აქა მშვიდობა.
მოგესალმებით ყველას.
ჩემი "აქ" მოხვედრა, სულ სხვანაირად მოხდა.
დაახლოებით 3 წლის წინ, გადავწყვიტე, რომ "აღმედგინა კავშირები", ანუ 7 წელი ყველანაირი პოლიტიკური სიახლის გარეშე ვიცხოვრე, ტელეფონზეც კი, აკრძალული მქონდა ოჯახის წევრებისთვის და მეგობრებისთვის, საერთოდ არ ეთქვათ რაიმე, ჩვენს "შიდა წყობაზე".
კიდევ ორმა "დიდმა" /ვისთვის დიდი, ვისთვის პატარა/ფაქტორმა შეუწყო ხელი, ჩემს ქართულ ინტერნეტში შემოსვლას და გაწევრიანებას.
"ბაი-ბურში" არ ვიყავი რა ხდებოდა ინტერნეტში.
ჰო, მართლა, ის ორი დიდი ფაქტორი.
პირველი ის, რომ ძალიან მენატრებოდა ადამიანები, რომლებიც ქართულად ლაპარაკობდნენ და ქართულად აზროვნებდნენ, ჰქონდათ შემორჩენილი ის ძლიერი სიყვარული ღმერთისა, ქვეყნისა, დედ-მამისა, და-ძმისა,ნათესავისა, ნათლი-მირონისა, მეგობრისა, მეზობლისა, მოკეთესი, თანამემამულისა და კეთილისმსურველისა.
მენატრებოდა ასეთი ადამიანები, იმიტომ, რომ იმ 7 წელიწადში, ვერ ვიპოვე ვერავინ, "ჩვენი" მსგავსი.
მეორე კიდევ, ის 7 წელი ვმუშაობდი, ასე ვთქვათ "წაქცევამდე".
აბა, სად მქონდა მე იმის ფიზიკური შესაძლებლობა, კომპთან მოვსულიყავი./მენტალურს, თავი, რომ დავანებოთ./
მოკლედ დავიწყე საითების "ძებნა".
ვკრიფავდი: www. georgia.com
www. saqartvelo.com
www. tbilisi.com
ასეთ "ძებნას", დაახლოებით ერთი კვირა მოვუნდი.
ბოლოს, ავკრიფე:
www.despani.comმანამდე:
www.elchi.com-იც ვსინჯე./ვინც მიცნობს, იმათ იციან, რატომაც ავკრიფავდი "ელჩი"-ს./
ყველა ქართულ სიტყვას ვამოწმებდი www-ზე.
ერთხელაც ამოვიდა "დესპანი" და დაახლოებით ექვსი თვე "მუნჯად ვიჯექი" აქ.
ვკითხულობდი აბსოლიტურად ყველას კომენტარს, მერე კიდევ ვიჯექი და ვფიქრობდი.
ბევრჯერ დაუსვი ჩემს თავს შეკითხვა:-"ამომეღო თუ არა ხმა"?
ფაქტი სახეზეა.
დესპანის დიდი მოსიყვარულე და ყოველთვის მის გვერდში მდგომი, აქ ვარ თქვენთან ერთად.
P.S. აღარ დაკეტოთ დესპანი, ეხლა მაინც დამიჯერეთ./მეგობრული სმაილები./