|
სკოლის დირექტორობა ლატარიით, თუ გერგო არ ნიშნავს მოწაფეებით ჯეკპოტი გაათამაშო. რომ არა ეს ჩემი "მშვენიერი" გამოცდილება, თავსაც არ შევიწუხებდი ამ წერილის წერისათვის, თუმცა აზარტს მოკლებული არაა ჩემთვის ეს საქმიანობა; ადამიანების სიბეცე სამყაროსავით უსასრულოაო, აინშტაინი ამბობდა, აბა მიდით და შეედავეთ მის დასკვნებს, თუმცა არც ერთ მოაზროვნე პიროვნებას ავტომატიურ რეჟიმში ამ აქსიომისათვის თავის დაკვრა არ დასჭირდება, იმდენი მაგალითებია ირგვლივ, ქართული რეალობა კიდე ისე ოსტატურად იმკვიდრებს ადგილს ამ უსასრულობაში, რომ ძნელია უარი თქვა ფრაზაზე; "რაც მაგრები ვართ ქართველები ვართო" ყველაზე არასასიამოვნო ამ წერილის წერაში ჩემი პირადი ცხოვრების ზოგადი ნაწილის საჯაროდ გამოტანაა, რადგან სწორედ ესაა საქართველოში მცხოვრებ მავანთა ქართველთა ჰაიპერგანსჯის საგანი, ეს სიტყვა ეხლა მომადგა თავში, არ ვიცი რამდენად მისაღებია თქვენთვის, მაგრამ გავრისკავ, გამოვიყენებ და განვმარტავ შეძლებისდაგვარად;ხოდა ჰაიპერგანსჯის ერთერთ მაგალითად ამ წუთას ოდნოებში ნანახი პოსტი მახსენდება, რაღაც გაზეთის "ემიგრანტის" რედაქტორი ქალბატონის მოწოდება იყო ჩემნაირი ქართველებისადმი, "ნუ გადაგვარდებითო", დავინტერესდი, რა გაქვთ მეთქი მხედველობაში, მისი ნებართვა გამოვიყენე და პირადში მივწერე, ეტყობა, ბევრი "გადაგვარებული" მიმართავს და ქართული, ადგილობრივი ეთიკა არ უთვლის პასუხის გაცემის საჭირობას. მე-11-ე წელია ამერიკაში ვარ, შვილები 5 და 9 წლისანი დავტოვე, მამასთან, მამამ შეიშნო პოზიცია და მამობა ბიზნესად აქცია, როცა გაკოტრდა სპერმის დონორობა მოასწრო და ალტერნატიული ბიზნესი სტატუსკვოდ აქცია, ამასობაში ჩვენი შვილები ყმაწვილკაცობაში შევიდნენ და მტყუან მართალის გარჩევა ისწავლეს, რა მოვიგე ჩემი პირადი და პროფესიული ცხოვრების სამსხვერპლოზე მიტანით? ჩემი შვილების გულები და პატივისცემა,სანთელსაკმეველის ამბავი ჩვენ კარგად ვიცით რაც არის, იმდენად კარგად, რომ მუდმივი მიტევების მცდელობაში ვართ, უფალი მართლაც, რომ მისტიკური გზებით მოქმედებს და ვის გადაწვდება მისი მათრახი ჩვენთვის ცოდვილთათვის წარმოუდგენელია; კი ეს კოველივე კარგია ასე მოსაყოლად, მაგრამ ძალიან მწარე გამოცდა იყო ჩვენთვის, აღმოჩნდა, რომ შვილები მალავენ დედის არ ყოფნას, სად ყოფნაზე, ხო საერთოდ არაა საუბარი, თავად მე ვაწყდები პირადი ურთიერთობებით საკმაოდ ორაზროვან შეფასებებს, თან ისეთი ვიღაცეებისაგან სასაცილოდ არ მყოფნის მათგან წამოსული განსჯა იმის შესახებ, რამდენად ღირსეული სამსახურია უცხოელი მოხუცის მოვლა, ამასთან ერთად არანაირი დისკომფორტი ასეთ ადამიანებს არ გააჩნიათ მოგმართონ მოთხოვნით, ხაზს უსვამ და არა თხოვნით, საკმაოდ მსუყე "გრანტებისათვის", ანუ ვერ გიბრუნებ ვალს და რა ვქნა, შენი მათხოვარი ხო არა ვარ მაგ ორ კაპიკს, რომ მჩუქნი, ჯანდაბას შენი თავი, მოიტა...