1aiko wrote:ციტატა:
შენ გაიხარე ჩემო აიკო,ჩემს გულში ზიხარ,ერთის
დედაც და მეორესიც,რისთვის და ვისთვის იმეტებენ
ერთმანეთს,ვაი თუ იგივე აზრი არ გაქვს,აბა წამოვა
დამამცირებელი სიტყვების კორიანტელი,მეორე დღეს კი
ეკლესიაზე და უწმინდესზე მსჯელობენ,ზუსტად ისე,
როგორც თვითოეული პარტია(ნაციონალების მეთაურობით)
ეკლესიის ენით გვევაჭრება.
დესპანი იმიტომ მინდოდა,ცოტა დარდებს შემიმსუბუქებს
მეთქი ვიფიქრე,არა აიკო, პირიქით,ავად გამხადა,დამასნეულა
სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
მე პირადად თუ რამე მაქვს სათქმელი,ტყვიასავით პირში ვეუბნები ყველას,სამაგიეროდ უკან პასუხი, გველური
კბენებითა და მწარე ნამიოკებით მიბრუნდება,რაც უფრო
მიკლავს გულს.
მადლობა მინდა მოგიხადოთ ყველას,ვისაც ჩემს
გამხიარულებაში წვლილი მიგიძღვით,იხარეთ და იბედნიერეთ.