↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
სიყვარული პოეზიის ენით..!!!


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 720 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts632
კარმა61
OFFLINEPROFILE
მათ გადაიარეს ცა პირამიდების
ხეთა და მიდია...
ზღაპრული ურარტუ, ქართული მინდვრები,
კვლავ საით მიდიან?
რამდენი მწვერვალი გადავლეს უკლებლივ,
კვლავ ფეხქვეშ რაოდენ მწვერვალებს ითვლიან..
ღრუბლები.. კვლავ საით მიდიან ღრუბლები,
რა ვიცი... მიდიან...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts632
კარმა61
OFFLINEPROFILE
თქვი,არჯაკელო ხვიარა,
ქსანზე ვინ ჩამოიარა?
- რა ვი, ღრუბლებზე ვფიქრობდი
და არა გამიგია რა...
- მეც... სხვათა შორის ვიკითხე,
სალაპარაკოდ კი არა. :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts632
კარმა61
OFFLINEPROFILE
სამჯერ ვარ დაბადებული,
მონათლული ვარ სამჯერა;
ერთხელ სიკვდილი რას მიზამს,
ერთხელ სიკვდილის არ მჯერა.
შეხედე ოქროს მზეთამზეს,
მთები რომ მთებზე ეყარა;
ყოველდღე ამას ხედავდეს,
რა მოკლავს ასეთ ქვეყანას.
მოვა სიკვდილი, შეხედავს
და შერცხვენილი გაიარს,
როცა ცა სისხლით შეღებავს
თურაშაულის განთიადს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts632
კარმა61
OFFLINEPROFILE
― ამისი ქმარი სარდაფში მოკვდა, —
ასე იტყვიან შენზე ქალები,
და შენც ასეთი ნაზი და კოხტა
სიყვარულს ვერსად დაემალები.
― ამისი ქმარი ღვინოში მოკვდა, —
ასე იტყვიან შენზე ლოთები,
და შენც ასეთი ნაზი და კოხტა
ახალ სიყვარულს დაელოდები.
― ამ კაცის ცოლმა სხვა შეიყვარა, —
ასე იტყვიან ჩემზე ბიჭები,
გამიხსენებენ, როგორც ნიკალას,
და თბილ სამარეს დააბიჯებენ. :(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ფანჯარა იმი სახლის,
დაუვიწყარი ფანჯარა,
რომელთა დღეთა სიახლის
ჩემს გულში არა დარჩა რა.

სამუდმოდ ამიერიდან
დახურულია ის კარი,
საიდან მფენდა ნათელსა
ამომავალი ცისკარი.

გზებს მარტოობა ჰფენია,
ზღვას ხმა გოდებით დაღლია,
წინათ სასახლე მეგონა,
ახლა უბრალო სახლია.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts632
კარმა61
OFFLINEPROFILE
მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან - შვილნი სოფლისა,
უნდა კიდეცა მივსდიოთ მას, გვესმას მშობლისა.
არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,
იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს.
=tavfx=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts632
კარმა61
OFFLINEPROFILE
სულ მელანდები და ვერ ვხვდები რა მემართება,
რად ამედევნა აჩრდილივით შენზე ფიქრები...
იქნებ ღიმილი, მწველი მზერა, ხმა მენატრება,
ალბათ მჭირდები, უსაშველოდ, ძლიერ მჭირდები!

ციურ ფერებში დავინახე შენი ხატება,
მსურდა ოცნებით ღრუბლებს ზევით გამოვყოლოდი...
ჩვენს სურვილებში ვერ ვიპოვე რამე მსგავსება
და აქ, მიწაზე უიმედოდ, მაინც გელოდი...

