|
ირმა ტოლები ვყოფილვართ, მეც ამერიკაში ვარ, 10 წელი, ბევრი რამ გადავიტანე, განა ვინ არა,სასოწარკვეთაში ხშირად ჩავვარდნილვარ, სიმწრისგან დაოსებულს ყმუილით მიბღავლია, 24 საათი 7 დღე კვირაში სხვის ყურეში შეყუჟულს ტირილის და ავადმყოფობის უფლება არავის მოუცია, მეგობართან უკიდურეს შემთხვევაში დამიჩივლია და მერე შემრცხვენია განა ის რა შუაშია მეთქი, იმას თავისი ყოფნის თქო, სხვისი უბედურება, რომ გამიგია საკუთარი მადლად მომჩვენებია, თურმე მჯობნის მჯობნი მანდაც არ დალეულა, გეგემები და იმედები იმდენჯერ გამტყუნებია, სათვალავიც აღარა მაქვს, ღალატზე და უმადურობაზე აღარაფერს ვიტყვი, ეგ რჩეულთა ხვედრია ვიცი უკვე, ხოდა რამდენჯერაც ცხვირპირით დავნარცხებულვარ იმდენივეჯერ სიმწრით წამოფორთხებულს ღვთის მადლი იქვე გვერდზედ დაგდებული დამინახია, თურმე სულ იქ იყო და მე ვერ ვამჩნევდი, ახლა რომ აგიღწერო გრაფიკულად ეს ჩემეული წარმოსახვა ამ პარალელის წესით უნდა ჩაბჟირდე სიცილისაგან, მარა თავს შევიკავებ, ჯერ ალბათ არ ხარ მაგისთვის მზად პირდაპირ სახეში, რომ ჩაუხარხარო საკუთარ უბედურებას,თუ რა ვიცი, რასაც შენ არქმევ საკუთარი ცხოვრების გზას, მაგრამ შეეცადე გაიღიმო მაინც , რაც არ უნდა გიჭირდეს და მიუღებლად მიგაჩნდეს ასეთი ნაბიჟი საკუთარი გადასახედიდან, შენ მაინც დაინდე შენი თავი, თუ კი სხვა არ გინდობს შენის აზრით, და კარგად გადაათვალიერე შენს ირტგვლივ რა ხდება, რამდენი მადლია, უმაგისოდ არ იქნება, ვერ დამაჯერებ მაინც, ეცადე მაგ მადლის სიმრავლეში დაეჯიბრო სხვას და არა უკუღმართობებში, იცოდე, რომ ყველაფერი შენს ირგვლივ სწორედ ისე ხდება, როგორც შენ აღიქვამ ამას ასე, რომ არც ისე უკონტროლოა ეს სამყარო , როგორც ჩვენ ხანდახან გვეჩვენება, მაპატიე ცოტა გამიგრძელდა სათქმელი და შენობითი ფორმაც შეგნებულად გამოვიყენე, არა დაკნინებისათვის, არამედ დაახლოებისათვის, თუ კი შენ ამას ისურვებ რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში.
|