|
ბუკაკო, ჩემო მეგობარო და უსაყვარლესო ადამიანო! სულით ხორცამდე შემძრა შენმა ნაამბობმა და სრულიად ნათლად მაქვს წარმოდგენილი შენი სიტუაცია, მაგრამ ჩემო კარგო ერთი მინდა გითხრა, შენ ძალიან ძლიერი სულის ადამიანად მყევხარ წარმოდგენილი და მიუხედავად მაგ შენი დიდი მწუხარებისა, შენს თავში კიდევ უნდა ნახო ძალა და შემოსძახო, რომ ცხოვრება გრძელდება.მაგ შენი მეგობრის ნახვით დამსხვრეული ოცნებების სანაცვლოდ უნდა იფიქრო იმაზე, რომ ზოგიერთი მეგობრის ამქვეყნიდან წასვლა იმდენ სულის სიმძიმეს ვერ მოუტანს ადამიანს, როგორც დავუშვათ ღალატი,ჭორი, ბრალდება,და კიდევ მრავალი სხვა. ვიცი რომ ძალიან მძიმეა საყვარელ ადამიანებთან სამუდამოდ დაშოება, მაგრამ იმისი სახე, ნათელი და სუფთა გრძნობა შენი გულიდან ხომ არასოდეს წაიშლება და ბოლოს და ბოლოს, როგორი აბსურდულიც არ უნდა იყოს, იფიქრე რომ ასეთი ადამიანების სულები, უკვალოდ არ ქრებიან და რეინკარნაციას განიცდიან.გაიხადე მიზნად, რომ შენს შვილიშვილს მისი სახელი დაარქვა,, და იფიქრე იმაზე, რომ გარდაცვალება, არის მხოლოდ სახეცვლა ადამიანის და , რომ შენაც როცა დრო მოგივა და უფალი ინებებს 100 წლის შემდეგ იქ, საიქიოს შეხვდებით ერთმანეთს. ჩემო კარგო, იფიქრე იმაზე, რომ თავისი ავადმყოფობით შენმა მეგობარმა ამქვეყნიური ცოდვები მოინანია და განწმენდილმა მისმა სულმა სამოთხეში დაისავანა. იფიქრე იმაზე, რომ შენი ლოცვა და სანთელ- საკმეველი მას საიმქვეყნო გზას გაუნათებს, ხოლო ბევრი ცრემლი გზას გადაუღობავს. ადამიანების ერთმანეთთან დაშორება - ეს გარდაუვალი კანონია, ღმერთის კანონი, რომელსაც წინ ვეღარავინ ვერ აღუდგება, რომელსაც ბედისწერა ქვია და ადრე თუ გვიან ყველას მოგვიწევს ერთმანეთთან გამოთხოვება.
ჩემო ბუკაკო, ადამიანი, ერთადერთი ბიოლოგიური ცხოველია, რომელმაც მარტო ერთი რამ იცის ზუსტად, რომ ის როდესმე გარდაიცვლება. ეხლა რაც შეეხება შენს მეგობარს, ის შენი და შენი შვილის ანგელოზად მოგევლინება. ნატო ეხლა მეც ვტირი ამას რომ გიწერ, მაგრამ უნდა გამაგრდე ჩემო კეთილო და გახსოვდეს, რომ უცხო ქვეყანაში ხარ, და შენ ავადმყოფობის უფლებაც არა გაქვს. თან შენი შვილი, შენი ერთადერთი ვაჟი,- შენს ხელებზეა მოჩერებული და შენ უფლება არა გაქვს, რომ მას უღალატო შენი სისუსტით და ცუდად გახდომით.
არ ვიცი მეტი რა გითხრა, მე დედა და მამა 6 თვეში დავკარგე. თან დიდი ხნის უნახავები მყავდნენ. 3 თვე, საშინელ სტრესებში ვიყავი, ვერ მომენელებინა, რომ ისინი ჩემთვის გაცილებით უფრო ადრე გარდაიცვალნენ, თან ჩემზე ოცნებასა და ფიქრში, მაგრამ...... დრო ყველაფრის მკურნალია. აივანზე გავიდოდი და ამორჩეულ ორ , ერთად მდგომ ვარსკვლავს გავცქეროდი და ასე წარმომედგინა, რომ იქ იყო ჩემი დედის და მამის სულები. შენ ვერ წარმოიდგენ რა შორს, მაგრამ რა ახლოს იყო ის ვარსკვლავები ჩემთან. ერთხელ მახსოვს ღამე ძალიან ცუდად გავხდი და თითქოს სულს ვერ ვითქვამ( ნევროზი დამემართა) და მგონია, თუ ვინმე ხელს მკრავს და გამომაფხიზლებს, აღარ მოვკვდებითქო.ეს ხდებოდა მოსკოვში ამ დროს იქ სადაც ფანჯარა იყო, ვითომ კარებად გადაიქცა, ჩემი დედიკო შემოვიდა, როგორც ჩვეოდა ლამაზად დავარცხნილი თმებით , აჩქარებული ნაბიჯით და უხმოდ ხელი გამკრა და მეც გამომეღვიძა. მაჯა 100 მქონდა და სულ ოფლში ვიყავი გაწურული. ირგვლივ მიმოვიხედე, ხელი ვინ გამკრათქო და ჩემს მეუღლესაც და ბავშვებსაც მშვიდად ეძინათ, ხოლო მე კი რეალურად დალურჯებული მქონდა ხელის ის ადგილი. ჰო, ეს ძალიან ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტი ერთია: ჩემი დედა, ჩემს მფარველ ანგელოზად გამომეცხადა. ალბათ ძალიან გადაგღალე. მე ერთს გეტყვი მხოლოდ:"ჭირსა შიგან გამაგრება, ესრე უნდა ვით ქვითკირსა" წმინდა გიორგის მადლი შეეწიოს შენს მეგობარს, და თუ სასიცოცხლოა მალე გამოაჯანმრთელოს, თუ არა და სიცოცხლის ბოლო წუთები გაუადვილოს.
|