|
არ დავწერ მეთქი პოლიტიკაზე მაგრამ ალბათ მოსათმენი ხანხდახენ მოუთმენელი ხდება, ...რა გიკვირთ ჩემო ძვირფასებო? ახალია რამე??? რაიმე თანამედროვე ფენომენია ქართული ღალატი და შერმადინობა? მარტო კომენტარებში რომ ,,ჩავედი,, რამოდენიმეჯერ იმან შემძრა...ფაქტორი--ჩემს აზრს თუ არ იზიარებ, გარეწარი ხარ---ჩემი აზრით არანორმალურია, რამ გადააგვარა დიალოგის ფორმა? კი ბატონო ვიღაცას მოსწონს ვიღაცას არა დღევანდელი მთავრობა, მე მაგალითად არ მომწონს, მაგრამ ოპოზიცია მზარავს, მზარავს თავისი პრიმიტიულობით, ,,ძველბიჭური გაგებით,, ბრძოლის მეთოდებით, ერთადერთი პოლიტიკოსის გამოსვლას უყურე, ისიც ძალიან ხალისიანად აქეზებდა მასას....დედის გინების მოწოდებით ისე იყო აღფრთოვანებული, მართალი გითხრათ ვიფიქრე ჩაქოლავენ ასეთი ,ნიანდერტალელობის გამო მეთქი, ნამდვილად არ მომმწონს პრეზიდენტის სასიყვარულია თუ სექსუალური გამოხტომები.....მაგრამ არც ემოციებს აყოლილი ოპოზიციონერი მომწონს პირზედუჟმორეული რომ, გაჰკივის.....არ მომწონს მთავრობის მიერ მწერალთა კავშირისა და მეცნიერებათა აკადემიის დაშლა-მოშლა, მაგრამ არც ოპოზიციის მიერ რუსთაველი შერყვნა და აოხრება მითბობს გულს. არ მომწონს საკნის რეკლამირება...იმედია მახო მაპატიებს ეხლა, მაგრამ რა უბედურებაა კრიმინალური სულისკვეთებით ბრძოლა??? პოლიტიკური პატიმარია??? კი ბატონო, მაშინ ..გადაცემის საწყისი მელოდია რატომაა კრიმინალური? ელემენტების არევა ხდება>? რატომ? სადაა პროფესიონალიზმი? აი ასეთი აზრი მაქვს....რა საშველია?? რადა ალბათ დრო....თუ ეს დრო ვინმემ გვაცალა...ეხლა კიდევ ერთი სიმართლე....არლე თაყაიშვილმა ბრძანა, საქართველო ისეთი პატარა ნაკადულია, დიდ მდინარეს თუ არ შეუერთდა ისე ოკეანემდე ვერ მიაღწევსო....მე არ ვიცი ეს დიდი მდინარე სკვითების შთამომავალი პირგამეხებული სლავები იქნებიან თუ, ოკეანისგადაღმელი,, ჰამბურგერისტები,,.... ამიტომ რაDგან არ ვიცი პროგნოზებსაც არ ვაკეთებ, უბრალოდ ჩემი აზრი გაგიზიართ, არც პროფესიით ვარ პოლიტოლოგი.....იმასაც ველოდები, რომ ვინმე მეტყვის სჰენ რა გალაპარაკებს, საერთოდ არ ხარ საქართველოს მოქალაქეო....არა უშავს...სიმართლეს გაუძლებ...სეიძლება საქართველოს არამოქალაქეები მეტ პოპულარიზაციას უწევდნენ თავის სამშობლოს ვიდრე ისინი ვინც რუსტაველს აოხრებენ, ანდა მეცნიერებათა აკადემიას თელავდნენ.....აი ესაა ჩემი პოზიცია....საქართველო ავადაა და ჯანსაღი გზის პოვნაა საჭირო.
|