დრო გადიოდა, მე გელოდი, ისევ გელოდი,
დღეთა დინებამ ვერ წაშალა ძველი ფიქრები...
როგორ მინდოდა წუთით მაინც გვერდზე მყოლოდი...
მჭირდები კარგო, ტკივილამდე, ძლიერ მჭირდები!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts632
კარმა61
OFFLINEPROFILE
მენატრება შენი სახე,
ამ დილითაც სიზმრად გნახე.
ისევ მათბობს შენი ფერი,
არ მამშვიდებს არაფერი.
აღარ მშველის ლექსის წერა,
ზურგით მიდგას ბედისწერა.
დამავიწყდა უკვე ლოცვა,
მახსოვს მხოლოდ შენი კოცნა.
თავში დამსდევს ერთი აზრი,
ვერ გავუგე შინაარსი.
ვერ დავხატე გრძნობის ფერი,
ყალბი გახდა ყველაფერი.
ვერ ვუყურებ მწვანე ჭადრებს,
ვეღარ ვხედავ რა შენს თვალებს.
არ მიპყრობდა ფერი ვარდის,
მაშინ, როცა გვერდით მყავდი.
დამეკარგა გრძნობა, სმენა,
აღარც ჩიტის მესმის სტვენა.
დამრჩა მხოლოდ დარდი, წყენა,
ერთადერთი ჩუმი რწმენა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ვარდებში ღელავდნენ ლამაზი ქალები,
მათ უყვართ ჩურჩული და მიეთმოეთი,
ამბობდნენ: ამურებს ვერ დაემალები,
თუნდ იყო პირველი და დიდი პოეტი.

ძვირფასო ქალებო, არ მოგერიდებით,
ერთს თქვენგანს ეკუთვნის სულ ჩემი წიგნები,
ნეტავი დამათრო მის ბროლის თითებით,
პირველი და დიდი გენია ვიქნები.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Feb 2008
Posts1037
კარმა85
OFFLINEPROFILE
სევდა ზღვა არის,
იდუმალი და უნაპირო,
გულ-გონებაში ჩამომდგარი ჩუმი მთა არი,
მზის ჩასვლის მერე დარჩენილი
თალხი ნაგრილი.
მზე იწურება მთების იქით, მიმწუხრი დგება,
გულში კი სევდა საღამოვდება,
დგას ბნელი ღამე,
იდუმალი და თავდახრილი...
გაივლის ჟამი,
მთის იქიდან ამოვა მთვარე
და ამ სევდიან ღამეებში ისე ჩადგება,
როგორც ნაზამთრალ თალხ ტყეებში
თეთრი აპრილი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Feb 2008
Posts1037
კარმა85
OFFLINEPROFILE
ო, რომ შემეძლოს, თბილისის ღამეს
შემოგახვევდი სახეზე ჩადრად,
რომ შენი სახის ნაზი მშვენება,
ჩემ მეტს არავის არ დაენახა.
ო, რომ შემეძლოს, თბილისის ღამეს
დავჭრიდი შენი თვალთა სხივებით,
შეგიკერავდი ბნელ წამოსასხამს,
მოქარგულს ჩემი ცრემლის მძივებით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined18 Jun 2007
Posts23
კარმა53
OFFLINEPROFILE
პატარა ობობას ქსელი გაება დასაწყლად მოკუნტულიყო. შიმშილისგან დაოსებული, სიცივისგან შეწუხებული თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. ესმოდა როგორ იწრიტებოდა სიცოცხლე მსხვერპლის მოლოდინში, თვითონ სიმარტოვის მსხვერპლი გამხდარიყო. ღმერთო! როგორი შემაწუხებელია სიჩუმე და როგორი მტანჯველია სიმშვიდე.
ოი, საოცრებავ, აი ისიც გამოჩნდა...
-ვის ელაპარაკები ამდენს, რამდენი ხანია გირეკავ
-რომც გითხრა მაინც ვერ მიხვდები, შენ თვითონ ვინ ხარ?
ის კიდევ უფრო გზააბნეული, რეტდასხმულივით მოფრინავდა, ისიც რაიმეს ეძებდა და მშიერს თვალზე ბინდი გადაჰკვროდა.
-იცი! შენს სახეს ვიღდგენდი და სიზმარში გნახე...
-სიზმარში? როგორ?...
აბლაბუდა ვერც კი შენიშნა, ისე მოხერხებულ ადგილას გაებაიმ პატარა ობობას. და,აი, გაება კიდეც. უცებ გონს ვერ მოეგო, ეს რა დაემარტა, ფეხები და ფრთები ვეღარ აამოძრავა და საცოდავი ბზუილი გააბა.
-როდის შემხვდები?
-აი, ძალიან რომ მოგწყურდები მერე გნახავ...
- რაა?
მაგრამ დიდხანს ვერ შეძლოწინააღმდეგობის გაწევა, უკანასკნელად ამოიბზუვლა და თავი საცოდავად გადაჰკიდა. პატარა ობობა კი სამალავიდან ენერგიულად გამოძვრა და რომ დარწმუნდა მსხვერპლი ვეღარსად გაუფრინდებოდა, მადიანად შეექცა გემრიელ ლუკმას.
-წადი დაიძინე,ცოდო ხარ
-იცი, როგორ მიყვარხარ?
-...
გამძღარი ობობა სიამოვნებისგან გაიშალა და ტკბილ ძილს მიეცა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ფიქრები აურზაურით ჩემს გონებაში დარბიან
გაგიჟებული წამები ცის კიბეებზე არბიან
გრძნობები,როგორც ჩიტები ფრთაშესხმულები არიან
თვალზე მომდგარი ცრემლები ტუჩებისაკენ ჩარბიან

