იყო სუყველა სიტყვა-ჩემი თუ სხვისი.
შენ ახლა ალბათ სულ სხვასთან ზიხარ და არაფერი არ გახსოვს ჩემი: მე შენს
ხსოვნაში მალე გავქრები, ვით ღია ზღვაში თვალს და ხელს შუა ჰქრება პორტიდან
გასული გემი!
შენ არ გეგონოს, რამეს ვითხოვდე, ან გამომქონდეს მე განაჩენი. არც
სიახლოვე, არც სინანული, არც დაბრუნება, არც აღსარება, მე არაფერი არ მინდა შენი.
ვერ ამიხსნია ეს გაორება, მე ახლა უკვე სხვაცა ვარ თითქოს, ჩემში ჩამჯდარა
ორი არსება, ორივე, ორივე თავის სიმართლეს იცავს, კაცის ცრემლივით
ტკბილ-მწარე ღვინოს ორივე თვალის დოქიდან მისხამს.
შენ რა ღირსი ხარ ამ წერილისა, მაგრამ მე მაინც მოგწერე იგი, მე არაფერი
არ მეგულება შენი მეტყველი თვალების იქით: მგონი ვიღაცამ ჩართო
რადიო,-ჩემსკენ მოიწევს ბებერი გრიგი,... იქნებ წერილი არც ღირს ამდენად, მაგრამ შენ
მაინც გახსენი იგი. მე არაფერი არ მეგულება მაგ მშვენიერი თვალების
იქით!...
ეს არის ალბათ უკანასკნელი, მე აღარასდროს მოგწერ ბარათებს, დღესაც
არაფერს გეტყოდი, მაგრამ, მგონი სიმთვრალე მალაპარაკებს.
მე ველი წერილს, მე ველი წერილს, რადგანაც რამეს ელოდო უნდა, ეს იყოს
თუნდაც მხოლოდ სალამი, ეს იყოს სუფთა ფურცელი თუნდაც!
P.S. შენ არ გეგონოს ჩემი წერილი ან კურთხევა და ან ანათემა, არც თავს
ვიმართლებ, მხოლოდ მტყუანი მოჰყვება ხოლმე თავის მართლებას. მე შენ გიგზავნი
ახლა ამ წერილს ჩემი ფიქრით და ტკივილით სავსეს, ასე თავდება ყველა
წერილი, და ეს წერილიც გათავდეს ასე.
მე ველი პასუხს, მე ველი პასუხს, რადგან სხვას უკვე არაფერს ველი, თვითონ
არ ვიცი, ჩემი წერილი რად გამოვიდა ასეთი გრძელი...

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined14 Feb 2008
Posts157
კარმა0
OFFLINEPROFILE
ეს ხელში რა გიჭირავს?
-ბედნიერება
-და რატომაა ასე ცოტა
-ის მარტო ჩემია, ნათელია და ლამაზი
-რა საოცარია
-გინდა ცოტა?
-მინდა
-ხელი გამომიწოდე, მოგცემ ცოტას
-ოი ეს რა თბილია
-მოგწონს?
-ძალიან... დიდი მადლობა
-ახლობლებს მადლობას არ ეუბნებიან
-რატომ
-იმიტომ რომ უსიტყვოდ ხვდებიან ყველაფერს
-სხვებს?
-სხვებს ეუბნებიან ისეთივე სხვები
-იცი, მე ცოტათი უკეთესად ვარ ბედნიერება რომ მიჭირავს ხელში
-ყოველთვის ასე ხდება
-და რომ ცოტას გავუნაწილო?
-შენ უფრო მოგემატება
-როგორ?
-თვითონაც არ ვიცი, უფრო დიდი და თბილიც ხდება
-ხელებს ხომ არ დავიწვავ?
-ხელებს შურზე და ბოროტებაზე დაიწვავ, ბედნიერებაზე არა
-იცი? მე ვიცი ვის გავუნაწილებ მას
-მე მოხარული ვარ ამით
-მაშინ
-სწორედ მაშინ შევხვდებით ერთმანეთს, გაუნაწილე ვისაც გინდა! ეს ხომ ძალიან ბევრ ადამიანს ჭირდება

