↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
დესპანის პოეტები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1079 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გაიხარე კარამელკა=ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
დილა იგნორით??
სული მინორით???
სადღაც გამქრალა..
ალბათ..ზრდასრული
უღიმღამო სიტყვები..
მეკიჟინება..
მესიცილები...
ვითომ??
გგონია მსგავსი ვიქნები?
მეალერსება..
მესურნელება...
ლურჯი სისავსე
თეთრი ღრუბლები...
თუნდაც ზნე ალიანი არდადუღების

მეგულქვავება...
მედიდგულება...
კვლავ მერაზება...
უნდა შეგეძლოს...
მშვიდი ფიქრები....
ნეტავ იცოდე ...
მეგებებიან..
სამეწამულო...
დღენი არდავიწყების...
გამეხედნება....
დამეფინება...
დამემშვენება...
და ალიონზე გამეჭენება....
დრო და მანძილი ....
რა პრელუდია....
აზრი ბურთია...
კვლავაც თარეშის გმირი ვიქნები.

:) 1აიკო 2009 წლის 6 მაისიოო:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
ემიგრანტის ნოსტალგია

შენგან შორს ყოფნას საქართველოვ მაინც ვერ ვუძლებ,
დღითი-დღე ისევ ეს მანძილი მხოლოდ სევდას მფენს,
ვზივარ და ფიქრში შენს სიცოცხლით სავსე მზეს ვუმზერ,
შენს ნიავს ვკოცნი და ვეხვევი მონატრებულ მთებს!..
ღამე სიზმრებში ვმოგზაურობ იმ მხარეებში,
სად თავბრუდამხვევ სილამაზეს ვეთაყვანები
და გაზაფხულის ჭრელ ფერებით მორთულ ბაღებში
ჟუჟუნა წვიმას ხელგაშლილი ვეთამაშები.
იქ,შორიახლო მომიხმობენ ნაკადულები,
შენს წარსულ გმირთა ისტორიებს მომიყვებიან
და მთაწმინდიდან ლაღად მდგარი ხეთა რაზმები
მათ სადიდებლად სამშობლოზე ერთხმად მღერიან.
ყოველ ცისკარზე მზე გენთება მთებზე კელატრად,
ღვთისმშობლის წმინდა კალთა გიცავს ასე დაკორტნილს,
ოდითგან მტერი გახვევია მოვარდნილ ავდრად,_
როგორც ვერ შესძლო,ვეღარც გნახავს მისგან დაჩოქილს!
სხვაგან სად არის ის სითბო და ის სილამაზე
შენთვის უფალს რომ ასე უხვად გადმოუცია?!
სანატრელია სიკვდილიც კი შენს ტკბილ მიწაზე,
რომელსაც ბევრი შვილთა სისხლიც გამოუცდია...
რა დამასვენებს ,როცა ვიცი ასე შორს რომ ხარ?!
შენგან სიშორე უსასრულო გაბმულა ხიდად,
მეც დგეს ერთ-ერთი ემიგრანტი შენი შვილი ვარ,
სანამ არ გნახავ ვერასოდეს ვიქნები მშვიდად!
გამოგვიგზავნე უხვი სითბო და სიყვარული
შენგან დროებით მოშორებულ ,მონატრებულ ერს,
რაც შენ დაგტოვეთ დაგვავიწყდა ის სიხარული,
რაც გვაერთებდა, გვანიჭებდა ბევრ ბედნიერ დღეს.
შენ სიამაყე,სიდიადე ხარ ქართველების_
შერწყმული ხმებით,ცეკვებით თუ ძველი დუქნებით,
დალოცვილია შენი ბზა თუ შენი ვენახი,
ყარაჩოღლები სატრფიალო ხის დუდუკებით.
ყოველი კუთხე სახატეა შენი კედლების,
შენ კი პატარა სალოცავი ხარ ღვთისგან ქმნილი,
შენ ხარ ვედრება და წყალობა თვით ამ ვედრების,
წმინდა მიწისგან ჩვენს სამოთხედ ხარ გამოთლილი.
და ამ სიშორეს ჩვენს შორის რომ ჩამდგარა მკაცრად
მე გადმოვლახავ,რომ შენამდე მოვიდე მხოლოდ,
მაშინ ითვლები ქვეყანაზე ყოველთვის კაცად,
როცა შენს მიწას უბრუნდები კვლავ საბოლოოდ!

ხატია ფაცია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
კარამელკა ძვირფასო!
ნიჭიერი გოგო ხარ, ერთი რამე გაითვალისწინე, ლექსი რაც უფრო თავისუფალია მით უფრო მფრინავია...ნუ დატვირთავ ამდენი სიტყვებით..დატვირთე ემოციით...სიტყვა ემოციას ვერ შეცვლის!!!
გაკოცე..არ გეწყინოს!=ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
1aiko wrote:
ციტატა:
კარამელკა ძვირფასო!
ნიჭიერი გოგო ხარ, ერთი რამე გაითვალისწინე, ლექსი რაც უფრო თავისუფალია მით უფრო მფრინავია...ნუ დატვირთავ ამდენი სიტყვებით..დატვირთე ემოციით...სიტყვა ემოციას ვერ შეცვლის!!!
გაკოცე..არ გეწყინოს!=ko= =ko= =ko= =ko= =ko=

დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის და შენიშვნისთვისაც laiko, არ ვიცი სხვებისთვის როგორ ჩანს,მაგრამ ყოველთვის ჩემს ემოციებს ვდებ ჩემს ლექსებში, მე თვითონ ვარ ზედმეტად ემოციური და შეიძლება ამიტომაც გეჩვენებათ ზედმეტად დატვირთული, მაგრამ ჩემი ყველა ლექსი ჩემთვის ,როგორც სულიერად უახლოესი მეგობარი ისეა, ყველა ჩემს გულისთქმას, სიხარულს, ტკივილს და მოანტრებას პირველ რიგში ამ ლეკსებს ვუზიარებ და მერე სხვებს , ჩემთვის "ლექსის სასწორი" არ არსებობს, რომ ავწონო რამდენად მძიმე ან რამდენად მსუქბუქია, მაგათში მარტო სულიერ შვებას და თეთრ ფურცლებზე მელნისფერი ასოებით ამოწერილ გულისთქმას ვხედავ.
ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. =love= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined11 Sep 2008
Posts545
კარმა0
OFFLINEPROFILE
კარამელკაააა გაიხარე სიქალულებოო=ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გაკოცეეეთ გოგოებოოო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
საქართველოს ომი

მკრთალი ფერებით შეღებილა საქართველოს ცა,
მწვანე ბალახებს შერევია ქართველთა სისხლი,
აგერ დაჭრილა ჩვილი ბავშვიც მიმავალი გზად
და დაუდიდა ვიღაცისთვის მას ცოდვის ტვირთი.
ქართველი დედის მოთქმა ისმის იმ ღობის პირას,
შავი ძონძებით შემოსილა შვილდაკარგული,
იქ ჯარისკაციც დაუჭრია მტრის ნასროლ ტყვიას
და ვაჟკაცურად შეუწირავს ქვეყნისთვის გული...
აკივლებულან გუმბათები სამების თავზე
და გლოვის ზარებს აჰყოლიათ გუგუნით მთები,
ერთ დროს ლამაზად გადაქარგულ ჭრელ ფიანდაზზე
მიმოფანტულან დაღუპულთა ცივი ცხედრები.
მამა შვილს ეძებს... დედა გლოვობს... ცოლი ქვითინებს
ობოლ ბავშვების ქუჩა-ქუჩა გაისმის კვნესა,
ვით მაცხოვარი საქართველოც ეკლის გვირგვინებს
თავზე იდგამს და ნამუსს ურცხვენს ამით თვის მტერსაც.
უკვე საომრად გამზადებულ აწ წასასვლელ შვილს
გულის ფანცქალით მიაცილებს დედა სახლიდან,
მშობელი მამა თავს დასცქერის ახლადშობილ შვილს,
ომში მიმავალს თვალს აყოლებს ცოლი სარკმლიდან.
აგვისტოს მზესთან ერთად იწვის სახლი, ქუჩები
და ნანგრევებად უქცევიათ სამოთხე ჩვენი,
მოუმარჯვნიათ მტრებს დასისხლულ ხელში რუქები
და გაუყვიათ,როგორც ლუკმის ბოლო ნარჩენი.
ეს მერამდენედ დაუჭრილხართ ჩემო სამშობლოვ
და ჭრილობიდან წაგსკდომია რამდენჯერ სისხლი...
შენ ხომ ღვთისმშობლის წილხვედრი ხარ ღვთის საქართველოვ,
სწორედ ამიტომ უფალია ასე რომ გიხსნის!
ამ სიშორიდან როგორ მინდა მოგწმინდო ცრემლი
და დაგეფინო ტკბილ მალამოდ დაჭრილ მიწაზე,
დავიწყებულიც არ გქონია ტკივილი ძველი
რომ აგუგუნდა გლოვის ზარი ისევ შენს ცაზე.
მაგრამ დადგა დრო,რომ კვლავ აღსდგე სამშობლოვ ჩვენო,
ქართველი ერი შენთვის დგება ერთიან ძალად,
მზისებრ ინათებ ,გასხივდები კვლავ საქართველოვ
და იარსებებ როგორც ღმერთი მარად და მარად!

ხატია ფაცია

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Apr 2009
Posts302
კარმა0
OFFLINEPROFILE
=ae= =ae= =ae= =ae=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
Lako85 wrote:
ციტატა:
კარამელკაააა გაიხარე სიქალულებოო=ko= =ko= =ko= =ko=

=ko= =ko= =ko= =ko= =love=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
კარამელკა=ko= =ko=
ძალიან ლამაზ ლექსებს წერ..
დასაწყისიდან თითქმის ყველა მაქვს წაკითხული..
ასევე მომეწონა მანანა ფრუიძის ლექსებიც..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
კარამელკა გაკოცე ბევრი=ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Nov 2007
Posts2121
კარმა103
OFFLINEPROFILE
ARIADNIT და likao ძალიან დიდი მადლობა =love= =love=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=U98Z9tuopyo

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=Etr_qRfkKus

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1079 posts ] 
დესპანის პოეტები
დესპანი