ხო კიდო; სივი ჩემი ამფერია;
მოცულობა;
174X60X60სმ;
96კგ;
ფეხის ზომა;
10.5 us
42 eu
ასაკი;
46წ 7თვე 28დღე
თმის ფერი;
ნებისმიერი ჭაღარაში გარეული
თვალი თხილისფერი
თითები ყველანაირ კლავიატურაზე შეყვარებული;
ხმა მუსაიფზე დამხეცებული
ყური პოლიფონიაზე გაწვრთნილი
ტვინი ანალიტიკაზე 24 საათი ლამპოჩკასავით ანთებული
სული სამყაროში მონავარდე
გული დუუდგრომელი
წარსული ხელის გულზე გარაშლილი
აწმყო სიყვარულში სანთელივით დაღვენთილი
მომავლის გზები გუუკვალავი
მერიტალ სტატუსი გუურკვევლი
შვილი და ძირი ჯანსაღი
მეგობრები ხვავიანი
საერთო ჯამში;
ღვთისგან რჩეული, მოწიწებით და თრთოლვით მადლიერი;
მარად თქვენი ცოდვილი თამუთია,

