|
'კარგი ქენი ქვაზე დადე,რომ გამოივლი,ნუ იფიქრებ იმაზე დაგხვდება თუ არა,და დარწმუნდები,რომ ორმაგი დაგხვდება'
ამ წინასიტყვაობას დაურთავ ერთ პატარა უბრალო ამბავს,მაგრამ სულიერებასთან აქვს რაღაც კავშირი და არა მარტო ჩემის.
80-იანი წლების ბოლოა და ის პერიოდი,როცა ფინანსურად გადასარევად თუ არა,კარგად მაინც ვარ.
აფთიაქიდან გამოვდივარ და ვხედავ კარბთან დგას საშუალო ასაკს გადაცილებული შავებში ჩაცმული ქალბატონი,რომელიც არ ტირის,მაგრამ არც არაფერი აკლია.დავინტერესდი რა ჭირდა.მითხრა-'შვილისშვილი მყავს ცუდად,რაიონიდან ვარ ჩამოსული ( სუფსა ) და წამლის საყიდლად მაკლდება 30 მანეთიო.ეს ის პერიოდია თითქმის ნახევარი თვის ხელფასი იყო ზოგიერთებისთვის,ჩემთვის ალბათ 2 დღის.
ამოვიღე საფულედან და მივეცი თან გზის ფულიც დავუმატე.უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა დაიწყო წუხილი,მთხოვდა მისამართს,მაგრამ ვუთხარი,რომ დამლოცე და ეგ იქნება ყველაზე მეტი საჩუქარითქო.დაიფიცა შვილისშვილი რომ მეორე დღეს ჩამომიტანდა,მომძებნიდა და დამიბრუნებდა ლოცვებთან ერთად.
გავიდა ალბათ 2-3 წელი,არ მახსოვს,ვმუშაობ სხვა სამსახურში.დაცვის მუშაკი მირეკავს თქვენთან ქალბატონი ითხოვს შემოსვლასო,რომ ვკითხე ვინ იყო,მითხრა არ იცნობთთქო. გამოატარეს ეს ქალბატონი,იღება კარები და ჯერ შემოდის დიდი ჩანთები,მერე მოყვება ქალბატონი,რომელიც არ მეცნო არაფრით.
მე ის ადამიანი ვარ ვისაც თქვენ შვილისშვილისთვის წამლის ფული აჩუქეთო.სიტყვა კი გავტეხე,მაგრამ ცხოვრებამ დამსაჯაო.გარდაცვლილა ის პატარა რამოდენიმე კვირაში.თქვენი მისამარტი ვერ მითხრეს აფთიაქში,მაგრამ სამუშაო ადგილი ვიცოდიო.ჩემი გაწივრება ცოტა ეხლა მივაყუჩე და ეხლა მინდა მოგეფეროო,ეხლა თქვენი ძველი სამსახურიდან მოვდივარო და აქეთ მომასწავლესო.
ეხლა წარმოიდგინეთ საკუთარი თავი რაც დამემართებოდა ( ეხლა რომ ის ფულები დამიბრუნდებოდეს,რაც გასესხებული მქონდა თავის დროზე,ხვალევე დავახვევ აქედან.) ქალებოო,დავამთავრებ იმით რომ თყემალიც არ დავიწყებია ამ ქალბატონს და დანარჩენი რა იქნებოდა იმ ორ დიდი ჩანთაში ადვილი მისახვედრია ალბათ.
ძალიან დიდხანს ვფიქრობდი ადამიანის ფენომენზე,არ ვიცი ახლა ასეთი რაიმეს გაკეთება სულიერების გარეშე თუ შეიძლება,აუტანელი თკივილისა და გაჭირვების ჟამს არ გდოვებდეს პასუხიმგებლობის ის გრძნობა,რომ ვიღაცის რაღაც 30 მანეტი გაქვს ვალად,მაშინ როდესაც ქვეყანა თავზე დაგენგრა.
ამაზე უფრო შემზარავაი რამ დეიდაჩემმა გააკეთა,რომელიც ექთნად მუშაობდა ერთ ერთ კლინიკაში და რომელსაც უყვარდა და თანად კარგად გამოსდიოდა სადილებიც და დესერტებიც,მიუხედავად მისი ასაკისა ადვილად მეგობრობდა ყველასთან,ყოველთვის ის იყო ყველა ღონისძიების შეფ-პოვარი.
ამისთანა ღვთისნიერს თავს დიდი უბედურება დაატYდა,შვილმა,რომელიც ჯარიდან დაუბრუნდა ფსიქიკაშერყეული 'დედოვშჩინის' მსხვერპლი გახდა,უთოს შნურით ცამოიხჩო თავი.
ეს ისეთ პერიოDსი დხება,რომ სულ რაღაც რამოდენიმე კვირაში 50 წლის იუბილე უნდა იზეიმოს მისმა სამსახურმა და შესაბამისად ჩემი დეიდა იყო ერთ-ერთი მთავარი ჭამა-სმის კუთხით.
თითქმის ყოველ დღე მივდიოდი მისი ტკივილის შესამსუბუქებლად.ერთ დღესაც მივედი და ვხედას მაგიდაზე გამზადებულიც და გასამზადებელიც უამრავი ხორაგია,სულ ცოტა 30 ადამიანს რომ დააპურებდა,გამიკვირდა,არც 40 დღე იყო ახლოს და არც დაბ,დგე,არადა თითონ შვილის სიკვდილის დღიდა (დღემდეც ) აუკრძალა თავს ისეთი რაიმეს ჭამა,რასაც კი მისი შვილი გაკარებია.
ჩემი გაკვირვებული თვალები რომ დაინახა,მწარედ ჩაიღიმა და მითხრა-'გენაცვალოს დეიდამ,დღეს რომ ასეთი უბედური არ ვყოფილიყავი,ეს ყველაფერი მე უნდა გამეკეთებინა და ჩემი მწუხარებით იმ ადამიანებს,ვინც მიყვარს არ შევაწუხებო.ეხლა ძალიან გთხოვ წახვიდე და უთხრა იმათ,რომ ხვალისათვის ყველაფერი იქნება მზადო.
რასთან გვაქვს ამ შემთხვევაშიც საქმე,რას იწონის ან ერთი და ან მეორე ქალბატონების სული?
|