qurdimaxo wrote:ციტატა:
(პოეტის) უკანასკნელი ლექსი
სიტყვებს შესცივდათ ,ჯერ კიდევ ცხელი გულის საბნის ქვეშ იმალებიან
ვით მემკვიდრენი გრძნობებათა მეფის ლექსები მაინც იბადებიან.
გაქრება ცაზე სევდის ღრუბელი და ატყდებიან რეკვად ზარები,
შორეულ მყინვარს მაინც დაადნობს მზე იანვრისგან განაწამები.
ძველ შუშაბანდზე ვითარცა მუჭებს წვიმა რიხინით უშენს მაღლიდან,
მგზავრი ფიქრები მოსვლამდე გზაში ხეტიალისგან ძლიერ დაღლილან.
ტალახში ბორგავს სეტყვების ჯარი და ირევიან ცაზე ღრუბლები
რა სიგიჟეა ეს დედამიწა_თითქოს ყინვაა და ვიდუღები...
ისმის ყიჟინა და დაქანცული კვნესა და ოხვრა ძველი რითმების,
დროც აიწეწა ჰაერში სადღაც და შეერია სევდა ნისლების.
მოხეტიალე აზრები ცაზე ხაზავენ რკალებს დაუსრულებლად,
ამ ერთმა გულმა ისე იფეთქა თითქოს დაიყო მრავალ გულებად,
თითქოს ვიღაცამ გამოკრა ჩახმახს და სისხლიანი ეცა ჩემს ფიქრებს,
და ეს ლექსი კი ამ დაჭრილ სულზე მე ყოველ ღამე მალულად მითევს.
ხატია ფაცია
4 მაისი,2009 წელი
P.S. ექსკლიუზიური "პასუხი" იყო qurdimaxo