კარგად ანათებს მნათობი,მე მირჩევნია ღამე დღეს
მთვარე ხომ ყველას განახებთ ამ ჩემ დამალულ სიმართლეს
ალბათ სულ ყველა შეიგრძნობს დიადი გრძნობის სიმწარეს
მინდა რომ მუდამ მიყვარდეს,მინდა რომ მუდამ მიყვარდეს. . .

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Feb 2008
Posts1636
კარმა46
OFFLINEPROFILE
შენი თვალების გამოხედვას და მის ნათებას
ვერ შევადარებ ვარსკვლავების ციმციმს და კრთომას,
მათ მეტყველებას შუქმფინარს და მოალერსებას
სულ დაუჯაბნავს ქვეყანაზე ყველა არსება
ხან სიხარულის სხივებს ისვრის დამამშვიდებელს,
ხან ნაღვლიანი ტბის მსგავსია და განაბული,
ცისფერი ტალღის მოქცევას გავს უმშვენიერესს
მხოლოდ მათ ძალუძთ მაგრძნობინოს კვლავ გაზაფხული:)
ნ. ასათიანი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Feb 2008
Posts1037
კარმა85
OFFLINEPROFILE
შენმა სურვილმა დამლია,
შენზე ფიქრმა და სევდამა,
შორს წასვლამ, ხშირად გაყრამა,
გულის თვალებით ხედვამა;
მაოცებს შენი გამზრდელი,
ვინც შენ გაგზარდა დედამა...
კარგი ხარ, აღარც კარგი ხარ,
მე გულს მაწევხარ ნისლადა,
მინდა, რომ მძულდე, მოგშორდე,
გულზე მობმულო ღვიძლადა,
მაგრამ ტყუილად ვცოდვილობ:
ვერ ვსძლევ შეჩვეულ გრძნობასა,
მთელის ხმელეთის სწორი ხარ,
ვინ მიზამს შენოდნობასა?
ვინა სთქვა: ტრფობა ბერდება
და სატრფიალო საგანი,
ყინულის ეკალს დაისხამს
წამწმები ცრემლით ნაბანი,
ცრემლითა ნასურვილევით,
დრო რა გაივლის და ხანი?!“
ცოცხალი პირქვე დამმარხეთ,
დამხურეთ მიწის საბანი,
თუ ჩემს შენდამო სიყვარულს
დაეკლოს ერთი ცვარია.
თუმცა რაც პირველად გნახე,
მას შემდეგ კარგა ხანია;
ცოცხალს შენა მფენ გულზე ვარდს,
თუ ავდარი, თუ დარია,
საფლავშიც შენზე ვიფიქრებ,
შენგნით ვიცოცხლებ მკვდარია!

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 720 posts ] 
სიყვარული პოეზიის ენით..!!!
დესპანი