შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
გაზაფხული მოპარულა სულში... უცნაური სურნელია გარეთ... ენძელები,ვიცი, აქ არ ხარობს- არც მერცხლები იკეთებენ ბუდეს! ი.ბ.2001 18 თებერვალი. (მე და ნოსტალგია)
მიყვარხარ. მაგრამ ჩუ... ჩუ........ არა თქვა,გულში დამალე, არსად არ გამთქვა რომ მენატრები,ჩურჩლით გეტყვი დახუჭე თვალები დახუჭე სინათლე ყველაფერს აფუჭბს სიბნელე მათბობს და მაჩუმებს. არ გინდა? სიცოცხლეს გაჩუქებ... თვალებზე შეგახებ ცხელ ტუჩებს ეს კოცნა ტკივილებს აყუჩებს გთხოვ შენი სინაზე მაჩუქე და შენი სიზმრები მაჩუქე და მე ამ ყველაფერის სანაცვლოდ დარჩენილ სიცოცხლეს გაჩუქებ
იცი? მიყვარხარ -ჰოო? როგორ მიხვდი?! -როგორ დაააა აი...მე ხომ მაქვს ფიქრი? ოცნებაც ხომ მაქვს? შენამდე მომაქვს შენამდე მოდის ყველაფრად მყოფნის -იგრძენი როდის? -რააა, რომ მიყვარხარ? -ჰო, რომ გიყვარვარ, ვინ ხარ-ვინა ვარ?! -არ ვიცი როდის, მე მგონი უცებ ვითვლიდი წამებს დღეებს და წუთებს და მივხვდი ყოველ გადათვლილ წამში შენ თრთოდი როგორც ტირიფი ქარში -ბავშვი ხარ! -ბავშვი?...არ მითხრა...გავშრი -ცრემლი გაქვს ხმაში? -გამიშვი სახლში! -ჰო, კარგი...კარგი...გიყვარდე მაშინ!!!! -და შეეენ...არ გინდა ამას უშველო? -მეეე? მე შენით ვცოცხლობ ჩემო სულელო!!
ლამაზიკაცის ლამაზმა სიტყვამ არ მოგატყუოს ლამაზო ქალო, იგი ვინც უფრო თავსგევლებოდეს, იგი არასდროს არ შეიყვარო. შეხედულება შენ ნუმოგხიბლავს,გხიბლავდეს სატრფოს გული კეთილი, ის კი არ კმარა იკაპარაკო: მე მყავსლამაზი შეყვარებული. ლამაზ ტანსაცმელს მდიდრულ ცხოვრებას, შენში არასდროსქონდეს დიდება, სული ეძიე ადამიანში, ხორცი ბაზარშიც კი იყიდება. ნუგაგიტაცებს ეგ სილამაზე და ნუ მოგხიბლავს ენა წყლიანი, მუდამ გახსოვდესილიას სიტყვა: "ყველა კაცია ადამიანი?"
