|
აბა ლიაკუნა დღეს ძალიან ბევრი ვიჟახირე. მეც მინდოდა შენთვის მესიამოვნებინა და კლიპი დამედგა, მაგრამ მე შენსავით დაჯილდოებული კი არა ვარ კინემატოგრაფიის ნიჭით და ისეთი საშინელება გამომივიდა რომ ჯობია არ დავდო. ისე ჩანაფიქრი ძალიან მაგარი იყო.
აბა ეხლა ჩემი კიდე ერთხელ მოლოცვა წაიკითხე.
ლიაკუნა რა ქალია, თაფლი, მურაბა, შაქარია.
ციციკორე ტოროლაა, ეგ კიდევა მამალია.
ასეთია ჩვენი ლია, ოდაში სასწრაფოდ მამსვლელია, ჩვენი გულის მალამო და სულებისთვის წამალია მერე კიდევ ნუ იკითზავთ, რა კლიპების დამდგმელია, ყვავილები უყვარს თურმე, ყაყაჩო და კამელია.
მოგილოცავთ ჩვენო ლიკა, იხარე და იდღეგრძელე დაიტენე ფულებით და . კი წაბრძანდი სახლში მერე.
მოგილოცავთ დესპანიოლა, ბუკა- ალა მანა ოდა, არ დაიკლო ტანზე ჩაცმა, ექსტრავაგანტური მოდა.
მიმოფანტულ, და-ძმუნები, ღმერთმა გვარგუნა ეს ბედი, გილოცავთ და გეფერებით, ბუკა, ციცი, მახო, ლეტი, აიკუნა და მაია, მეორე მახო, ცუდო, მედი, არიადნა და ლურსმანა, საქართველოს ელჩი ერთი, თამოუტა, ჭიჭიკია, ტარტალეტკა, ჯიჯილალი, ჩიკუნია, მოწყენილი, ლეილუშკა პატარა ქალი,
რა პატივში გვყევხარ ხედავ? ჩამოგვართვი ყველას ხელი, დაბადებას გილოცავენ, პიკასო და ბოტიჩელი.
აბა მითხარ ჩემო კარგო, გაგეღიმა უკვე განა? გაკოცებ და გეფერები, შენი მეგობარი მანა.
|