↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
დესპანის პოეტები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1079 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
:) :) :) :) :) :) :) მოცარტი!!!

დემონურ წარსულში
დავტოვებ სამყაროს...
შენთან ნასუნთქი გარიჟრაჟები...
ვიცი არავის
სითბოს არ ყვარობ
ვიცი წავიდე უნდა....
ვიცი დაგტოვებ მალე....
რადგან ანგრიე მარად....
ის რაც შენ შემაყვარე,
ალბათ ჩადგება ფიქრი...
ალბათ ცისფრდება ალი..
ისიც გავიგე უკვე....
გრძნობა ხომ მკვდარი არი....
ალბათ შეგხვდები ისევ....
მთვრალი....
ღიმილით მიცქერ.....
საუცარია ფიქრებს..
რარიგ სცოდნიათ ფრენა...
გარდასულია უკვე..
შენზე ფიქრი და ლხენა....
წყალმაც წაირო ალბათ..
არაგვის გიჟმა ტალღამ...
რაც რომ მიყვარდა შენში....
გულსაც არ გაეკარა.....
ალბათ შევხვდებით ისევ....
ატმის მაცვია კაბა.....
შენ ისევ მთვრალი მიცქერ....
:) როგორ გეგონა....აბა...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
ყველა ტკივილი ისე გაივლის
როგორც დინების ავი სათავე
და საოცნები საცისფრო ნების...
მითხარი განძი როგორ ატარე --ლამაზია იაკო=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
აიკოოოოო დაისვენეეეე სიცხე როგორ არის არ გააგდე?
=haa= =ko= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
zizikore wrote:
ციტატა:
არიადნიიიტ როგორ ხარ გოგუცუნა?

მადლობა ციციკუნა ..ჩემო ტკბილო=ko= =ko=
კარგად ვარ შემოგევლე.

1აიკო=ko= =ko=
ყველა სტილის ლექსს როგორ იხდენ..
მრავალფეროვანი ხარ გაზაფხულივით..
მადლობა, ის ერთი სტროფიც ძაან მგრძნობიარე იყო..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
მპუა მპუა არიადნი=ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს მპუა ყველას

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined25 Jun 2008
Posts29
კარმა0
OFFLINEPROFILE
პარანოია
ფარდებჩამოხეულ
სახლში იმალები,
თითქოს სიცხეა და
მაინც გემცივნება,
ვიღაც შემოგხედავს -
ალბათ დანანებით,
ვიღაც გაივლის და
გულში ეცინება...
ფერებს უსინათლოდ
იწვევ საუბრებში,
ღვინის პერფომანსით
ხატავ ამ ცხოვრებას,
დროში გაფანტული
ფიქრის მდუმარებით
ისევ გაურბიხარ
ახლა მოგონებას.
დარდი, აზელილი -
როგორც პლასტელინი,
სულზე მოგლესილა
ჩუმი გახელებით,
ღამეს მიუყვები -
ქუჩაგაწელილი,
თითქოს დაბნეული,
უცხო სახეებით...
ზოგჯერ ატრიალებ
დოლურს საფეთქელთან,
რეცხავ მონატრებას
მთვრალი გაგიჟებით,
ფიქრებმოწამლული
კედლის ნანგრევებთან
ისევ წრეს აკეთებ
გრძელი ნაბიჯებით.
მერე ისევ ისე -
სახლში იმალები,
თითქოს სიცხეა და
მაინც გემცივნება,
ვიღაც შემოგხედავს -
ალბათ დანანებით,
ვიღაც გაივლის და
გულში ეცინება...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
სად იყავი ამდენი ხანი მოცარტი???:)

ვიღაც გაივლის და
გულში ეცინება....
სახე დაგიბურავს,
ბოღმის ნაფეხურით...
თუკი ვინმემ გითხრა
ალბათ გეწყინება...
ანდა ახურდები გრძნობით
არსაკურთხით.....
გრძნობა შეჯიბრია...
ასე დაგინახავს....
სული გახედნილი არაფრისმთქმელია...
ერთხელ შემომხედე ..
ერთხელ დამაკვირდი...
ერთხელ განიცადე....
აზრის ტანდემია....
გულში ეცინება ..
ალბათ ბოღმის ყვავილს....
გულში სიცილი ხომ ასე უძღებია...
ალბათ საუკუნის ანდა სისალბუნის..
სული სანირვანოდ სულ არ უძებნია....
ისევ იასამნის სურნე;ლს გაუყვაბი....
ისევ შემომხვდება ლირის გაშმაგება...
რა ვქნა გაგეხსენი...
გულიც დაგანახე.....
შენ კი ეს სილაღე ალბათ არ გეხება....
ჩუმად იქირქილებს..
ქუჩის მაწანწალა....
ჩუმად წაიშლება ზღვარი სიფაქიზის....
ასე საყვარელი....
ასე საოცნებო.....
ქუჩის სალაღობოდ თავი რატომ გიღირს...
ისევ დაიშლება გრძნობა ანდამატად...
ისევ გაიხსნება საიდუმლო ნების....
ისევ მიმიზიდავს სიყვარული სხვისი....
რადგან შეუპყრიხარ სინდრომს ვერგაგების.

