↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
დესპანის პოეტები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1079 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
შენ მოევლინე მანანა
იმ ჩვენს ქვეყანას მანანად:)
არც არაფერი ინანო...
რაც რომ მან რამე განანა...
შენ ჩემო კარგო მანანა...
ხან ისევდე და ხან არა..:)
1აიკო 2009წლის23აპრილი
მანანა ტონიას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ხოტბას ვასხამდეთ ჯიგრებსა,
პოეტებს დესპანისაო,
სიტყვა რომ უჭექთ და უქუხთ,
სადარად მზეთა მზისაო,
აიკო ჩემო კეთილო,
ქვეყნად მოვედი მანანო,
შევხარი ირგვლივ ყოველსა ,
რად ვისევდო და ვინანო?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჩემო ლამაზო მანანა,
ხან ისევდე და ხან არა,
სევდა შაგმატებს ლალებსა,
ფიქრის და ნდომის ვალებსა,
სევდას ლამაზი ქალისას,
სურნელი უდის მზისაო,
ასეთი სევდა და ნდომა,
საჩუქარია ღვთისაო,
მერე სევდას რო მაილევ,
გაგიცისკროვნდეს გულია,
ყველა სევდურად ნანდომი,
შაგრსულებოდეს ..გულიანს,
ყველა სევდურად ნანატრი,
ასმაგად დაგეფინება,
მანანო შენი სიცილიც,
ქვეყანას მაეფინება
1აიკო 2009წლის23აპრილი.
მანასათვის ნათქვამი სიყვარულითაოოოო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
1აიკო=ko= =ko=
მადლობა ლექსისთვის..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
არიადნიტს-ნინის--წინასწარმეტყველების ნაცვლად.(სკაიპში მინდოდა გამომეგზავნა...მაგრამ აქ ჯობია)

ფრესკისებური სევდისა და დარდის დედოფალს,
მხოლოდ ოცნება გაღიმების მოგიკლავს სურვილს,
ალბათ გრძნობები თუ დაგიშლის ფიქრებს გიშრისფერს
ალბათ უდაბნოს ოაზისი მოგიკლავს წყურვილს,

გადაგიფრინოს თუნდაც დარდის ასმა ფრინველმა,
ასმა ნაღველმა თუნდ შეგასვას სიმწრის ფიალა,
ოღონდ იცოდე რომ არასდროს არ დათმო აზრი,
აზრი გულია....და ამ გრძნობამ დიდხანს იარა,

შეგეფეთება გაზაფხულზე ირმის ბღავილი,
სისხლს გაგიყინავს სიყვარულის ცისფრად ნათება,
და ყველა ტანჯვა....ადრიანად გადატანილი,
თეთრ ღრუბელივით განთიადზე გაფერმკრთალდება.

სიყვარულით 1 აიკო 2009 წლის 23 აპრილი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
1აიკო=ko= =ko=
თუ დაიჯერებ ასეთი ლამაზი ლექსი
არასოდეს წამიკითხია..დიდი მადლობა..
თავს გიხრი შენი ნიჭის და პიროვნების წინაშე.
უღრმესი პატივისცემით..ნინი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
მპუა=ko= მპუა=ko= არიადნა რა პიროვნება და რა თავის დახრა??? უფფ ერთი..:huh:

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
ზურმუხტისფერის გყვარებია დარდები ჩემო,
და მოთმინების დაგიქარგავს თეთრი არშია,
აბა რას იზამ....უცნაურად აეწყო ბედი,
ბედი რომელმაც საფერებლად გამოგარჩია,

ნანინანატრად გისურნელებს ალბათ ნიავი,
თავისუფლებას მოგანიჭებს ალბათ დაისი,
ისევ გიფეთქავს სიყვარულით გულის სავალი,
მოგისალბუნებს გაგაღვიძებს თეთრი მაისი,

გაგიღიმილებს და მოგხიბლავს კვლავ ლურჯი ზეცა,
ისევ ლაჟვარდში მოიძიებ ბედის ნაჟურებს,
არა გჩვევია სინანულის მარტივი ჭვრეტა,
ათასი სიტყვით მძივს აასხამ იტყვი ნართულებს,

ისევ შესცინებ მზის კაშკაშა ოქროს და ნათელს,
ისევ მოგხიბლავს სასიცოცხლო ხმა და თენება,
ჩემო ნატალი, თუნდ ათასი წლის სასიმღეროდ,
ალბათ ვისურვებ გამორჩეულ შენს ნაზ ფერებას.

1 აიკო.2009 წლის 23 აპრილი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
ლიაკოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო
=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=
=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

არ ვიცი ლიაკო თუ დამიჯერებ....მაგრამ გეფიცები მემატიანის შრომა და თავდადება..ისაა რაც შემოქმედს სიცოცხლეს უნერგავს, რაც შემოქმედებას აასმაგებს....რაც.....ყველაფერია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
შეგეფეთება გაზაფხულზე ირმის ბღავილი,
სისხლს გაგიყინავს სიყვარულის ცისფრად ნათება,
და ყველა ტანჯვა....ადრიანად გადატანილი,
თეთრ ღრუბელივით განთიადზე გაფერმკრთალდება.

ძალიან მომწონს ეს ლექსი=ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
შენ ჩემო მზე და მთვარეო,
ჩემო ოცნებავ ცისფერო,
ყინწვისის ხატის ნათებავ,
სხივად ნაქცევო შიმშერო
შენ ჩემო დარდო ,იმედო,
იისფერ აზრის ნათელო,
ქალის სითბოვ და სინათლევ
სიმართლის გულო ასფერო,
ვარდებს დაგიკრეფ ლიაკო,
გულზე დაგაბნევ იებსა,
მითხარი ჩემო ლამაზო,
ასად დაგიწნი თმიებსა,
ვერცხლად მოგართმევ ,
მთვარის სხივს,მზესაც ჩაგიწნი თმაშია,
არ დავიშურებ სიცოცხლეს,
არა დაგრჩები ვალშია,
ისეთ სიყვარულს გაჩუქებ,
გულს ისე აგიმღერება,
სულ გავაყრუებ ჭიუხებს,
ძოწებს მოგართმევ ლელებად
შენ ჩემო გულის ნათელო,
უცხო ყვავილისთანაო,
ხელის-ხელ საგოგმანებო,
ალმასის ცრემლო---ქალაუ.

1 აიკო.23 აპრილი. 2009 წელი.ლიაკოს დაბადების დღის აღსანიშნავად!!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts1678
კარმა50
OFFLINEPROFILE
რად გაწვიმდი? აგე ხედავ?!

დაასველე ალუბლები.

წავალ ეხლა მე ღრუბლებში

და მზის სხივად დავბრუნდები,

რომ გავაშრო მიწა მერე,

ალუბლების სველი კაბა...

დამისველდა გაზაფხული,

ამის მეტი რა ვქნა აბა?!

რა გატირებს? მომიყევი

რატომ გიჟობ მარტის ქარო?

გაგებუტე... წადი ეხლა და

ახლოს არ გამეკარო...

ჩაეხუტე, ვინც მიგიღებს,

მე შენთან არ დავბრუნდები...

რად გაწვიმდი...ნახე, როგორ

გამილუმპე ალუბლები...

არ ვიცი ვისია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
როგორ არ იცი გოგო,ჩემიაააა=fiqri= =fiqri= =fiqri= =fiqri= =fiqri= =fiqri= =fiqri=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1079 posts ] 
დესპანის პოეტები
დესპანი