|
ციცი, თინათინ, ზურია, ნანანო და ჩვენო უმცროსო ძამიკო kroll, მადლობელი ვარ მოლოცვისათვის. გაიხარეთ ჩემო კარგებო, დიდხანს იცოცხლეთ.
ციცი-ეხლაც შენი ლიმუზინით დავქრივარ. საჩუქარი ძალიან მომეწონა. "კარქი" რამე იყო. იფ-იფ.
თინათინ-ეხლა გეტყვით, მანამდე არ მითქვამს თქვენთვის. სახელი თინათინი, ჩემი ოჯახის ქალების უმეტესობას ჰქვია. დედას შვილს რძალს ჩემს დაიკოს/ბიძაშვილს/ ყველას თინათინის სახელი ჰქვია.
ბებოსაც თინათინი ერქვა, მაგრამ ამ გაზაფხულზე პაპაჩემმა "იქიდან" გამოიძახა და წაიყვანა თავისთან./იმის მოსვლამდე არაფერი გვეტკინოს./
ზურია-იცი ჩემო ძმაო, რა პატივისცემაც მაქვს თქვენი ოჯახის მიმართ, მეტს არაფერს დავამატებ. ჩემებურად დაგლოცავთ:-ძიენ ბევრნი იყავით. მოკითხვა ოჯახს, პატარა "დესპანელას" თამადობით.
nanano-შენ გაიხარე შენა. მადლობელი ვარ გენაცვალე მოლოცვისათვის. ეჰჰჰ, რამდენჯერ დამჭირდი, რომ იცოდე? აბა, სად უნდა შეგკითხვოდი? შეკითხვები მომიგროვდა "მილიონი". თან რა მაგარი რეცეპტები ვისწავლე, რომ იცოდე? მადლობა სიხარულო.
kroll-მოკლედ ვაპირებ თქმას და უკვე ვიცი, ბევრი მომივა. თან მინდა და თან არ მინდა შეგაქო, იმიტომ რომ ისეთ ასაკში ხარ, ბევრი ვერ გაიგებს "მაგდენს", თან იმასაც ვატყობ, ბევრ "ზრდასრულზე" მეტის დანახვა და მთლად "უარესი", შეგრძნება შეგიძლია იმისა, რასაც ბევრი ვერა "ხედამს".
სიყვარულის მანათობელი პატარა ლამპარი ხარ, აქაც, "დესპანზე"-ც და საერთოდ. მე პირადად ვხედავ, რომ შენ შეგიძლია ბევრ ადამიანს, ძალიან ბევრი დადებითი ენერგია აჩუქო. ეს შენ შეგიძლია. ეს შენ გაქვს. გაიხარე.
/მაინც "გრძელი" გამოვიდა, მაგრამ "ახია" შენზე./
ჰალალი იყვეს.
ბოლოს:- მადლობა ყველას.
|