↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
დესპანის პოეტები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1079 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined31 Oct 2007
Posts124
კარმა50
OFFLINEPROFILE
სუსტი ნერვების პატრონებმა არ წაიკითხოოოთ =zer=

ვამპირი

ჩემი სახლია კუბო წყეული,
ვიცი ვიქნები მარად ეული,
ჩემთვის უცხოა ვნება და შიში,
მტაცებელია ჩემ ველურ სისხლში,
ღამეა ჩემთვის ხანა რჩეული,
მაშინ იღვიძებს ჩემში გრძნეული,
წყვდიადში ისმის ბოდვა და კვნესა,
მჩვევია სისხლით ეშვების მოსვრა,
აჩრდილთა ჯარი მიყურებს შიშით,
როცა დავცურავ მე მსხვერპლთა სისხლში,
სულთა გოდება, ცრემლი დაღვრილი,
ღამის ზმანება არის ნამდვილი,
ილუზიებსაც არ აქვს ნაპირი,
გამოგიტყდებით მე ვარ ვამპირი

ხომ არ შეგეშინდათ??? =lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
შენია ეს ლექსი?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
რა გინდოდა რას გვერჩოდი
რას დაგვიხეთქე გულები
ვამპირი ხარ თუ სატანა
გადაგიგვარდა სულები
სიკეთე გაიმარჯვებს და
კვლევ აღგვიდგება გულები

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
კარამელკა შენი ფანი ვარ....გენაცვალე ძალიან ლამაზია....ძალიან ლამაზი ლექსია!!!!!!!!!!!!!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
1aiko wrote:
ციტატა:
კარამელკა შენი ფანი ვარ....გენაცვალე ძალიან ლამაზია....ძალიან ლამაზი ლექსია!!!!!!!!!!!!!!!

ძალიან დიდი მადლობა iaiko კიდევ ერთხელ =love=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
ეხლა ტერის!!!!!

ვამპირის ლანდება
ასეთი ნაბასრი
გულის აფეთქება,
გრძნობებით ათასით
სისხლის შეერთება...
გრძნეულის ფიქრებით
ღამეულს გასაყარს....
მე შენი ვიქნები.....
შენთვის გადავიჭრი ...
საცნაურს ცხოვრების...
შენთან გავათენებ...
უძღების თხოვნებით....
შენს თვალებს ცეცხლიანს...
დრონიც კი ეტრფიან...
შენს ლოცვას აღვავლენ ..
უფალთან მარადის....
გაგეხსნას კარები...
წყევლათა დარაბის...
დილას ხავერდიანს....
მზეში გაგიტყუებ....
დაგიწვავ სიყვარულს...
გულს ნუღარ მიტყუებ....

1 აიკო. 2009 წლის 2 მაისი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
karamelka wrote:
ციტატა:
***

"ჩავიმალები ზღვის ტალღებში თეთრ თოლიებთან,
თან შევერწყმები განრისხებულ ზვირთების ნაკადს,
ლურჯ ჰორიზონტზე ნაცარივით მზე ჩაიფრქვევა
და შენთვის შევკრებ მის სხივების თითო ნაპერწკალს.
ზღვის მარგალიტით მორთულ დილის თეთრ ალიონზე
წყალში ჩავძირავ სევდებისგან დაჟანგულ ღუზას
და როგორც ბავშვი ფეხშიშველა სანაპიროზე
აღტაცებული გამოგიწვდი ნაპოვნ მედუზას..,
დიდრონ ზეცაზე ავენთები ვარსკვლავთა გუნდად
და გაგინათებ ბნელ ტალღებში მძინარე ღამეს,
ავიპარები მერე ცაზე რუხისფერ ღრუბლად,
დავეცრემლები წვიმის წვეთად დილით შენს სარკმელს."

ხატია ფაცია

კარამლეკა ,მიხარია შენი გამოჩენა
მომენატრე=ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
liako2008 wrote:
ციტატა:
karamelka wrote:
ციტატა:
***

"ჩავიმალები ზღვის ტალღებში თეთრ თოლიებთან,
თან შევერწყმები განრისხებულ ზვირთების ნაკადს,
ლურჯ ჰორიზონტზე ნაცარივით მზე ჩაიფრქვევა
და შენთვის შევკრებ მის სხივების თითო ნაპერწკალს.
ზღვის მარგალიტით მორთულ დილის თეთრ ალიონზე
წყალში ჩავძირავ სევდებისგან დაჟანგულ ღუზას
და როგორც ბავშვი ფეხშიშველა სანაპიროზე
აღტაცებული გამოგიწვდი ნაპოვნ მედუზას..,
დიდრონ ზეცაზე ავენთები ვარსკვლავთა გუნდად
და გაგინათებ ბნელ ტალღებში მძინარე ღამეს,
ავიპარები მერე ცაზე რუხისფერ ღრუბლად,
დავეცრემლები წვიმის წვეთად დილით შენს სარკმელს."