[b]შენ გაგყოლია სიზმარი ჩემი და დაქანცული სულის გოდება... ვარ ქარიშხლებით ჩამქრალი გემი გაამინდებას რომ ელოდება... მწვანე თვალების წვიმიან მაისს, რა საოცარი სცოდნიათ გზები_ მე მინდა გწამდეს შენ ერთი მაინც რომ არ ხარ სხვა და არიან სხვები... და როცა სული მიიწევს მაღლა და წუთისოფლის ჩვენ ვართ სტუმრები- მიყვარხარ-მეთქი რომ გითხრა ახლა მითხარი, ხომ არ დამემდურები?... თუ გაზაფხული ყვავილობს შენში და შენ გაზაფხულს გვერდს ვერ აუვლი, სუნთქვა თუ ჩამრჩა შენს დაშლილ თმებში ხომ არ იქნება დანაშაული? თუ დაღლილ სულში, ოცნებავ ჩემო, შენი თვალების მორევს დავიტევ, შენი ტუჩების თუ გამყვა გემო მითხარი ,ცოდვას ხომ არ ჩავიდენ? და მაინც სული მიიწევს მაღლა, და წუთისოფლის ჩვენ ვართ სტუმრები... მიყვარხარ -მეთქი რომ გითხრა ახლა მითხარი, ხომ არ დამემდურები?[/b]
ტირი? _ჰო, ვტირი... _მერედა რატომ?_ეს მკითხა ქარმა დარჩენილს მარტოდ. _გიყვარს? _ჰო, მიყვარს... _რამ შეგაყვარა_ დამძახის ქარი, მე უფრო მეტად მომაწვა დარდი... ქარი კი ქროდა დღისით და ღამით, და მეკითხება: _რად გიყვარს მაინც? თუ მიგატოვა და გიღალატა ის სიყვარულის რაღა ღირსია? _დამნაშავეა, მაგრამ რა ვუყო, რომ ჩემი გული მხოლოდ მისია... _პატარა ქალო ნუ გადამრიე აღარ უყვარხარ ის ხომ სხვისია. _გაჩუმდი ქარო, ნუ ვეყვარები, არ დავუჩოქებ ნება მისია. მაგრამ სიყვარულს და წმინდა გრძნობებს არავის ვაძლევ სესხად, ნისიად... უკვე დაბნელდა და სიჩუმეში, ისე გაისმა ქარის ზუზუნი, მტვრის კორიანტელს ცაში ახვევდა, მოჰქონდა ჩემთან ხეთა ჩურჩული: _მარტო ის გიყვარს?_ მკითხა ჭადარმა._მარტო იმისთვის ტირიხარ ასე? ვუწყრებით იმას, ვიმც ამისთანა ძლიერ სიყვარულს დაასამარებს. ვინც შენისთანა გულის მეუფეს გართობის ფიქრთან გაათანაბრებს. და ამის შემდეგ ძალიან ხშირად ქარს მოყვებოდა ცრემლების წვიმა, და ჩემთან ერთად ტიროდა ყველა: ქარი, ჭადარი, მეცა და წვიმაც
მე ისეთ სიყვარულს გაჩუქებ ექნება სურნელი ყვავილის დაყნოსავ და ბანგი დაგათრობს, ჟრუანტლად სხეულში დაგივლის და რაღა თქმა უნდა ექნება ტკივილი, ცრემლები, სიმწარე ცრემლების გარეშე სიყვარულს ვინ შეუნარჩუნა სიმწვანე?? ტანზე ცა გეცმევა ბაფთებად, ქუნქულა ღრუბლები დაგათოვს, გაგართობს ვარსკვლავთა ციმციმი, მზის სხივი ნაჟური გაგათბობს მე ისეთ სიყვარულს გაჩუქებ თვითონვე გაოცდე, ვინა ხარ, ოო, ამგვარ საჩუქარს ძვირფასო, რამდენი წელია გინახავ...
ჩემი სიმშვიდე არის ფორმალური, ღამით,როცა გძინავს,ვარსკვლავებს ვდარაჯობ, მე ვარ..როგორ გითხრა ?-არანორმალური, ცხოვრებით ვთამაშობ ! დღეს მაქვს პაემანი შუადღის თორმეტზე, ალბათ,სიჩქარეში ქუსლებსაც მოვიტეხ, თუ გსურს მესაუბრე წესებზე,ნორმებზე.. მოგისმენ,მოგისმენ ! მერე ქარს გავატან შენს ყველა ნაბოდვარს და პეპლის ფრთებოვით ფარფატა სიყვარულს, არ ვიგრძნობ სინანულს.გინდა დავიფიცო, რომ მე და სინანულს ბრძოლები გადაგვხდა,უხმლო და უსისხლო, რომ ჩვენ გვეცოტავა ეს ჩემი სხეული, ხოდა,გავიყარეთ,უხმოდ და უსიტყვოდ. დღეს ჩემი ნიღაბი არის ფორმალური და ჩემი ცხოვრება, - ტრაგი-კომედია... და მე,მთავარ როლში, არანორმალური სევდა მომერია !