წვიმა და ღრუბლი სანატრელი ალბათ არ არის,
სულ მოქუფრულა, ნაცრისფერად ქცეულა ყოვლი,
მე მზის სხივების დანატრული, ზეცას შევცქერი,
მიწას კი ასდის სინოტივის და ნესტის ბოლი.
არა არ მინდა მე ღრუბელი, ჭექა -ქუხილი,
არც ზღვა, გიჟივით დუჟმორეულ ძლიერ მძვინვარე.
არც ის ქალაქი, ჩამიჩუმი რომ აღარ ისმის,
და არც სოფელი უსინათლო, მარად მძინარე.
სიცოცხლე მიყვარს, სრბოლა ცისკენ და დილის ნამი,
და ცისარტყელა მრავალფერი, სხივთა ციაგი,
გადარეული მდინარენი მთიდან რომ რბიან,
ჩემი რიონი, არაგვი და მტკვარი, ლიახვი.
მე გაზაფხულს და აპრილის თვეს ვეთაყვანები,
ტყემლების თეთრი ფანტელების განუწყვეტ თოვას,
დაფაცურებულ ჭიანჭველებს ღიმილით ვუმზერ,
და ვეღარ ვითმენ კუდმაკრატელა როდისღა მოვა.
მე ქარი არა, სიო მიყვარს ანცი და ფრთხილი,
აჭრელებული მინდორზე რომ ნაზად ბალახობს,
მომეპარება უცაბედად და მლოდინს ყურში,
შენგან გზავნილი სიყვარულის უსტარს მკარნახობს.
მანა 6 მაისი
