გამარჯობათ ჩემო საყვარელო ხალხო!
ჩემო მახო და ჩემო კარგო ადამიანო,მივცემ თავს უფლებას და ვიცი ამას ჩვენი დღემდე მოტანილი ურთიერთობა აიტანს გდა გეტყვი არ გაბედო იცოდე ოდნავ მაინც იყოყმანო სიყვარულის
გაცემაში,თუნდაც უკუგების გარეშე,არც ზოგიერთებივით მის ვირტუალობაში შეიპარო ეჭვი,რადგან მგონია,რომ სიყვარული ნიჭია და ის ერთნაირად ვლინდება ვირტუალშიც და რეალშიც და შენც ამის დიდოსტატი ხარ. წნევაც ჩემო კარგო იმიტომაა ხან აგვივარდეს უნდა და ხან დაეცეს,და გულიც რომ გვაქვს უნდა გვეტკინოს.ამას ახლა ვმეორდები ჩემთვის თორემ ეს ჩემზე უკეთესად მოგეხსენება შენ.ასე ,რომ ჩემო კარგო,მხოლოდ წინ და არანაირი უკან დახევა.გაკოვე იმ თბილ გულში.
ტამოუტა ნენა იმდენი რამე ჩამოთვალე ჩემო ნიჭიერო გოგო,არ მინდა რომელიმე ღონისძიება გამომრჩეს და მთლიანად შენს მონაგარს ვულოცავ ყველანაირ დღესასწაულს და ვუსურვებ შენ ყავდე კარგად,რომ შენ იმათი კარგად ყოფნით გაიხარო.
გუშინ ჩემი ინიციატივა იყო ზოგიერთების პასკვილზე (სხვას ვერაფერს დავარქმევ ) პასუხის გაცემა და მადლობელი ვარ თამრიკოსი,რომ შეიძლება და მას არ ქონდა ამისი სურვილი,მაგრამ ჩემს თხოვნას გვერდი არ აუარა და მიაგო მისი მისაგებელს და ისე ლამაზად და კარგად,რომ წუხელისაც მოვეფერე და დღესაც იგივეს გავიმეორებ- ვენაცვალე მის გონებას,კალამს,ნიჭიერებას და საერთოდ ვენაცვალე მის გამჩენს თქო.
ადამიანებს თავის ენაზე უნდა ელაპარაკაო,დიდი კონსტანტინეს გამონათქვამს გაუკეთა პერეფრასირება იმ პიროვნებამ,ეტყობა მეცნიერულმა განათლებამ არ გაუშვა 'ძაღლი' ეხმარა ადამიანის მაგიერ.ჰოდა ბატონებო,ალბათ მართალია ის პიროვნება,ალბათ ხანდახან საჭიროა დაელაპარაკო თავის ენაზე,კარგად გასაგები რომ იყოს.
არ მინდა ეხლა ჩემს აბსოლიტურად უკომფლიფტო ადამიანის იმიჯს რაიმე ჩრდილი მივაყენო,ამ ჩემი გამონათქვამით,მაგრამ უბრალოდ უნდა მენდოთ,რომ ძალიან შორსა ვარ იმისაგან,რაც დავწერე,მაგრამ ალბათ იმიტომ დავამატე,რომ ალბათ ხანდახან საჭიროა.
ზოგჯერ განათლება და წიგნწაკითხულობა გვეშლება ადამიანებს,შემისწორეთ თუ ვცდები,მაგრამ არა მგონია უაზროდ დიდი რაოდენობის წიგნწაკითხული ადამიანი,ყველა შემთხვევაში განათლებულად იწოდებოდეს.განათლებულის ცენზის ქონა ცოტა მეტი დატვირტვაა.
