mana wrote:ციტატა:
მიყვარს საქარტველო
არ არის,ძალა ჩვენი სიმართლის დამმარცხებელი
ძალა აღმართს ხნავს
სიბნელეში ჭიატობდა,ფეხზე დგებოდა იმედი გათენების
ვაი რომ გათენებას შემზარავი ღამე მოჰყვება.
ასეთი დიდი ღამე იდგა ჩემს სამშობლოში
დიდი ღამე ნათელი დრის საწინდარია
გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ,ასე მგონია შავად მოჯარული ღრუბლების მიღმ ა მაინც ანგელოზს დაინახავს "მოდარაჯე კაცის თვალი"იმედი-უგნურებათა ჩვენთა კიდევ ერთხელ პატიებისა.
...მერე კი, მოყმის დედა გაეშურება ვეფხის დედასთან სამძიმრის სათქმელად..........
დედათა ქვეყანაა საქართველო!
ძველ ბერძნულ თეატრონებში ტრაგედია იმიტომ თამაშდებოდა, რომ მას სულიერი განწმენდა-ამაღლება, კათარზისი მოჰყოლოდა.
ნამდვილად რომ დედათა ქვეყანაა საქართველო. გამოუსწორებელ ოპტიმისტ დედათა, რომელთაც თავიანთი შვილები არ ენანებათ, რომ სამშობლოს თავისუფლებას ანაცვალონ.
აფერუმ ქართველო დედებო...
ღვთისმშობლის წილხვედრილ საქართველოს ძალიან უჭირს.(ასე უნდა მიაბა ლურსმანა წინა დაწერილს)
უჭირს და მერე როგორ უჭირს, მაგრამ ეს დროებითი გასაჭირია მხოლოდ. მამაზეციერი განსაცდელს უგზავნის ღვთის წილხვედრ ქვეყანას, რათა მოინანიოს ყველა ცოდვა, თუ რაიმე გააჩნია და ახალ ერას განწმენდილი შეხვდეს. განწმენდილი და კრისტალივით სუფთა. საქართველო სტარტისთვის ემზადება რათა ცაში აფრინდეს და მუდამ იფრინოს დაუსრულებლად. ახალ ახალი სიმაღლეები უნდა დაიპყროს ჩვენმა გაწამებულმა სამშობლომ.
კაცობრიობა ბედნიერი ვერ იქნება,მშვიდათ ვერ ისარგებლებს მშვიდობის სიკეთით,სანამ დაღუპვის საფრთხე ელის თუნდაც ერთს,დაე ყველაზე მცირერიცხოვან ხალხს.
მაგრამ იმედით ვცოცხლობთ ქართველები, ხომ გაგიგიათ:ღმერთი მაინც არ გასწირავს კაცსა შენგან განაწირსაო" მე მჯერავს, რომ ასე იქნება.
ასეც იქნება,თუ ყველა ეცდება,ისე იცხოვროს,როგორც ნამდვილ ქართველს შეეფერება,თუ ყველა თავის საქმეს გააკეთბს და ერთმანეთს გვერდში დავუდგებით....