ეხლა განსაკუთრებულად მივმართავ უფროს
თაობას,ოდის დამაარსებელს მანას,სიცოცხლესა
და სიყვარულს,ადამიანებს შორის ურთიერთობების
საუკეთესო მაგალითს.
მივმართავ ჩემს ბუკაკოს,ვისთვისაც ასეთი მზრუნველობით აშენდა ეს ჩვენი ოდა. სინამდვილეში ოდა კი არა და მშობლიური კერა. აი ამ მშობლიურ მზრუნველობას ხომ ბუკაკო არავის აკლებდა.
მუდამ მზად იყო ყველას მიფერებოდა და ჩახუტებოდა,
გადმოეცა ჩვენთვის მისი ცხოვრების კურიოზები,
რაზედაც სიამოვნებით ვხალისობდით.
მინდა მივეფერო ტამოუტიას,რომელიც გულს გვიხარებდა
თავისი ქუთეისურ-გურული კილოკავით,ბრძნული
აზრებით და ჩვენდამი დიდი სიყვარულით.
ვეფერები ახალგაზრდებს:მახოს,სანდრიკოს და
ელჩს,რომლებიც მუდამ ჩვენს გვერდით იდგნენ და
ძალას გვმატებდნენ, უპრეტენზიოთ იტანდნენ
ოდელი ქალების ხუმრობასა და უწმაწურ შაირებსაც კი.
ჩავეხუტები ასევე ჩემს გაკეთებულ მთიელ ქალას
ლეტიგოს,რომელმაც მამიკოც კი შემარქვა და
შაირობანაც გავმართეთ,ყოველ საღამოს სკაიპში
მეღადავება და ჯერ მომმართავს,შენ გიჟი ხომ არა ხარ გოგოო,მერე კი მებოდიშება უი მავიწყდება რომ უფროსი ხარო.
ვეფერები ტარტალეტკასა და ლაკუნას,რომლებიც
ოდნოებში შემომიხტნენ თბილი სიტყვებით და მთელი
დღე საგონებელში ჩამაგდეს,ნეტავ ვინ არიან მეთქი,
თქვენ შემოგევლოთ თქვენი მახუნია.
ვეხუტუნები მაიაშვიდს,უაღრესად ყირადღებიან,
ძრდილობიან,ტკბილ ახალგაზრდას,რომელიც მხოლოდ
ადამიანების სიამოვნებაზე ფიქრობს.
კიდევ ერთხელ ჩამოგივლით და გაკოცებთ აიკუნა, არიადნი და ლიაკო.=ko=

და ბოლოსთვის ვინახავდი უტკბილესსა და უსაყვარლეს
ციციკორეს,რომელიც მუდამ მზად იყო ფეხზე
მდგარიყო და ოდელებისთვის სითბო,სიყვარული და
პურმარილი არ მოეკლო.გკოცნი ციცი ბევრს.
მივეფერები მედის,რომელიც იშვიათად შემოგვირბენდა,
შეგვაქებდა,მოგვისიყვარულებდა და თბილად
დაგვლოცავდა.
ძალიან მაგრად მინდა ჩავეკონო ჩემს დიდი ხნის
მეგობარსა და საყვარელ ადამიანს,ჯიჯილალას.
გაგიმარჯოს ჩემო ჯიჯი,შენი ქალობითა და ადამიანობით.
თუ კიდევ ვინმე გამომრჩა,იმედია მაპატიებთ,ჯერ
ასაკი ალბათ თავისას შვება და მერე ამდენი ნერვიულობა.
ყველანი ძალიან მიყვარხართ,ყველას დიდ მადლობას
გიხდით,თქვენი მახო,რომელსაც გათამამებული
ბავშვობა და შემდეგ კი გამწარებული ცხოვრება ჰქონდა
მაგრამ ამ ცხოვრებას არ გაუბოროტებია.
მიყვარხართ მთელი სულითა და გულით.