მასეთ სამსახურს, როგორ მაკადრებ(ამ დროს სული ძვრება შიმშილით)თქვენ გააგრძელეთ ჩამონათვალი.... მოკლედ 2 წლის უკან აღმოვაჩინე, რომ ჩემს შვილს გაუჭირდა, "დაქირავებული"მამა აღმოაჩინა, სკოლაში ვინცხამ, რაცხა უთხრა...და ასე შემდეგ...გულჩათხრობილი გახდა ერთ დროს მოჭიკჭიკე, ცნობისმოყვარე და აქტიური ბიჭი, ოოო მოიცა რა ერთიო, ასაკია და მეტი არაფერიო, ჩემებიც ასეაო, თავზე ვადგავართო და ვერაფერს ვუხერხებთ მაინცო....მთლად შეღავათი ვერ მომცა ასეთმა ჭირისუფლობამ და გადავედი პირადი მონიტორინგის რეჟიმში, დღე და ღამე ვამოწმებდი მის ასავალ დასავალს, აღმოჩნდა სკოლაში მის ყოფნა არ ყოფნაც კი არ იცოდა არავინ, შევეცადე ჩარევა სკოლის ადმინისტრაციაში, მოვითხოვე,არაფერი გამომივიდა, სკოლა კერძოა და მოგებაზე ორიენტირებული, სტანდარტი ცოდნის დადაბლდა უკვე წლების უკან,ხოდა სკოლის შეცვლის გადაწყვეტილებაც მაშინ მივიღე, არჩევანი ყოფილ კომაროვზე შევაჩერე, დირექტორი, ვინმე გელა მ.,ოოო ჩემი ბიძაშვილიც იცნობს, მეზობელი ეხლახანს გადავიდა მაგ სკოლაში, აქებენ, დისციპლინა აქვთ, ვიცი მეზობლის მშობლებმა რაღაც იჩალიჩეს, სხვანაირად არ მიგიღებენო,მოკლედ შეხვდნენ ბატონ გელას...ნუ ეხლა უდროო დროაო...თუ გამომიჩნდება ადგილი აუცილებლად დაგირეკავთ და დავპატიჯებ თქვენს შვილსო. არანაირი წერილობითი განცხადება, მე მაშინ არ ჩავრეულვარ ამ პროცესში, ქართულ, კაცური გაგება, ნაცნობობის დონეზე ხდებოდა საქმის მოგვარება,ნუ არანაირი ზარი არ შემდგარა, ორი წლის შემდეგ მივმართეთ ისევ ბატონ გელას,იგივე პასუხი, არა გვაქვს ადგილი, თუ გამოჩნდება დაგირეკავთ და დაგპატიჟებთ, ხოდა მაშინ გადავწყვიტე პირადად გასაუბრება ამ პიროვნებასთან, პირველ დარეკვაზე ისე მომიჭრა იგივე ფრაზით პასუხი, ვერც კი შეუბრუნე შეკითხვა, ეტყობა პროფესიონალურ დონეზე აიყვანა პოტენციურ, მაგრამ არასასურველ მოწაფეთა მოთელვის მანერა ამ ხნის განმავლობაში, რადგან ჩემთვის სიტყვის მოჭრა არც ისე ადვილი საქმეა, მით უმეტეს მე არ ვეძებდი ორთაბრძოლას მასთან,გარკვეული ხნის დაფიქრების შემდეგ გადავწყვიტე გადამერეკა და შევდავებოდი, პრინციპულ საკითხებზე, როგორია სკოლაში მიღების პროცედურა მეთქი, დაიბნა, აიო ეხლაო მივიღეთო განცხადებებითო მე-7 კლასელებიო, ააა ესე იგი განცხადების დაწერა ჩვეულებრივი