1 აიკო 2009 წლის 24 აპრილი:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
შესანიშნავია =sher= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
მოცარტიიიი მპუა შენა.....:) ლექსს მილინოს დაგიწერ მოცარტი....
დარი დური დარი დური დარეებიიიი
ლალი ლული ლალეებიიი
=zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer=

მოცარტიი ლექსს ბოღმას ნუ ატან....ლექსი ფრთიანია და ბოღმა ფრთებს აკვეცავსოოოოოოოო=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
მოცარტიიიიიიიიიიიიი ცოტა დროზე გამოუშვი რაამბავია ამდენი ფიქრიიი....:ohmy:
:)

დარი დური დარი დური დარეეებიიიი
ლექსებს გიგავს თვალებიიიი
თვალი ლექსსაც დაუდგება....
შენ კი გენაცვალებიიიიიი

მოცარტიიიი დავაიიიი გამოუშვიი თორემ სიცხემ თუ დამიწია ასე კარგად ვეღარ დავწერრრრრრრრრრრ
=zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer=
=zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
ძალიან მინდა თქვენი ლექსების წაკითხვა, მაგრამ ამდენი დრო არა მაქვს.
გამოწვევა მიღებულია იაკოს მხრიდან, მოცარტი ძალიან აგვიანებ ლექსებს

მაიკო Gამემშვიდობის ხვალამდე =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
მპუა მპუა ლიაკოოოოოოოოოოო=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
მოცარტი----პატივს ვცემ შენს ნიჭს და შენ თავადაც.....ნუ ისარგებლებ იმით თუ აქ არ ვიქენი.....იმედია წესიერად ვთამაშობთ.....ნამდვილად კარგი მეტოქე ხარ.....ამიტომ მომიცადე.....ვფიცავარ რომ არც ერთი შენი ლექსი პასუხის გაუცემელი არ დარჩება:) :)

ამიტომ ვიყოთ დიდსულოვნები.....რაც მამაკაცს განსაკუთრებით უხდება:)
მომავალ შეხვედრამდე და საუკეთესო სურვილებით 1 აიკო.:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined25 Jun 2008
Posts29
კარმა0
OFFLINEPROFILE
არ ვიყავი აქეთ ჩვენი ინტერნეტპროვაიდერების წყალობით :(

რას ამბობთ, რა ბოღმა,ეგ ავტოპორტრეტია განწყობის :)

თან მე ასე სწრაფად ლექსის წერა სად შემიძლია:) მაქსიმუმ კვირაში ერთი ლექსი თუ დავწერე...

ზეტის ერთი ღამე

ისევ ისე
დაბინდულა საღამო...
ისევ, ჩუმი
მარტოობა ფეთქავს,
მეგობარო -
მომაწოდე სასმისი,
ამ ღამესაც -
ბარემ ლოთი მერქვას!...
ამ ღამითაც...
შევებმები იალქნებს
და ალისფრად -
მოგონებას ვხატავ,
ნაბიჯებით გავასწორებ
ფილაქნებს -
ცხოვრებას რომ
შეცდომებად აკრავს.
კვლავ, დაღლილი
მენატრება სილურჯე,
შუაღამის -
ძილნარევი განცდა,
რა ძალიან უწვიმია
სიგიჟეს...
მოგონებით -
ოცნებებს რომ გასცდა...
ჩამქრალია,
ახლა ყველა ფანჯარა,
ამ ნაბიჯებს
დაფარავენ ფარდით,
დავამთავრო დროა,
თორემ ზამთარმა -
შეიძლება დამათოვოს
მარტით!
ჯერ კი...
ისევ დაბინდული
საღამო...
მარტოობაც -
ისევ ისე ფეთქავს,
მეგობარო -
მომაწოდე სასმისი,
ამ ღამეს ხომ -
ლოთი უნდა მერქვას!...

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1079 posts ] 
დესპანის პოეტები
დესპანი