NJ_Maiko wrote:ციტატა:
10-ია დღეს რატომ ხართ კიდე აქ?=lol=
მაიკო, ჩემი ხელით, ბევრი მყავს დამარხული./ორი დღის საქმე, ერთ დღეში დავამთავრე და იღბალი ჩემი, გადარეული გამოვრბოდი სახლისკენ, არავინ გამაჩერა./
მაგრამ, დესპანს არ მივცემ, იმი უფლებას, რომ "დაიკარგოს მოგონებებში".
ჩამოვედი ერთ დღეში, ვერ გავძელი, ფიქრმა დამგლიჯა.
არც პასუხი დამხვდა მიწერილ წერილებზე და არც დრო მაქვს, წავიკითხო, დესპანელების ბოლო გამოთქმებზე.
რათა, თქვე დალოცვილებო, რათა???
არ არსებობს ისეთი პრობლემა, რომლის გადაჭრაც არ შეიძლებოდეს?
ადმინებო, თქვენ გეკითხებით, გამაგებინეთ, რა ხდება სინამდვილეში.
ხომ იცით, მთას გადავდგავთ, როცა ერთად ვიქნებით.
რატომ ხდება, ასე უეცრად, გამოცხადება იმისა, რომ ეს უსაყვარლესი საითი არსებობას ამთავრებს?
ბევრ შეკითხვას მიტოვებთ პასუხ გაუცემელს.
თუ ფინანსური დახმარება გჭირდებოდათ, რატომ მოგერიდათ, გეთქვათ ყველასთვის.
თქვენ ხომ უკეთესად ხედავთ, ვინ, ვინ არის?
45-55%-გვერდში დაგიდგებოდით.
დაგეხმარებოდით ამ საითის გადარჩენაშიც და თქვენი მომავალი გეგმების განხორციელებაშიც.
არ ჩამთვალეთ ყურადღების ღირსად და არ მომაქციეთ სათანადო ყურადღება.
განა რას გთხოვდით?
მქონოდა თქვენთან კავშირი.
იყო თუ არა ასე?
იმ თავიდან, ყოველთვის სოლიდარობას და მადლიერებას გამოვთქვამდი თქვენს მიმართ.
მართლაც, რომ მართალი გზით მიდიოდით.
თუ ფიქრობთ, რომ მე, ვერ "შევეფერები", იმ ადამიანების "რიგს", რომლებსაც ელაპარაკოთ პირადად, მაშინ გეტყვით, რომ ცდებით.
არა ვარ, ეს დედა ლამაზი, არც ამბიციური და არც ნამეტანი თავმოყვარე.
რატომ მიიყვანეთ აქამდე, ეს საითი?
გეკითხებით, რატომ უნდა დავკარგო ამდენი ქართველი ერთი "მოქნევით"?
გეტყვით პირდაპირ:-სანამ მართალ მიზეზს არ გვეტყვით რა ხდება, საითს ვერ დახურავთ.
ლევან, დავით, ლიკა, maxsimas-რომელიმემ მიპასუხეთ, თორემ დასაბმელი ვარ უკვე.