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined14 Feb 2008
Posts157
კარმა0
OFFLINEPROFILE
წუხელის ბიჭი დაბადებულა
გადაჭარბებად თუ არ ჩამითვლის
დაურქმევიათ თურმე დავითი
წუხელი ბიჭი დაბადებულა
დაურქმევიათ იმისთვის ცოტნე
შენ ორგულება აბა გაბედე
და გული ჩვენი ისევე კორტნე
წუხელის შოთაც დაბადებულა
დაბადებულა თურმე დემეტრეც
განგებავ ჩვენი საქართველოსთვის
ზღვა სიხარული გამოიმეტე
დაბადებულან მთვარე გიორგი
თურმე ილიაც დაბადებულა
წუხელის ცის კარი ცხრავე გააღო
ყველა გმირმა და თავდადებულმა
დაბადებულა ბიჭი პაატა
გათენებულა წუხელის ცეცხლად
დაბადებულა სამასი გმირი
ვინც დაიხოოცნენ ისევე ერთად
წუხელის გოგოც დაბადებულა
ისეთი გოგო დაბადებულა
დაურქმევიათ თურმე თამარი
დაბადებულა წუხელის ნინო
და ქეთავანიც დაბადებულა
ის ბნელი ღამე თურმე უეცრად
ციური ნათლით განათებულა
ყველა ზღაპარი და ნაოცნებარი
ახდენილა და გამართლებულა
დაბადებულა თურმე ნესტანი
და თინათინიც დაბადებულა
და გიხაროდეთ ქართველთა შორის
ღვიზლ ძმათა ხიდი კვლავ გადებულა
და ერთიანი ნანატრი დროის
ქართლი ხელახლა დაბადებულა

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined14 Feb 2008
Posts157
კარმა0
OFFLINEPROFILE
Usiyvarulod
Mze ar supevs cis kamaraze
Sio ar dakris tye ar krteba
Sasixarulod...
Usiyvarulod ar arsebobs
Arc silamaze,
Arc Ukvdaveba ar arsebobs
Usiyvarulod,
Magram sul sxvaa siyvaruli
Ukanaskneli,
Rogorc yvavili shemodgomis
Xshirad pirvels sjobs,
Igi ar uxmobs karishxlian
Umizno vnebebs,
Arc ymawvilur jins,arc velur xmebs
Igi ar uxmobs....
Da shemodgomis siciveshi velad gazrdili
Is gazapxulis naz yvavilebs
Sulac ara hgavs...
Sios magivrad karishxali ealerseba
Da vnebis nacvlas uxmo alers
Garemoucavs
Da chkneba chkneba siyvaruli
Ukanaskneli,
Chkneba mwuxared, nazad magram
Usixarulod...
Da ar arsebobs kveyanaze
Tvit ukvdaveba,
Tvit ukvdavebac ar arsebobs
Usiyvarulod.....

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined14 Feb 2008
Posts157
კარმა0
OFFLINEPROFILE
სულ მელანდები და ვერ ვხვდები რა მემართება,
რად ამედევნა აჩრდილივით შენზე ფიქრები…
იქნებ ღიმილი, მწველი მზერა, ხმა მენატრება,
ალბათ მჭირდები, უსაშველოდ, ძლიერ მჭირდები!

ციურ ფერებში დავინახე შენი ხატება,
მსურდა ოცნებით ღრუბლებს ზევით გამოვყოლოდი…
ჩვენს სურვილებში ვერ ვიპოვე რამე მსგავსება
და აქ, მიწაზე უიმედოდ, მაინც გელოდი…

დრო გადიოდა, მე გელოდი, ისევ გელოდი,
დღეთა დინებამ ვერ წაშალა ძველი ფიქრები…
როგორ მინდოდა წუთით მაინც გვერდზე მყოლოდი…
მჭირდები კარგო, ტკივილამდე, ძლიერ მჭირდები!

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი