↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Mar 2009
Posts634
კარმა0
OFFLINEPROFILE
პატარა ქალი ვაჟკაცთან სტყუა . . .

პატარა ქალი ვაჟკაცთან სტყუა:
ჯერ იყო, თვითონ ხლართავდა ძუას,
გაბმულა დათვი მახეში,
ახლა - უთვლიან უარს . . .

ჰგავს დათვი იგი მხარბეჭით ამ დროს,
მეტი რომ არ ვთქვათ, კანდელაკს, სანდროს
და უხერხულიც კი არის, კაცმა
ამ ლიფსიტასთან დაწოლა ჰკადროს.

ხოლო ვაჟკაცი ბლუა და ყრუა,
პატარა ქალმა იხმარა ჭკუა
და ტიტლიკანა ამურის მშვილდით
ბანჯგვლიან მკერდზე ისარია ბზუა . . .

ვინ არის იგი მამაკაცთ შორის,
არ სიზმრებოდეს კისერი ბროლის!
ეგ - კი, ბატონო! ხატი და რჯული,
არც უფიქრია დათვს შერთვა ცოლის!

პატარა ქალი ვაჟკაცთან სტყუა:
ჯერ იყო, თვითონ ხლართავდა ძუას,
გაბმულა დათვი მახეში,
ახლა - უთვლიან უარს . . .

ამძუვრებული ვაჟკაცი გმინავს,
ხან სცეცხლავს ჯანში, ხან ტანში ჰყინავს,
პატარა ქალი ზის ტყემლის ძირას -
ლეღვსა და ატამს სჩირავს . . .

მოვიდნენ, დასხდნენ მოციქულები -
ოც-ოცდაორის, მოწიფლები,
მუხლზე დაიწყეს გრძელი ხელები,
ძლივს ამოღერღეს წრფელი ხვრელებით,
თქვეს: შევაერთოთ ნორჩი გულები . . .

ქალის მშობლებმა არც წესი წიხლეს,
მამა-პაპათგან რაც ქმნილა, იქმნეს -
დაასხეს ღვინო, ჩამოდგეს ტაბლა,
პატარა ქალი ტაბლასთან იხმეს.

არც ისე უცბად, არც ისე ხელად,
თანხმობის მსგავსი ამოთქვა ძნელად, -
ბიძაჩემს უთქვამს, ვაჟა-ფშაველას, -
"თავი ჩაჰკიდა მელად" . . .

- პატარა ქალო! - რაო, ბატონო?!
- რაო და ის, რომ ჩვენ არ ვტყუვდებით . . .
შენ კაი სული არა ხარ -
დადიხარ - გულში მელაკუდებით . . .

ეწიე მიზანს შენ შენსას, მახლას!
შენ ხარ სახნავი - სახნისი დაგხნავს! -
არის ქორწილის მზადება ორმხრივ,
ყარაჩაიდან ელიან საკლავს . . .

გაბატონდები შენ, ვიცი, ქმარზე,
ეგ მართალია, შესჯდები მხარზე,
ან მამრზე მდედრი, ან მდედრზე მამრი -
ასეა, ოდით ყოფილა ასე . . .

მაგრამ ამაღამ ამოვა ქარი,
მაგრამ ამაღამ გახდები ქალი . . .
"ვაი, დედოფალ", "ვაი, დედოფალ",
"ვაი, დედოფალ, ტყემლების ბრალი!"

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
ახლა მაისს გაერია სევდა,
გულს ვინ ჩივის, დაეკარგა ფერი…
ისე მინდა შენთან ახლოს ყოფნა,
შენი თბილი, გამოწვდილი ხელი...
რა ლექსები?! ერთგულებაც აღარ...
ცხრა ცას იქით გადამალე ჩვილი...
ეს სიმღერა ნანასავით დამაქვს,
როგორც გულზე დაბნეული ღილი.
ნება-ნება დაგივიწყო იქნებ,_ანდაც,
მინდორ-მინდორ დაგაწიო ფიქრი...
სიზმრად,
იცი,ვარსკვლავებს რომ გიკრეფ
და საწოლთან მზის სხივებად გიშლი?!
ეს ჩემი მზე შენი მზეა, ჩემო -
შენი, ჩემო, ჩემი თვალის ჩინი..!

გამარჯობათ ჩემო მონატრებულო მეზობლებო!!! :)))

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined18 Sep 2009
Posts1
კარმა0
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=3cZnSrby ... re=related

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
მე ჭკვიან ფერებს დავდევდი ცაში,
მე იმ ფერების დახატვა მსურდა
ეს მე ვარ ქალი, ეს მე ვარ ქარი!
რომელსაც სახე არ დაუბრუნდა.
მე ყველაფერი დავკარგე მაშინ,
გააპრილების კეთილ დროიდან
ჩემი სახე კი აიჭრა ცაში
ქარის წაღებულს ქარი მოიტანს!?
ჩემმა ფერებმა ნახეს ცხოვრება,
ის ხომ ყველაფრის ნებას გვაძლევდა,
თქვენ კი ყოველთვის გემახსოვრებათ,
ქალი, რომელიც ქარებს დასდევდა....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
ახლა ასეთი ვარ, თავგზაარეული,
რავქნა, შემოდგომა ბორგავს ხასიათში,
ღამე მთვარიანი, ღრუბლებდახეული,
ქარი ამ ბოლო დროს უფრო იშვიათი...

მწყობრი ტონალობით, მშვიდი ნაბიჯები,
ხეებს განწყობებად სცვივათ ფოთლები და
ვფიქრობ მონატრებად აღარ გავირჯები,
მხოლოდ პეიზაჟებს ვპარავ მოლბერტიდან

ისევ ოქტომბერს და ისევ იმ პირობით,
მერე ჩავასესხებ მორიგ დაღლილ ლექსად,
სადმე სიმშვიდეში თუკი ვერ გიპოვი,
ვიტყვი, ბედისწერა არის მეთქი ქლესა.

თავსაც დავაჯერებ, ჩემში ამინდები,
შენთვის ამინდობენ, მთვარედალეული
სანამ ამ გრძნობებზე დიდი გავიზრდები,
უფრო ასეთი ვარ, თავგზაარეული...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts1986
კარმა207
OFFLINEPROFILE
მეგრელის ოცნება
პატენი თქვანი ჭირიმა
მჯობნი ვართ ქვეყნად ყველაზე,
კომუნიზმის დროს მსოფლიო
გადავა მეგრულ ენაზე.

მარტო ის რად ღირს, რომ ქვეყნებს
აქვენ მეგრული გვარია,
”ავსტრალია” და “აზია”
“ბელგია”, “პორტუგალია”.

ახლა რუსულად რომა ვთქვათ
“რუმინია” და “ვენგრია”,
მოკლედ შეგვეძლო მეგრელებს
მსოფლიო გადაგვერია.

მიტომ გვაქვს ახლა მეგრელებს
ჩვენა გეგმები სულ დიდი,
მსოფლიოს დედაქალაქად
უნდა ვაქციოთ ზუგდიდი.

სამეგრელოს ისე ვაქცევთ
ჩვენზე თქვან რომ ედემია,
ზუგდიდს ვაგებთ ინსტიტუტებს,
მეტროს და აკადემიას.

აბაშა უშვებს ავტოებს
და წალენჯიხა თვითმფრინავს,
იტყვიან ფოთ-ზუგდიდს შორის
“ძუკუ-ლ-7″ მიფრინავს.

ხობსა და სენაკს ქალაქებს
ვაქცევთ სამხედრო ცენტრებად
ისე რომ მტერს და მოშურნეს
სულ გოგრა დაეცენტრებათ.

ფოთს გადავაქცევთ ჭირიმა
სამეგრელოსა “ჩიკაგოდ”
ისე რომ კონკურენტები
ჯანდაბას გადაიკარგონ.

მარტვილისაკენ რკინიგზას,
ჩხორო წყუს ტრასას გავიყვანთ,
და სამეგრელოს დიდებას
სულ მწვერვალამდე ავიყვანთ

ყრილობებს ზუგდიდს გავმართავთ
მსოფლიოს კომ პარტიისა,
და დელეგატებს გადვაქცევთ
მომღერლად მეგრულ ჰიმნისა.

კინო მეგრული, სპორტში მეგრელი,
წიგნებს მეგრულად დავწერთ
სახელს მეგრული იმპერიისა
ისტორიაში ჩავწერთ.

