ცოტას გაგამხიარულებთ.
ადრე ფიცხელამ, "იმედი" მიწოდა თავის წერილში.
ჰოოდა, გავაგრძელოთ ცხოვრებაი.=lol=

ერთი მეგობარი მყავს, წარმოშობით კახელია. კვირა ისე გავიდოდა, ხმას არ იღებდა, მაგრამ მერე ერთს იტყოდა და მთელი კვირა ვხარხარებდით მის ნათქვამზე.
გახსოვთ ალბათ, აზერბაიჯანში, 90-იანებში, პრემიერ-მინისტრად/მგონი არ ვცდები თანამდებობაში/ პიროვნება დანიშნეს, გვარად ელჩიბეი.
წესად გვქონდა, ყოველ შაბათს, რესტორანში წავსულიყავით.
თუ რამე ახალი გაიხსნებოდა, მთელი შვიდ კაციანი "ბრიგადა" ვადგებოდით ხოლმე, რათქმა უნდა მეუღლეების გარეშე.=ae=

ამაი კიდე, კახელსა, მაგარი "გართულება" ჰქონდა ჩემს გვარზე.
განა პირდაპირ გეტყოდა?
ჩაუჯექით ჯიგრიანად და მოვილხინეთ, ცოტა რო გაუბერეთ, პოლიტიკასაც გადავწვდით და აზერბაიჯანის თემაც ამოვარდაააა.
თითქმის უკვე დაბლუვების პროცესი განვლილი ჰქონდა, მაგრამ მაინც მოახერხა და წაილუღლუღა:
-შენი "ნათესავები", რა ძვირად ყიდიან მწვანილს, ბაზარშიო?/მარნეულელ თათრებზე მიმანიშნა/=haa=

მეც მეტი რა უნდა მექნა?
გადავჯექი მის გვერდით და სანამ ბოლომდე არ დავაბლუე სასმელით, არ მოვეშვი.=lol=

მერე ავიკიდე და მივიტანე "სახში".=lol=