1aiko wrote:ციტატა:
თუ საიტის ჩამომყალიბებლები თვლიან რომ საიტი უნდა დახურონ, ვერც ვერავინ მოსთხოვს ახსნას და ვერც შეეწინააღმდეგება...თხოვნა?? არ ვიცი ალბათ სათხოვნად არ გაიხდიდნენ საქმეს რომ მართლა პრობლემები არ იყოს საიტის არსებობასთან დაკავშირებით...პოპულარობა ძნელი დასათმობია...არ დათმობდნენ საიტის ფუძემდებლები რომ რაიმე გარკვეული პრობლემა არ შექმნოდათ....ანდა იმედია ცოტა ხანში სხვა საიტზე მიგვიწვევენ.
მაშ ისღა დაგვრჩენია წარმატებები უსურვოთ და მადლობა უთხრათ მიღებული სიამოვნებისა და სიხარულისათვის...იმისათვისაც რომ ერთმანეთი გაგვაცნეს და დაგვაახლოვეს.

მაიკო მეც მაგ აზრის ვარ უკვე.
დიდი მადლობა დესპანის შემქმნელებს, ამ ჩვენს ნამდვილად სასიქადულო ვაჟკაცებს, რომ ერთმანეთი გაგვაცნეს და დაგვაახლოვეს.იმედია ისინი არ დაზოგავენ ძალსა და ღონეს, რომ შეინარჩუნონ საიტი და ჩვენი მეგობრობა. თუ ეს ვეღარ შეძლეს ალბათ რაღაც გარკვეული მიზეზია და თუ თვლიან, რომ ჩვენ ეს მიზეზი არ უნდა გავიგოთ, რადგან მაინც ვერ მივეხმარებით, მათი ნებაა და ვუსურვოთ ჯანმრთელობა, ხვავი და ბარაქა, გამრავლება, მალე სამშობლოში დაბრუნება და ბედნიერი მომავალი.რასაც ყველა თქვენთაგანსაც გისურვებთ ჩემო საყვარელო დესპანელებო.
ისე მართლაც ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, მაგრამ იმედია, რომ ჩვენი მეგობრობა , საქართველო და ქართველი ერი მარად იარსებებს.
კი, სტალინის ლექსებია, მაგრამ მაგრად მიყვარს.
ვარდს გაეფურჩქნა კოკორი,
გადაჰხვეოდა იასა,
ზამბახსაც გაჰღვიძებოდა
და თავს უხრიდა ნიავსა.
ტოროლა მაღლა ღრუბლებში
წკრიალ-წკრიალით ჰგალობდა,
ბულბულიც, გრძნობით აღვსილი,
ნაზის ხმით ამას ამბობდა:
,,აჰყვავდი ტურფა ქვეყანავ,
ილხინე, ივერთ მხარეო,
და შენც, ქართველო, სწავლითა
სამშობლო გაახარეო!“
ამ ქვეყნად იგი, ვით ლანდი,
კარის-კარ დაწრიალებდა;
ხელთ ეპყრა მუხის ფანდური,
ხმა ტკბილად აწკრიალებდა;
მის საოცნებო ჰანგებში;
ვითარცა სხივი მზიური,
ისმოდა თვითონ სიმართლე
და სიყვარული ციური,
ბევრს აუძგერა იმა ხმამ
გული, ქვად გადაქცეული;
ბევრს გაუნათლა გონება,
ბნელ-უკუნეთად ქცეული.
მაგრამ, დიდების მაგიერ,
სად ჩანგმა გაიწკრიალა,
განდევნილს ბრბომ იქ დაუდგა
შხამით აღვსილი ფიალა. . .
და უთხრეს: ,,შესვი, წყეულო,
ეგ არის შენი ხვედრიო!
შენი არ გვინდა სიმართლე,
არც ეგ ციური ხმებიო!“