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
თვალით ვეღარას ვხედავ,
გული მოელის დანას,
რისთვის გამზარდა დედამ,
რისთვის მეტყოდა ნანას.
გადაქცეული ახოთ-
გრძნობაც ისეა,განა?
ჭალის ყანები ვნახოთ,
შენ რაღას იტყვი ყანა?
თვალი წაიღო სევდამ,
როგორ აჟრჟოლებს ყანას,
რისთვის გამზარდა დედამ,
რისთვის მეტყოდა ნანას?

გალაკტიონი

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined09 Sep 2008
Posts3
კარმა0
OFFLINEPROFILE
იშრიალე,დიდო ვერხვო, იგუგუნე დედა დედამიწავ!გაიშალა ფოთლის ეხო, ყვავილები გააღვიძა...ტყევ ,დუმილი გვეყო,გვეყო,- მკვდარი არის დღეს დუმს ვინცა... იშრიალე,დიდო ვერხვო.იგუგუნე, დედამიწავ!..

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined09 Sep 2008
Posts3
კარმა0
OFFLINEPROFILE
_თქვი, არჯაკელო ხვიარა , ქსანზე ვინ ჩამაიარა? _რა ვი, ღრუბლებზე ვფიქრობდი და არა გამიგია რა ..._მეც სხვათაშორის ვიკითხე, სალაპარაკოდ კი არა...
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined09 Sep 2008
Posts3
კარმა0
OFFLINEPROFILE
და ...როდესაც მზეს შევხედე გვირგვინოსანს, ჩემო კარგო, ქვეყანაზე გავჩნდი ოდეს, _ ბედი ჰქონდეს !_თქვა შავთვალა ანგელოსმა, _ბედი ჰქონდეს? ხა,ხა,ხა,ხა.. არასოდეს!_ ტქვა სატანამ, და ფოლადის ხმალი დაჰკრა,ზღვამ წამიღო უდაბნოში გამომრიყა... სულში, გულში გრძნობა გაქრა, გრძნობა გაქრა, ქვეყანაზე აღარავინ აღარ მიყვარს... ჰო, როდესაც მზეს შევხედე გვირგვინოსანს,იცი თურმე ქვეყანაძე გავჩნდი ოდეს, _ბედნიერი იყოს!_უთქვამს ანგელოსსა, სატანამ თქვა:_ხა,ხა,ხა,ხა..არასოდეს! ანა კალანდაძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined21 Jan 2009
Posts1
კარმა0
OFFLINEPROFILE
’’ისე მომენატრე როგორც ბავშვობისას მუხის კენწეროზე ასვლა მინატრია,
რომ თვალით მენახა იმ მთების გადაღმა დევთა ნამუხლარი მართლა თუ ატყვია,
ისე მომენატრე როგორც შუადღისას ჩრდილი ენატრებათ სხეულის სამოსად,
ისე მომენატრე როგორც მახარობელს დიდგორის ბრძოლიდან თბილისში ჩამოსვლა....’’

იქნებ მითხრათ,ეს ვისი და რა ლექსია!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ლეონიძე, გიორგი
(1900 - 1966)

მყვირალობა

ჩამაჭრდა კახეთს ჰაერი,
ტყეები გადიყირმიზა,
ენკენისთვეში მთებიდან
ისმის ყვირილი ირმისა.

― რასა ჰყვირიან ირმები
ყორან-მთას, ყარაიასა?
სახუნდარიდან მარეკი
გულში გაარტყავს ტყვიასა...

ხარი ირემი ფურს ეძებს,
მთაში ნასუქი ღიჭითა;
ქაფსა ჰყრის გადაკაწრული
ეკლებითა და ხიჭვითა.

თავი ანება ცალისთვის
იალაღების მწვანესა,
მოამტვრევს რქების ლაწანით
ჩალას, ტყეს, ლერწმოვანებსა.

დაშტერებული ჯოგები
მორბიან თავდაყირანი...
ხარი ფურს ეძებს ღრიალით,
მე - სიყვარულსა მყვირალი!

გახელებული ხარი ვარ,
გეშს ვიღებ ნიავქარზედა,
მაჩვენეთ ჩემი ოცნება,
რქა ზედ მივაფშვნა რქაზედა!

