|
ვაიმეეეე,უკვე მართლა კარგად ვარ ხალხნოოოო.იცით როგორ მიშველეთ. ერთი გაფიქრება კი ვინანე ის ,რაც დავწერე,რას ვერჩი ამ ხალხს თქო,მაგრამ ეხლა ვხვდები,რომ ეს გვერდი ამით უნდა იყოს დატვირთული,ვუთხრათ ტკივილი ერთმანეტს უნდა,ასე მგონია.
სახლში გაეწერება ხვალ ონკოლოგიურიდან გული რამდენხანსაც აცოცხლებსო,ბოლო განაჩენი. მიუხედავად მედიცინასთან ახლოს ყოფნისა (ვეტექიმი) არ იცის რა სჭირს.სიმსივნე ხერხემლის მალაშია,პირველად ვისმენ ამასაც. მიუხედავად იმისა,მასტიტი აქვს ამოჭრილი და ალბათ ეჭვიც უნდა გაუჩნდეს,ეტყობა ადამიანი რაღაცას არ იჯერებს.....არ ვიციიი.
ძალიან კარგი იყო ახალგაზრდობაში და დღემდე.182 სიმაღლით და ყოფილი ხელბურტელი საქართველოს ნაკრების წევრი ქალებში.
ცოტა ამპარტავანი,ქედმაღალი,რადიკალური,პატივმოყვარე,მაგრამ დოზებით.
26 მაისს 55 წლის შესრულდება. მე კიდევ 1 ივნისს 58-ის.
ერთი ეპიზოდი მახსენდება მისი ხასიათიდან გამომდინარე.
პერიოდი მაქვს,როდესაც რბილად რომ ვთქვა მიჭირს.თითონ საშუალოდ,არც იქეთ,არც აქეთ.
წავედი დაბ.დგის მოსალოცად და როგორც ხდება ხოლმე სულ რაღაც საათები დავივიწყე ჩემი გასაჭირი.ვიგიჟეთ ბევრი.იქვე გავიცანი რამოდენიმე მისი ახალი მეგობარი,მოხდა ისე,რომ ოგვეწონა ერთმანეტი და გაიგეს რა ჩემი დაბ,დღე გამოთქვეს სურვილი მსტუმრობოდნენ.უარს როგორ ვეტყოდი.
31 მაისს დილას ვურეკავ ჩემს მირანდოლინას და ვეუბნები,რომ მონახოს რაიმე მიზეზი,ამარიდოს ისეთ სტუმარს,რომელსაც განსაკუთრებული დახვედრა სჭირდება,თორემ მაიკოს არ იყოს,ჩვენ ყავაზე და სიგარეტძეც გადასარევად ვქეიფობდით.
ხმა,რა თქმა უნდა ემოციური მქონდა.მითხრა რომ ამაზე როგორ შეიძლებოდა ნერვიულობა,მოიფიქრებდა რაიმე მიზეზს აუცილებლად.
თითონ გლდანში ცხოვრობდა,მე კიდევ ვარკეთილში.
საღამოს ზარია,ვაღებ კარს და ჩემი მირანდოლინა,რომელსაც კბილებშიც კი პარკი ქონდა. რომელსაც შაქარიც არ დავიჭყებია ყავისთვის.
მახსოვს მისი აზიდული წარბები,ამაყი საოცრად,ქედმაღალი კარგი გაგებით და...
'აბა ახლა მეტი რამე მქონდა საქმე იმათთან დავიწყებდი ტირილსო.აქ ჩემი 4 მეგობრისათვის და ჩვენთვისაც საკმარისია ყველაფერიო.'
საოცარი ის,იყო რომ იმ დღეს მესტუმრა ისეთი კატეგორია მეგობრებისა,რომლებიც წკლები არ მენახა და თითქოს დამთხვევა იყო,ყველა პროდუქტებით სავსე პარკებით. ეს 1996 წელი იყო.
|