|
აიკო მე და შენ ისევ ერთ ტალღაზე ვფიქრობთ, რაღაც უცნაური მეტამორფოზებით,ახლობელ ადამიანებთან ეგრე მემართება, ან მე ვასწრებ ნაფიქრის გაჟღერებას და ან ისინი მასწრებენ...მთელი დღეა ვატრიალებ ამ ფორუმს...პაროლიც მქონია შენახული...აჰა, გავტეხე სიტყვა, შემოვედი, ჩვენი დაშორების შემდეგ და დღესაც სასიამოვნოდ გაბრუებული, ვცდილობ ჩვეულ კალაპოტში ჩავჯდე, როგრი სიადვილით გამომდის ყველაფერი, თითქოს უხილავი თვალი დამდევს კვალდაკვალ და ჩემს ჩუმს გაფიქრებებს იქვე მისრულებს საოცარი სიმსუბუქით, უდრტვინველობა შინაგანი დაუფლებია ჩემს გონებასა და გულს....ესეც მორიგი მომენტი ჩემი ცხოვრების...როგორ ელვასავით ჩაიქროლა....არა ქარბორბალასავით....მიგვახეთ მოგვახეთქა აქეთიქეთ...ბუნებაც ჩვენ გვეფერებოდა მგონი.... მანჰეტენის რეზიდენტები გაოგნებული ალერსიანი თვალებით გვადევნებდა თვალს....რა იყო ის ენერგია, რისი გენერაციაც მოვახერხეთ აიკო, ბუკაკო, ერთ პაწუა კოსმოსურ წამში ჩავატიეთ...თან გამოვიყოლეთ....უკან მოუხედავად, დაუნანებლად...სათუთად გულში ჩაკრულებმა თან წამოვიღეთ ნაწილიც და მთელიც ამ მომენტის....იმდენად ძვირფასია ეს მომენტი ისევ ვირტუალურში გადმოტანა გადავწყვიტეთ, მგონი შეგვეშინდა რეალობაში გაგვეგრძელებია, ვითომ შეგვეშინდა? არ მინდა შიშით დავნამო ეს მოვლენები...არ მეშინია, უბრალოდ უფრთხილდები, ვზრუნავ, რაიმემ არ დაარღვიოს ეს დინება ენერგიის,რაღაც უხილავ წყაროს კი მივადექით მგონია...ხო უხილავს და ჯადოსნურს, უბრალოდ ვეწაფები ამ წყაროს ნდობით... მინდა, რო არ გაჩერდეს ეს გენერატორი, ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული, გავქაჩოთ მგონია, მზრუნველობის მცდელობაც კი საკმარისია ამისათვის... სალამი ყველას, გეფერებით საუკეთესო სურვილებით
|