ლიაკუნა, ჩემო საყვარელო კი არა და უსაყვარლესო ადამიანო!სიკეთის და სათნოების ეტალონო, გულისხმიერო და თბილო, ლამაზო და მშვენიერო,სულით მაღალო და სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულო, მთელი გულითა და საულით გილოცავ დაბადების დღეს. გისურვებ ყველაფერ საუკეთესოს, თუ რაიმე კი არსებობს ამ ქვეყანაზე, არაფერი არ მეშურება შენთვის. ამ ვირტუალურ საჩუქრებთან ერთად ეხლა ამომიტივტივდა გონებაძი ერთი ლექსი, არ მახსოვს ვისია და ეხლა აქ ამას მოგიძღვნი და მერე ოდაში დაგიდებ ჩემს პირად საჩუქარს.
რა შემიძლია, რა უნდა მოგცე?- იქნებ ეს წყნარი, ლურჯი საღამო,
ან იქნებ ეს ზღვა , ანდა ეს მთები, ან იქნებ ეს გზა, რომელიც სადღაც დაუსრულებლად მიდის და მიდის.
რა შემიძლია, რა უნდა მოგცე, ეს ცა?, მდინარე? ქალაქი? ქარი?
მე მოგცემ ჩემს ხმას, სუნთქვას და თვალებს,
სხვა არაფერი არა მაქვს მეტი,
მე მოგცემ ჩემს გულს, თუკი შენს ხელებს,
ძალუძთ ატარონ შიშველი ცეცხლი,
მე მოგცემ ჩემს სულს, თუკი შენს სხეულს,
არ დაღლის მძიმე, ვეება ფრთები.
ეს ლექსი ვერლიბრის სტილია, მაგრამ ძალიან მომწონს.
გაკოცებ ლიაკო უამრავს და გეფერები ბევრზე ბევრს.







ჯერ ჯერობით ლიაკო ამ საჩუქრებს დამჯერდი დილის 7 საათია და მერე....... ცოტას კოფეს რომ მოვყლუპავ,- გაბანავებ საჩუქრებში.