სულ მივამტვრიო, მივლეწო,
გულში რაც გადაირაზა,
შევყვირებ, როგორც ირმები
ჰყვირიან ყარაიასა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 May 2008
Posts351
კარმა3
OFFLINEPROFILE
რომ შემეძლოს

რომ შემეძლოს ჩაგაცმევდი სხეულზე,
დავით აღმაშენებლის ჩოხას,
რომ შემეძლოს ღრუბლებს ჩამოგიხსნიდი,
და მიწაზე გაგიგებდი ნოხად.

რომ შემეძლოს შენ პირველს დაგადგამდი,
საქართველოს მეფის გვირგვინს თავზე,
რომ შემეძლოს მზეს და მთვარეს, ძვირფასო,
მხოლოდ შენთვის ავანთებდი ცაზე!

რომ შემეძლოს დიდ ხელმწიფედ გაგხდიდი,
ტახტი, კვერთხი, გვირგვინი რომ შვენის,
მერე ალბათ თავს მდაბლად დაგიკრავდი,
და მოახლე გავხდებოდი შენი.

მაგრამ ღმერთმა არა მშობა ჯადოქრად,
ეს სურვილი მაწამებს და მაწვალებს,
გამაჩინეს ერთ პატარა გოგოდ და
მხოლოდ დიდი სიყვარული მასწავლეს!

დალი ყარაულაშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
არა, გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას,

მოგძებნი სადმე და სიყვარულს დაგიმტკიცებ,

მე შენი თვალებით შევხვდები ყვავილობას

არ გჯერა? თუ გინდა იებზე დაგიფიცებ!

-პატარა იების სიცოცხლეს გეფიცები,

მათ ახლად ახელილ თვალებს,

ო, ისე ლამაზად მეყვარები

კიდევაც შეშურდება მთვარეს...

არა, გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას

მოგძებნი სადმე და სიყვარულს დაგიმტკიცებ!

არ გჯერავს? თუ გინდა იებზე დაგიფიცებ!

-ლურჯთვალა იების სიცოცხლეს გეფიცები...

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 Jan 2010
Posts180
კარმა0
OFFLINEPROFILE
miranguli წერს:
ლეონიძე, გიორგი
(1900 - 1966)

მყვირალობა

ჩამაჭრდა კახეთს ჰაერი,
ტყეები გადიყირმიზა,
ენკენისთვეში მთებიდან
ისმის ყვირილი ირმისა.

― რასა ჰყვირიან ირმები
ყორან-მთას, ყარაიასა?
სახუნდარიდან მარეკი
გულში გაარტყავს ტყვიასა...

ხარი ირემი ფურს ეძებს,
მთაში ნასუქი ღიჭითა;
ქაფსა ჰყრის გადაკაწრული
ეკლებითა და ხიჭვითა.

თავი ანება ცალისთვის
იალაღების მწვანესა,
მოამტვრევს რქების ლაწანით
ჩალას, ტყეს, ლერწმოვანებსა.

დაშტერებული ჯოგები
მორბიან თავდაყირანი...
ხარი ფურს ეძებს ღრიალით,
მე - სიყვარულსა მყვირალი!

გახელებული ხარი ვარ,
გეშს ვიღებ ნიავქარზედა,
მაჩვენეთ ჩემი ოცნება,
რქა ზედ მივაფშვნა რქაზედა!

სულ მივამტვრიო, მივლეწო,
გულში რაც გადაირაზა,
შევყვირებ, როგორც ირმები
ჰყვირიან ყარაიასა!

=0137 აი ყოჩაღ მირანგული შენ გქონია მართლაც გული.

ამ ლექსის სიყვარულისთვის და ამორჩევისთვის მადლობა ბებიასგან. ჩემთვის გიორგი ლეონიძე პირველია-პირველი.
და საერთოდ დაწერეთ რა რაიმე ლექსების შესახებ ან მოიწონეთ ან დაიწუნეთ არ იქნება უროგო, თორემ ისე ჩანს თითქოს ყველა მარტო თავის ჭიას ახარებს.........ერთად ჩავებათ ფერხულში ერთად =xor=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი