Davinchi wrote:ციტატა:
მანა შენ რაღაც ბოსობას იჩემებ აქ და ............. მეც კარგად ვიცნობ მტკვრისპირელს და შენი ცინიკური გამოსვლებით ნუ შეაზიზგებ თავს. ნაკითხი და განათლებული თუ ხარ, ცოტა მეტი ფიქრის უნარი უნდა გქონდეს როდის რა თქვა, ან როგორ თქვა. გულის ტკენაში მაგრები ხართ...
დავინჩიიიიიიიიიიი! ჩემო საყვარელო ადამიანოოოოოო! ჩემო სათაყვანებელო შვილოოოოოო! ეს შენი გზავნილი როგორ აქამდე ვერ დავინახე?
დათო ჩემო კარგო, მე ის ქალი ვარ, რომელიც ყოველ დღე ლოცვას გიგზავნით ადმინისტრაციას, ვინც ამდენ სულიერ საზრდოს გვაწვდით ამ გასაცოდავებულ ემიგრნტებს.
დათო, მე ის ქალი ვარ, რომელსაც შვილებივით უყვარხართ.
დათო, მე ის ქალი ვარ, რომელიც სითბოს, სიყვარულს და თავის ენერგიას უხვად ურიგებს ყველას.
დათო, მე ის ქალი ვარ, რომელიც თავისი პროფესიონალური გამოცდილებით უამრავ რჩევა- დარიგებას აძლევს ყველა აქ მყოფს, ინაწილებს მათ ჭირსა და ლხინს და უადვილებს არსებობას.
დათო, მე ის ქალი ვარ, რომელსაც სიხალისე და დადებითი აურა შემომაქვს აქ.
დათო, მე ის ქალი ვარ, რომელსაც 17 თაობა აუღზრდია და კიდევ ბევრი ჰყავს აღსაზრდელი,
დათო, მე ის ქალი ვარ, რომელიც ასაკით ალბათ დედად გერგები,
აბა მითხარი რომელი ჩავწიხლე და ჩავქოლე აქ შემომსვლელი? მე არავისი დაცვა არ მჭირდება, მაგრამ მახოს მადლობა რომ ზუსტად აუხსნია ის სიტუაცია, რომელიც ნამდვილად იყო მაშინ აქ.
მერე მე იმიტომ დავიმსახურე ასეთი აგდებული მიმართვა რომ ჩემი აზრი გამოვთქვი?
მტკვრისპირელი მაგდასთვის მე არაფერი ცუდი არ მიკადრებია ჩემო კარგო, უბრალოდ მივამსგავსე მისი ერთი ლექსი სხვა ავტორისას და ამაზე რატომ უნდა ტკენოდა გული? თუ ეს ადამიანი შენი ნათესავია და აუცილებლად უნდა მოვფერებოდით ყველა,- წინასწარ მოგეწერა პმ- ში და ყველაფერს გავაკეთებდი შენი გულისთვის და თუ არა, რად უნდა მას შენი გამოსარჩლება და დაცვა? ვინ ჩაქოლა?
მაგდა უდაოდ ნიჭიერი ადამიანია და თავის ადგილსაც მოსძებნის სხვაგანაც და აქაც.
მე უკვე დიდი ხანია ამ საიტზე ვარ და ყველას თქვენ ჩემი ოჯახის წევრებად გთვლით და ყველანი ძალიან მიყვარხართ მთელი გულითა და სულით.
დათო, მე რომ 2 დღე ვეკითხებოდი ადმინისტრაციას სად წავიდა ჩემი გახსნილი თემა "ვათამაშოთ რითმები"- თქო, მაშინ რატომ არ გამხადე პასუხის ღირსად? აკი არ გრჩება არავის პოსტი წაუკითხველი? ( სავსებით სწორია, ეს ეგრეც უნდა იყოს)
მე არ ვიცი როგორ უნდა მოვქცეულიყავი ამ ხნის განმავლობაში, რომ თქვენი, უბრალოდ პატივისცემა დამემსახურებინა.
უნდა მეთვალთმაქცა? ან ოპოზიცია უნდა ვყოფილიყავი? ან რა?
რაც შეეხება ჩვენს ხუმრობას ოდაში და ჩემს ვირტუალურ უფროსობას და ბოსობას

დათო, შენ გგონია რომ მე არ მატკინე გული? ძალიან მატკინე

უბრალოდ მეცინება ამის ახსნა განმარტებაზეც კი. რამ შეგაშინათ ხალხო? თქვენა ხართ აქ უფროსებიც და უმცროსებიც, ვინ გეცილებათ თანამდებობებში? და ხომ არ გგონიათ კიდევ, რომ თუ ჩვენ უფროსობა გვინდა ნაკლები ჭკუა გონება გვაქვს ვინმეზე და საკუთარ საიტს ვერ შევქმნით? მაგრამ არა ვართ ბატონო ჩვენ მაგ ამბიციებით შეპყრობილი.
დათო, ჩემო საყვარელო ადამიანო, შენი ასეთი მიმართვა ჩემს მიმართ მეხის გავარდნას ნიშნავდა და თუ დამიჯერებ მე ეხლა ვტირი,
ძალიან გთხოვ, გამხადო შენი პასუხის ღირსად და განმიმარტო რამ განაპირობა შენი ეს მოქმედება.
მე სულმოუთმენლად ველი შენს გამოხმაურებას.=ko=

ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს. ამინ!