პროცედურა ყოფილა მეთქი, ხოდა რატო არ გვაწერიებთ მეთქი, მაისში დავაკომპლექტეთ ჯგუფები და ეხლა გვიანიაო, მე მეთქი ორი წლის უკან დეკემბერეში მოგმართეთ მეთქი, და ნუთუ ამ ხნის განმავლობაში ჩემი შვილი დასაპატიჟებელ მოწაფეთა სიაში ვერ მოხვდათქო, ეგო არ მახსოვსო.... ეგებ განცხადება, რომ გქონოდათ ორი წლის უკან დაპატიჯების გარეშეც შეხვედროდა რიგი მეთქი...ხოდა დაფრთხა ყაზახი და საუკეთესო თავდაცვის მეთოდებს მიმართა, ანუ თავდასხმა შეურაწყოფის სახით, ყველაზე დიდი სექსისტური შეურაწყოფა კიდე ისეთი დრომოჭმულია, რო ლატარიაში მოგებული ნებისმიერი თანამდებობის მქონე მასაჯონისტსაც უნდა ეყოს ჭკუა, რომ დისკრიმინაციულ სექსისტურ თავდასხმებს არ მიმართოს და მით უმეტეს ფემინისტთა ქვეყანაში ჭიპმოჭრილ კოლხ ქალს, ხო რაზე შევჩერდი? დრო მოჭმულ სექსისტურ თავდასხმებზე არა? ჩემს შემთხვევაში იყო მისი მხრიდან საკუთარი თავისათვის უფლების მიცემა,ჩემთვის შენიშვნის მოცემაში; შვილების მიმართ მეტი ყურადღების მიქცევასთან დაკავშირებით... ანუ , რომ მოვთარგმნოთ ქართულ პოპულისტურად მისი მესიჯი ასე გაიჟღერებდა; წადი ქალო შენს საქმეს მიხედე, რას ერევი კაცების საქმეშიო, ნუ ეს ყველაზე მსუბუქი ვარიანტია, დედის გინება მკითხველმა იგულისხმოს აუცილებელ მოცემულობად ამ ფრაზაში ჩასამატებლად; მორალი და გაკვეთილი ჩემი გამოცდილების რა არის იცით? ბუდისტური ფილოსოფია მახსენდება, მტერი კარგიაო, მისგან სწავლობ ახალსო, ახალი რა ვისწავლე არ ვიცი, მაგრამ გამოსავალი ვიპოვე მგონი, ისე დავიღალე ამ გაუთავებელი რეფორმებით განათლების სისტემაში, რომ საშველი აღარ არისთქო, ცხელ ხაზზე დავრეკე, ჩემი "აღშფოთება" გაუზიარე...ევროპელების გვიკვირს, მაგის იქეთ, რომ ვერაფერს გახდნენ რუსებთან, თქვენ გგონიათ მე რამეს ვიზამ? აპპპაა, არაფერი გეტკინათ მანამდე; შერჩება ეგ გელაია დირექტორად მაგ სკოლას კიდე კაი ხანს,ეჭვი არავის შეგეპაროთ, მართალი გითხრათ არც დავეძებ, ერთი რეგვენით მეტი,თუ ნაკლები აბა რა მოსატანია ჩვენი განათლების სისტემისათვის, ისე ცნობისათვის, არც საბჭოურზე ვარ შეყვარებული და არც ამერიკულზე, ნურაფერს დამაბრალებთ და გააპოლიტიზირებთ,მარა გამოსავალი ვიპოვე ვგონებ, ყოფილა წესი ექსტერნად გამოცდების ჩაბარების საქართველოშიც, ანუ ოფიციალურადო არ არის საჭირო სკოლაში სიარულიო, ეს ცხელ ხაზზე გავიგე, ინფორმაცია გადამოწმებას საჭიროებს, ხოდა დაინტერესებულ ლონგდისტენს დედიკოებს მივმართავ, თავად ეძიეთ თქვენი შვიელბისათვის შესაფერისი განათლების საშუალებები, ზუსტ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.
|