ხატია ფაცია

კარამლეკა ,მიხარია შენი გამოჩენა
მომენატრე=ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ლიაკო როგორ ხართ? დიდი მადლობა, მეც მომენატრეთ ძალიან =love= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
კარგად ვარ კარამელკა . დაწერე შენი ლექსები როცა მოიცლი=ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
დაგემარცვლები მარგალიტის გრძნობის თვალებად,.....
სევდას გაგიქრობ ისე როგორც დილის ნისლები...
ლალებს დაგაბნევ გულზე სულის ქარიშხალებად...
სამარადჟამოდ ამომჭერი გულზე მისნები....
ლაპის-ლაზულით გინანავებ მდინარის ტალღებს...
ზურმუხტისფერის დაგყოლია ჩემი თვალები...
ჩემი სისხლის და გენის სავსე ბადაგო..
ვერმოსარევი საომარი გახლავს ალები....
ისე დადუღდი, როგორც ღვინო მამაპაპური...
ისე დამწიფდი, როგორც ოქროს თავთავი სავსე,
ისე მიმღერე როგორც გულის ნაფიქრალები...
დაგეყიჟინოს გეჯირითოს მავანზე ავზე...
გადაგექროლოს ტრამალები გონის და აზრის....
არ დაგყოლოდეს...გაგცინებოდეს სულელთა ბრაზი...
ნების განგების ყოფილიყავ მუდამ რჩეული...
გულით თამამი , სულით სავსე არდალეული..
მარად ვიქნები შენი ტრფობით ნეტარეული...
ჩემო ძვირფასო....ჩემო გენო ათასწლეულის.

1 აიკო. 2 მაისი 2009 წელი
ჩემს სისხლსა და ხორცს, ჩემს სიხარულს ორს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ბრავოოოოოო,ბრავოოოოო
ჩემო პოეტებო მიხარიხრთ და მიყვარხართ
=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
ციცი ციცი ციციკო ციცი ჩემო ნათელაააა
ეგ რა კაბა გაცვიააა??
თვალები გაქვს ანციააააა.
=ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined11 Sep 2008
Posts545
კარმა0
OFFLINEPROFILE
აიკუნააააააა
ImageImageImage
სიხარულები ხარ მაგარი!
Image

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
ლაკოოო მპუაოოო სადა ხარ გოგუცა დაპოსტე ხლმე რა ოდაშიც=ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
ყური დამიგდე,რომ ბოლომდე გითხრა სათქმელი,
გითხრა თუ როგორ გარდამსახე გრძნობის ღვთაებად,
ეს დროც ჩერდება ,დრო ლოდინით სავსე...დამღლელი
და ვით უმწეო ვეფინები ფიქრებს ნაფლეთად.
გთხოვ,მომისმინე ერთხელ კიდევ გაიზიარე,
ცეცხლის კოცონზე ეს ტკივილი გულს როგორაც მწვავს,
მსურდა სიკეთე,მე კი სული დავიზიანე
და მაინც შენთან ერთად ყოფნის ასე ძლიერ მწამს.
როგორც ლერწამი თავდახრილი ვაზის ღაწვებით
მეც დღეს თავს გიხრი დაჩოქილი ვდგები მუხლებზე,
ცის ლურჯ კაბადოკს ვით ღრუბელი მეც მოვაწყდები
და ენძელებად ავფეთქდები შენთვის ლურჯ მთებზე.
ვინ თქვა ,რომ გული მოკვდავია და უსუსური?
და ხან ტკივილებს რომ ვერ უძლებს ნეტავ ვინა თქვა?
ამ გულში ცოცხლობს უდიდესი ის სიყვარული
ჩემს ცხოვრებას რომ საოცარი ფერებითა რთავს.
იქნებ ბოლოჯერ , იქნებ ერთხელ კვლავ მომისმინო,
მინდა შეგიგრძნო კიდევ ერთხელ ამ სიყვარულში,
შენს სულს მფარველად ვარსკვლავივით მსურს ვუციმციმო
სიცოცხლის ნამად ჩაგეწვეთო პატარა გულში.

ხატია ფაცია

2 მაისი,2009

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1079 posts ] 
დესპანის პოეტები
დესპანი