ჩემს ერთადერთ შვილს გეფიცებით,ცრემლებით მაქვს თვალები სავსე,1 ბოთლ კონიაკში ვზივარ და კიდევ ვამატებ სიმწრით,ისევ ის დღე მგონია 5 წლის წინ რომ დავტოვე საქართველო,არ მეგონა საქართველოში რომ მალე ჩავიდოდი,მაგრამ ღმერთმა ინება რომ ასე მომხდარიყო და უპრობლემოდ შემიძლია ჩასვლა და წამოსვლა,იმედს ვიტოვებ,რომ დესპანიც მალე აღდგება და ისევ შევძლებ აქ შეძენილ მეგობრებთან ურთიერთობას.
ლეონარდო,დავინჩი,მაქსიმას,თქვენი წყალობით გავიცანი ეს ჩემთვის უძვირფასესი ხალხი,რაზედაც მთელი ცხოვრება თქვენი მონა-მორჩილი ვიქნები,ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის,თქვენ არ იცით (ალბათ იცით,მაგრამ იმდენად მაინც ვერ გრძნობთ,როგორც ჩვენ)რა ცვლილება შეიტანეთ ჩვენს ცხოვრებაში,დიდი მადლობა,რომ არსებობთ,გაიხარეთ,მიყვარხართ,ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მალე შევხვდებით ერთმანეთს,მშვიდობიანი გზით გევლოთ,გლოცავთ მთელი სულით და გულით
