|
მიყვარს საქარტველო არ არის,ძალა ჩვენი სიმართლის დამმარცხებელი ძალა აღმართს ხნავს სიბნელეში ჭიატობდა,ფეხზე დგებოდა იმედი გათენების ვაი რომ გათენებას შემზარავი ღამე მოჰყვება. ასეთი დიდი ღამე იდგა ჩემს სამშობლოში დიდი ღამე ნათელი დრის საწინდარია
გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ,ასე მგონია შავად მოჯარული ღრუბლების მიღმ ა მაინც ანგელოზს დაინახავს "მოდარაჯე კაცის თვალი"იმედი-უგნურებათა ჩვენთა კიდევ ერთხელ პატიებისა. ...მერე კი, მოყმის დედა გაეშურება ვეფხის დედასთან სამძიმრის სათქმელად.......... დედათა ქვეყანაა საქართველო! ძველ ბერძნულ თეატრონებში ტრაგედია იმიტომ თამაშდებოდა, რომ მას სულიერი განწმენდა-ამაღლება, კათარზისი მოჰყოლოდა. ნამდვილად რომ დედათა ქვეყანაა საქართველო. გამოუსწორებელ ოპტიმისტ დედათა, რომელთაც თავიანთი შვილები არ ენანებათ, რომ სამშობლოს თავისუფლებას ანაცვალონ. აფერუმ ქართველო დედებო... ღვთისმშობლის წილხვედრილ საქართველოს ძალიან უჭირს.(ასე უნდა მიაბა ლურსმანა წინა დაწერილს) უჭირს და მერე როგორ უჭირს, მაგრამ ეს დროებითი გასაჭირია მხოლოდ. მამაზეციერი განსაცდელს უგზავნის ღვთის წილხვედრ ქვეყანას, რათა მოინანიოს ყველა ცოდვა, თუ რაიმე გააჩნია და ახალ ერას განწმენდილი შეხვდეს. განწმენდილი და კრისტალივით სუფთა. საქართველო სტარტისთვის ემზადება რათა ცაში აფრინდეს და მუდამ იფრინოს დაუსრულებლად. ახალ ახალი სიმაღლეები უნდა დაიპყროს ჩვენმა გაწამებულმა სამშობლომ.
კაცობრიობა ბედნიერი ვერ იქნება,მშვიდათ ვერ ისარგებლებს მშვიდობის სიკეთით,სანამ დაღუპვის საფრთხე ელის თუნდაც ერთს,დაე ყველაზე მცირერიცხოვან ხალხს. მაგრამ იმედით ვცოცხლობთ ქართველები, ხომ გაგიგიათ:ღმერთი მაინც არ გასწირავს კაცსა შენგან განაწირსაო" მე მჯერავს, რომ ასე იქნება. ასეც იქნება,თუ ყველა ეცდება,ისე იცხოვროს,როგორც ნამდვილ ქართველს შეეფერება,თუ ყველა თავის საქმეს გააკეთბს და ერთმანეთს გვერდში დავუდგებით....saqartvelos xsna,mxolod ertobashia.rogorc saqartvelos acmko ar arsebobs carsulis gareshe,ise ver iqneba momavlis gareshe.GAVERTIANDET უნდა საქართველოზე ზრუნვაში, შენებაში, განვითარებაში, ისე როგორც საქართველოს ნამდვილ მოქალაქეს შეეფერება, გაუხსნათ გულები და გონება ყოველ მცდელობას ჩვენსას მის აღმავლობაში, შეწყდეს გოდება და ტირილი მარადიული წარსულ დიდების, მივხედოთ აწმყოს ნაბიჯ ნაბიჯ, კიბეკიბე, მარცვალ მარცვალ,ზღვაო კოვზობით ილევა, ალვის ხეს ჭინჭველა აქცევსო, გვეყოს სიბრძნე
საქართველოში იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე: ეჰ... წუთით მაინც დაბრუნდებოდეს ჩვენი ბავშვობა და სილამაზე.
თავს არ მოიკლავს ქართველი, არა, ის შეიძლება, ბრძოლაში მოკვდეს ერთი იმედით: სიცოცხლე მარად გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს.
საქართველოში როცა კვდებოდნენ, უფრო და უფრო წუხდნენ ამაზე: ეჰ, წუთით მაინც დაბრუნდებოდეს ჩვენი ბავშვობა და სილამაზე!
ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს, ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს! ჩვენ, შეიძლება, ბრძოლაში მოვკვდეთ, მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს.
რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს, სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს, როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!
დამეხსენი ჩრდილოელო! რა მაქვს შენთან საზიარო? თვით ოხერო, მოუვლელო, როგორ გინდა მომიარო? ბუნებისგან დაჩაგრული განა სესძლებ მეგობრობას მოშხამული, ცივი გული სხვას რას გასწევს თუ არ მტრობას. წლიდან წლამდე უცნაურად გეყინება ტვინი თავში! უნდა ძალაუნებურად ეხვეოდე დათვის ტყავში! -დამეხსენი ჩრდილოელო! რა მაქვს შენთან საზიარო? ნუ, ნუჰფიქრობ,ჩემო მწველო, რომ მფლობელად აღგიარო. (აკაკი) 1939
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი თავისუფლება
ჩემი ხატია სამშობლო, სახატე მთელი ქვეყანა. განათებული მთა-ბარი წილნაყარია ღმერთთანა. თავისუფლება დღეს ჩვენი მომავალს უმღერს დიდებას, ცისკრის ვარსკვლავი ამოდის და ორ ზღვას შუა ბრწყინდება. დიდება თავისუფლებას, თავისუფლებას დიდება.
მუსიკა ზაქარია ფალიაშვილის ჰიმნად დაამუშავა იოსებ კეჭაყმაძემ ლექსი დავით მაღრაძის
|