bubusuna wrote:ციტატა:
ახლა შემოვიხედე დესპანზე და ადმინისტრაციის წერილი რომ ვნახე,თითქოს გულში რაღაც ჩამწყდ, საშინელ ხასიათზე დავდექი, მიუხედავად იმისა, რომ ამ ბოლო დროს თითქმის არ შემოვდიოდი აქ, მაინც საშინლად დამწყდა გული. ბუბუს გეფიცებით ცრემლები წამომივიდა.
თითქმის ორი წელია დესპანზე ვარ, მილიონჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ამ საიტმა გადამატანინა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი პერიოდი, დესპანით თენდებოდა და დესპანით ღამდებოდა ჩემთვის ყოველი დღე. თვალს გავახელდი თუ არა აქ შემოვრბოდი. ეს იყო ჩვენი დიდი ოჯახი, თავისი დილამშვიდობისათი და ძილინებისათი, ქეიფებით და ულამაზესი პოეზიით, პენ-მარათონით და ანეგდოტებით, თვინის საჭყლეტი გამოცანებით და ბრძნული აზრებით, ულამაზესი სურათებით და "პრიკოლებით",რაც მთავარია ერთმანეთის ნუგეშით და სიყვარულით. გარდა იმისა დესპანმა ულამაზესი და უკარგესი ადამიანები გამაცნო. მართლაც მაგარი ხალხი შემოდიოდა მაშინ დესპანზე, ერთმანეთზე ერუდირებული, ხალისიანი, მოსიყვარულე.(ახლებო, ძალიან გთხოვთ არ გეწყინოთ, უბრალოდ თქვენ ნაკლებად გიცნობთ და არ შემიძლია დაგახასიათოთ).
არასოდეს დამავიწყდებით, ჩემო ვიტუალურო მეგობრებო, და არა მარტო ვირტუალურებო. მართლაც შეგისისხლხორცეთ. ამდენი დრო, ერთად აღებული, შეიძლება ჩემს ბავშვობის მეგობრებთან არ მაქვს გატარებული, რაც თქვენთან გავატარე. მინდა კიდევ ერთხელ ყველას მოგესიყვარულოთ და მოგეფეროთ, იმედი მაქვს, ვისაც რეალურ ცხოვრებაში არ შევხვედრილვართ, იმათაც შევხვდებით.( ციციკორე, ეს შენ გეხება ყველაზე მეტად, რომ შეგპირდი, დილის 6 საათზე არყებით და იკრიანი ბლინებით დაგადგები მეთქი, აუცილებლად აგისრულებ როცა დავბრუნდები საქართველოში )
ყველას გეფერებით დიდი სიყვარულით, ჩემო ნაბულა, პაქსაკ, ნჯ მაიკო, ლიაკო, თამო, ზვიგენ, პიკასო, მაქსიმას განმანათლებელო, ელჩი გიო, მაგნოლია, გიო არმანი, მანჩო, კარამელკა, გიორგა 72, დოლამაფია, მამუკა, ნანანო, ფოცხვერი, თიკიკი, სკარა,მარიკუშა,გუკა, სოსოიეს რუსი, ცელქი გოგონა,ბაკო,ქეთა, ქეშ და შარლოტა-იაკო,ჩე და ხატიტა,ანა-თეკლა, თეკლა79, ნეტოია, ცქნაფა,მანა, მამასახლისი, ციციკორე,ნინიკარა, ცუდო,ნინოჩკა,ლულუ,ურია, კიზიბი,ვილლ,გურანდა, ალექსანდრა, ბარბი,დორადო, ბატატარი, ნიანანა, ლეონ, პაკ,ლიკა, და რა თქმა უნდა თქვენ, ჩემო ლეონარდო და დავინჩ. (მაპატიეთ თუ ვინმე გამომრჩა).
ლევან და დათო, თქვენ გიხდით კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ამ საიტის შექმნისთვის და ჩვენი ემიგრაციული, ერთფეროვანი ცხოვრების გალამაზებისა და გახალისებისთვის. ყველას გისურვებთ ლამაზ და ბედნიერ ცხოვრებას. ყველა ოცნება აგხდენოდეთ! დედები მალე ჩახუტებოდეთ თქვენს შვილებს, ცოლები -ქმრებს, შვილები -მშობლებს და ყველას ერთად გეცხოვროთ თავისუფალ და აყვავებულ საქართველოში! უფალი შეეწიოს ყველა თქვენთაგანს და სრულიად საქართველოს!!!
მიყვარხართ ყველა:)
ბუბუ-ჯიგარო.
როგორი უარყოფითი რეაქცია მაქვს, ვერ წარმოიდგენ მაიკო.
დღეს, სხვა ვერაფერი, რომ ვერ "მოვიფიქრე", ავიღე და უგონოდ დავთვერი.
ასეთი რამ, დაახლოებით ათი წელია არ გამიკეთებია.
"იქ", მქონდა ხოლმე, ასეთი შემთხვევები.
მაგალითად, ვიღაც, რომ მაწყენინებდა, ან რამე უსამართლობას შევესწრებოდი, ძალიან იშვიათად ვიყენებდი ჩემს უპირატესობას, როცა სხვა გამოსავალს ვერ ვხედავდი./ "ცემა-ტყეპის" სპეციალისტი ვარ, ხარისხიც და წოდებაც მაქვს "დაკა-დაკას" სპეციალობით./
დღეს, ძალიან ბევრი შეკითხვა დაუსვი, საკუთარ თავს.
ბევრს უპასუხე, მაგრამ დამრჩა რამოდენიმე პასუხგაუცემელი...................
"გული, ისეთი რამეა, რომელიც შეიძლება გაირეცხოს"-/ჩემია/
მოვიშორებ ამ "ტკივილს", როგორც იქნება
"დაუნდობელია სიყვარული"-/ესეც ჩემია/
მეყვარებით და გახსოვდეთ, დაგიმახსოვრეთ ყველა.
სიკეთის გზით სიარული, არ მოგიშალოთ უფალმა.
გახსოვდეთ:-ქართველები, გამარჯვებისთვის არიან გაჩენილები.