
აიკელამ მომაწოდა
ერთი იდეა მაგარი,
მოსვენება მთლად დავკარგე,
ტვინი მაქვს, როგორც ღადარი,
გვეპატარავა პლანეტა
ჩვენი დედაო მიწა,
მთვარისკენ მივეშურებით,
ორი ოდელი ციცა.
შევაგრუეთ ხელფასები,
ზოი მისი, ზოი ჩემი,
ვიწვალეთ და ავაშენეთ
აი ლამაზი ლუნა სემი

ბუკაკიას ბეჭდები და
მახოს გუუყიდეთ გემი
ხორაგოული ჩავტვირთეთ,
ყოვე, სიგუ,შოკო,ჯემი.
გუუდექით ამ გზას გრზელსა,
ვარსკვლავებზე ვადგამთ ფეხსა,
აღარ ვეპუებით გზაში,
აღარც ელვას, აღარც მეხსა,

აი უკვე მთვარეზე ვართ,
ვაწარმოებთ დაკვირვებას,
რო გეიგებენ ოდელები,
შენ მერე თქვი გაკვირვება,

გარავზომეთ, გარმოვზომეთ,
საეზოვე მიწები,
მთვარეზე გვინდა დავსახლთეთ,
აი ოდელი ციცები,
აბა თუ გინდენ წამოით,
ვაშენოთ იქინე ოდები,
მიწები იმდენი არის,
გადაგორდ გადმოგორდები,
და თუ მერე მეგვენატრა ,
დედამიწის მკვიდრი ყველა,
კიბეც კი გვაქ ნენიებო,
აგე არაა ცისარტყელა?

არც პრეზიდენტია იქინე,
და აღარც ოპოზიცია,
აღარც მაფია მურდალი,
არც მოცია და მიცია,
წამოით ჩქარა წევიდეთ,
ვიქნებით თავისუფალი,
იდეის ხორცის შესხმაში,
მოგვეხმარება უფალი.
